ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეკატერინე გუჯაბიძე: ,,მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერეოტიპი"

ეკატერინე გუჯაბიძე: ,,მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერეოტიპი"
21-01-2022, 12:32

,,ჰო  და  არა"-ს   რუბრიკის ,,სხ­ვა კუთხით" დღევანდელი ნომრის სტუმარია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე.
- სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორ გაიხსენებდით ბავშვობის წლებს?
- მადლობა იმისთვის, რომ დაინ­ტერესდით ჩემით. იმედია, საინტე­რესო დიალოგი შედგება ჩვენს შორის და მკითხველისთვისაც სა­ინტერესო იქნება. დავიბადე ლან­ჩ­ხუთში, დავამთავრე ნომერ პირ­ველი საჯარო სკოლა. რაც ბავ­შვობასთან ასოცირდება პირვ­ელ რიგში არის სილაღე და უდარდელობა. განსაკუთრებულად შეკ­რული სამეგობრო გვქონდა, სკო­ლაშიც, სკოლის გარეთაც. რო­გორც ყველას, მეც მგონია, რომ განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა.
- ფაქტი, ბავშვობიდან, რომელმაც გავლენა იქონია თქვენზე. 
- განსაკუთრებული არაფერი მა­ხ­სენდება, მაგრამ...
გავიხსენებ იმ ფაქტს, რამაც პი­რველად დამაფიქრა ადამიანის ყო­ფაზე. გარდამეცვალა მეზობე­ლი, ახალგაზრდა გოგო, 14 წლის, რომელიც იყო ძალიან ლამაზი, ქერა, ცისფერთვალება, მაშინ პირვ­ე­ლად დავფიქრდი, რომ რაღაცა სადღაც მთავრდება...
- რა გზა გაიარეთ, სანამ გახ­დებოდით ლანჩხუთის მუნიციპა­ლიტეტის მერის მოადგილე?
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩა­ვაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართა­ლმცო­დ­ნეობის ფაკულტეტზე. აქტიურად ვიყავი დაკავებული უნივ­ე­რ­სი­ტეტში სწავლების დროს სხვა­დასხვა პროექტებით. იყო იმიტი­რებული სასამართლოები, ბოლოს იყო პროექტი ,,გახდი თბი­ლი­ს­ელების ადვოკატი" - აქაც ვმუ­შაობდი. შემდეგ უკვე დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. ვიღებდი სხვადასხვა გამოცდებში მონაწილეობას, ჩაბა­რებული მაქვს საარჩევნო გამოცდა, მაშინ  არ ვფიქრობდი, რომ ამ კუთხით გავაგრძელებდი საქმიანობას და პირველად მაშინ განვიცადე თავდაჯერებულობა,  რად­გან კარგი შედეგით გავედი. შემდეგ ჩავაბარე გამოცდა და გა­ვხდი სერთიფიცირებული იურ­ისტი. შემდეგი იყო ალბათ ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი ჩემს ცხოვ­რ­ებაში, რადგან დავიწყე სამშენ­ებლო კომპანიაში მუშაობა, 4 წე­ლი ვმუშაობდი ამ კუთხით.
შემდეგ ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე დავტ­ოვე თბილისი, გადმოვედი გურიაში და ვიტყოდი, რომ გურიაში ყველაზე დიდი გამოცდილება ამ კუ­თხით მომცა სახელმწიფო რწ­მუ­ნებულის ადმინისტრაციაში მუ­შ­აობამ. გუბერნიაში დავიწყე მუ­შაობა, ეს იყო ჩემი პირველი შეხება საჯარო სამსახურთან, რო­მელმაც ძალიან დიდი საფუძველი შემიქმნა. გუბერნიაში ვიყავი სპეციალისტი და ვფიქრობ, რომ გა­ზ­რდა უნდა დაიწყო დაბალი საფეხურიდან.
შემდეგ გავხდი ლანჩხუთის მუ­ნი­ციპალიტეტის მერის თანაშ­ემწე და შემდეგ უკვე მოადგილე.
- ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ. ვინ არიან თქვენი ოჯ­ახის წევრები, რა არის თქვენი ოჯ­ახის მთავარი ღირებულება?
- ჩემი ცხოვრების მთა­ვა­რი წყა­რო, არის მამაო, მეუ­ღლე, მამა დავ­ითი, რომელიც მსახურობს ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშო­ბლის სახელობის საკათედრო ტაძარში; ძირი­თადად კი სოფელ ჩიბათში, წმ.სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში. მყავს ორი პატარა  შვი­ლი, მართა და სარა წუ­ლაძეები.
ჩემი ოჯახის მთავარი ღირებუ­ლებაა სიყვარულით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი. ყოველთვის ვცდილობ ადამიანური ღირებუ­ლე­ბები სიყვარული და პატივისცემა შევინარჩუნო ნებისმიერი საკი­თხის მიმართ.
- რა ვალდებულების წინაშე გაყენებთ მამაოს მეუღლეობა?
- ოოოო( იცინის).
ვალდებულება არა, უფრო ძა­ლიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო მამაოს მეუღლე.
სულ ამბობენ, როცა მოდიან და გაცნობის დროა, ეს მამაოს მეუ­ღლეაო. კი არ ვაპროტესტებ, პირ­იქით, მაგრამ როცა სამუშაო ოთ­ახში შევდივარ, კარებს მიღმა ვტოვებ ოჯახს, მე აქ ვარ საჯარო მოხელე და ვცდილობ სწორად ვმართო ბევრი საკითხი.
ამავდროულად, სულ ვცდილობ, რომ თუნდაც უნებლიე ნაბიჯით არ შევარცხვინო მამაო.
- მინდა გკითხოთ ჩაცმის სტი­ლზეც. გამოირჩევით კლასიკური ტანსაცმლით, ძალიან ლამაზი კაბებით, ეს თქვენი არჩევანია თუ, როგორც აღნიშნეთ, მამაოს პა­ტივიცემისგან გა­მომდინარე ატ­ა­რებთ ასეთი სტი­ლის ტანის­ამ­ოსს?
- გულწრფელ­ად გეტყვით რო­გორ იყო. კაბა თი­თქმის არა
სოდეს მეცვა თუ რაღაც ისეთი მომენტი არ დადგებოდა, სადაც კაბა აუცილებელი იყო.
ძირითადად სპორტული ტანის­ამოსი მეცვა, მაგრამ მამაოს მეუღ­ლეობის გამო არ შემიცვლია სტი­ლი. გეტყვით ახლავე რამ განა­პირობა. ტაძარში დავდივარ დაა­ხლოებით მეექვსე კლასიდან, ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ ვიყო მაზიარებელი და აღმსა­რ­ებელი, ხშირად დავდიოდი ჯიხ­ეთის დედათა მონასტერში სტუმრად, თითო კვირით, 10 დღით და ერთ-ერთი სტუმრობის დროს ჩემმა საყვარელმა დედაომ მით­ხრა: ,,შეგრცხვეს, აქედან როცა წახვალ და შარვალი ჩაიცვაო."
ამ თემაზე რომ მე კაბით უნდა მევლო მამაოსთან საუბარი არ მქონია. ეს აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება იყო.
შესაბამისად გავყევი ამ სტილს.
გამოგიტყდებით, ჩემი ტანსაცმლის უმრავლესობა, თუნდაც პალტოები, კაბები, ჩემი შეკერილია. კარგად ვკერავ.
- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იყოს იდეალური? და გყავთ თუ არა მისაბაძი ადამიანი?
- მისაბაძი ადამიანი ბევრი მყავს.
განსაკუთრებით მამაო, რადგან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ადამიანების მიმართ; დედა, მამა, ჩემი დები, ადამიანები, რომელიც ყველაფერს მირჩევნია.
ისე,ზოგადად,შემიძლია ნებისმიერი ადამიანისგან ავიღო რაღაც და ვისწავლო, რადგან ვთვლი, რომ ადამიანი უნდა გაიზარდოს, რო­გორც პროფესიულად ისე ადამიანურად.
ყველასგან ვიღებ იმას, რაზეც ვფიქრობ რომ არ მაქვს.
- ერთი განსაკუთრებული დღე მინდა გაიხსენოთ თქვენი ცხოვრებიდან.
- ბევრი დღე მქონია, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან დღეებს გავიხსენებ.
პირველი დღე, როცა მამაოს შევხვდი, განსაკუთრებული იყო, რადგან მამაო ტაძარში გავიცანი, ჩემი ჯვრისწერის დღე, რომელიც ჯიხეთის მონასტერში შედგა, ჩემი პირველი შვილი, მეორე შვილი....
ასევე კარიერაში წინსვლის დღეები, რა თქმა უნდა. ჩემთვის რეალიზება აუცილებელია.
ასე რომ, ოჯახთან ერთად კარიერაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- და ბოლოს, მინდა გვითხრათ ლანჩხუთზე. რა არის თქვენთვის ლანჩხუთი?
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი არის ჩემთვის სახლი.
რაც აქ გადმოვედი, სიმართლე გითხრათ, ,,გადმოვედი" ვგულისხმობ რაც მუნიციპალიტეტის ­რი­აში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ფესვებს დავუბრუნდი და ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო ჩემთვის.
მოქალაქეს, რომელიც ჩემთან მოდის და ფიქრობს, რომ ,,ყველაფერი ნაცნობობით ხდება", ვცდილობ დავუნგრიო ეს სტერ­ეოტიპი, არ მინდა, რომ ეს განცდა ჰქონდეთ, აქ შემომსვლელი, ჩემ­თვის ყველა ერთია, აი, როგორც ოჯახის წევრებზე ვზრუნავ ისე მინდა და ვცდილობ ვიზრუნო მათზე. მართლა, შვილებს გეფი­ცებით, როცა მოხუცი ადამიანი მოდის მგონია რომ ჩემს წინ ბაბუა ზის, ჩემს წინ მამა ზის... წარმოუდგენელია, რომ სხვანა­ირად მიიღო და სხვანაირი პას­უხი გავცე, როგორც შემიძლია, თუკი კანონი მაძლევს საშუა­ლ­ებას, თავს არ ვზოგავ.
- ძალიან დიდი მადლობა!
- მადლობა თქვენ, რაღაცნაირად საინტერესო დიალოგისთვის!

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 735
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა