ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელი რეზო იმნაძისა და მისი გუნდის დიდი წარმატება

ლანჩხუთელი რეზო იმნაძისა და მისი გუნდის დიდი წარმატება
31-01-2022, 11:15

ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა Iდენტომატ ამერიკული ვენჩუ­რული ფონდიდან $3.2 მლნ-ის ინვ­ე­სტიცია მოიზიდა. ამის შესა­ხებ BM.GE-ს კომპანიის დამფუ­ძნებელმა და აღმასრულე­ბელმა დი­რექტორმა დავით ლომ­იაშვილმა მიაწოდა.
სტარტაპის შექმნის იდეა აშშ-ში მცხოვრებ დავით ლომიაშვილს და საქართველოში მცხოვრებ მის პა­რტნიორებს ზურაბ კოტარიას და რეზო იმნაძეს 2019 წელს გაუ­ჩნდათ, რისთვისაც Iდენტომატ-ის ავტორებმა, საქართველოში შექმნეს ჯგუფი, რომელმაც ციფრული ვერიფიკაციის სისტემა შეიმუშავა და თანამშრომლობის პირველი შეთა­ნხ­მებაც ქართულ კომპანიასთან გაა­ფორმა. 2020 წლიდან კი მსო­ფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა, ბიზნესებისთვის ადამიანების დისტანცირების გამო თან­ამშრომელთა და მომხმარებლის ვერიფიკაციის ციფრული პროგრამა ხელსაყრელ და საჭირო გამო­სავლად აქცია. საქართველოში პროგრამის ჩაშვების შემდეგ პარტნიორებმა 2020 წლის ზაფხულში Iდენტომატ-ი როგორც სტარტაპი აშშ-ში დააფუძნეს, რამაც როგორც თავად დამფუძნებელი დავით ლო­მიაშვილი ამბობს, სტარტაპის გლობალურ ბაზარზე გასვლის შე­საძლებლობა მისცათ.
„Iდენტომატ-ი დისტანციური იდ­ე­ნტიფიკაციის სერვისს წარმოადგენს. ჩვენი სერვისი ნებისმიერ კომპანიას და სახელმწიფო დაწესებულებას საშუალებას აძლევს დის­ტანციურ რეჟიმში მოახდინოს მომხმარებლის მიღება, მათი ვერიფიკაცია. ამასთან, ბევრ ორგანიზაციას რეგულაციების მიხედვით მომხმარებლის აქტივობის და მათი იდენტობის გადამოწმება მოეთხო­ვება, რასაც მათ ციფრულ პლა­ტფორმებში ინტეგრირებული ­ჩვე­ნი პროგრამა ეხმარებათ. ამას ძალ­იან დიდი შედეგები მოჰყვება ისეთი კომპანიებისთვის, რომ­ლების­თვისაც რეგულაციების მიყოლას, ონლაინთაღლითობის თავ­იდან აცილებას და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიამ ამის მნიშვნელობა ცხადყო და გაზარდა. ეს ბაზარი პანდემიის გამო დაახლოებით 400%-ით გაი­ზარდა“, - განმარტა დავით ლო­მიაშვილმა.
საქართველოში ტრადიციული და ბლოკჩეინის სივრცეებისთვის შექმნილი პირადობის ვერიფიკაციის პროგრამა Iდენტომატ-ს დღეი­სთვის საქართ­ველო­ში საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, ონლაინ სა­მორინეების, ტელეკომუნიკაციის, და კრიპტო და ბლო­კჩეინ სექტო­რში 20-დან 25 პარტნიორამდე ჰყავს. გლო­ბალურად კი აშშ-ში რე­გისტრირებული სტა­რტაპი საქართვე­ლ­­ოსა და ამერიკის გა­რ­და, უკრაინაში, სო­მხეთ­ში, აზერბაიჯანში, უზ­ბეკეთში, ბელ­არუ­სში, ლი­ეტუვაში, ეს­ტონეთ­ში, კვიპროსში, იაპონ­იაში, ინდოეთში, ყაზ­ახეთში, არგენტი­ნაში, პანამასა და სხვა ქვე­ყნებშია წარმოდგენილი. აღ­სა­ნი­შნია ისიც, რომ ქა­რთულ-ამერი­კული სტარტაპი 20-ზე მეტ ადა­მიანს, ძირი­თადად, საქართვე­ლოში ასაქმებს.
2021 წლის დასარული Iდე­ნ­ტომატ-სთვის წარმატებული იყო. თუ დღემდე კომპანიაში კომპანიის პარტნიროების, ენჯელ ინვესტორებისა და ვენჩურული ფონ­დების მიერ სხვადასხვა პერიოდში 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, გასული წლის დასასრულს კომპანიამ ამერიკული ფონდიდან 3.2 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომ­ელსაც ბიზნესის გა­ფა­რთ­ოე­ბი­სა და საერთ­აშ­ორისო ბაზ­რე­ბზე პოზი­ცი­ო­ნირ­ე­ბ­ი­ს­თვის მიმარ­თავს.
„კომპანიის მიზ­ა­ნი პრო­დ­უქტის მუდმი­ვი განვი­თა­რება და ახა­ლი ბაზრების ათვის­ებაა. შე­ს­ა­ბამისად, მო­ზიდული ფი­ნანსური რესურსით აშშ-ში და ჩრდი­ლოეთ ამერიკაში ახალი ინ­სტიტუციონალური პარ­ტნიო­რების მოზ­იდვას, ასევე სა­მხრეთ ამერიკისა და შუა აზიის ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ.
დღეს აშშ-ში რამდენიმე პარტნიორი უკვე გვყავს, თუმცა ბაზრის მოცვისა და პოზიციონირებისთვის ახალ პარტნიორებთან თანამ­შრო­მლობა ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს Iდენ­ტომატ-ის თანადამფუძნებელი.
დავით ლომიაშვილმა საუბრისას ამერიკული და ქართული სტარტაპ გარემოც შეგვიფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში სტარტაპის წამოწყება ბიუროკრატიულად უფ­რო მარტივია, თუმცა სტარტაპ­ებისთვის, მით უფრო ტექნო­ლო­გიურებისთვის, საქართველოდან დიდ მასშტაბებზე გასვლა უფრო რთულია, ვიდრე აშშ-დან.
„საქართველოს და აშშ-ში სტა­რტაპის წამოწყების სირთუ­ლეები თითქმის შებრუნებულია. საქართ­ველოში ბიუროკრატიის მხრივ სტარტაპ საქმიანობის წა­მო­წყება და მისი ოპერირება ბევრად მარტივია, აშშ-ში ამ მხრივ საქმე საკმაოდ რთულადაა და დამფ­უძნე­ბლის ძირითადი დრო რეგულაციების და ბიუროკრატიის საკი­თხების გადაწყვეტაში მიდის.
მეორე მხრივ აშშ-ში საჭირო საწყისი რესურსების მოზიდვა ბევრად ადვილია. საქართველოშიც ამ კუთხით საქმე GIთA-ს თუ აქსელერატორების შემოსვლის შე­მდეგ მცირედით გამარტივდა, მაგ­რამ მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველოში იმისთვის რომ რამდენიმე ადამიანიანი გუნდის შე­ქმნა და დაფინანსება შეძლო დიდი მოცულობის საწყისი ინვესტიციის მოზიდვა რთულია. მით უფრო მაშინ როდესაც პანდემიის გამო საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით ხელფასების გათა­ნაბრება დაიწყო. იმის გამო, რომ მასშტაბი განსხვავებულია, ამე­რი­კაში ინვესტიციის მოზიდვა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში“, - განმარტავს ლომიაშვილი.

განყოფილება: ---
გადასვლები: 561
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა