ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შორენა იმნაძე: ,,გპირდებით, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ლანჩხუთში პანდემიის დასრულებას და მე მოვეფერები ჩემს თბილ გურიას”!

შორენა იმნაძე: ,,გპირდებით, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ლანჩხუთში პანდემიის დასრულებას და მე მოვეფერები ჩემს თბილ გურიას”!
9-02-2022, 12:11

,,ჰო და არას“ სტუმარია, მოსკო­ვში მოღვაწე ლანჩხუთელი მომღე­რალი, შორენა იმნაძე, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ და არა მარტო ინტერნეტ სივრცეში...
_ მოგესალმებით შორენა. როგორ ხართ?
 _ მოგესალმებით, კარგად ვარ,  მა­დ­ლობა უფალს, ვშრომობ, ვმუშაობ უცხო ქვეყანაში და მალე ვგეგმავ ჩემს ქვეყანაში დროებით ჩამოს­ვლას. ძალიან მენატრება ჩემი ლა­მაზი, პატარა გურია, სადაც მხო­ლოდ სიკეთე და სითბოა. 
_ როგორი ბავშვობა გქონდა, სად ცხოვრობდი და სწავლობდი?
_ ლანჩხუთის N1 საშუალო სკო­ლ­აში ვსწავლობდი. 90-იან წლებში ჩვენ არ გვქონდა ელექტროენერგია, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები,  თუმცა ბავშვობა ლა­ღი, ხალისიანი და ბედნიერი მქონდა. სოფელი, ტყე, მზე, მინდვრები, ღელეები, გვერდით კეთილი ძაღლები, მეგობრები და რა თქმა უნდა, მშობლები მყავდა. ვმღეროდი გ.დოლიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, გამორჩეულად კარგი პედაგოგები მყავდა. მე თქვენი საშუ­ალ­ებით მინდა მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემზე გაწ­ეული ზრუნვისთვის და სიყვარ­ულის­თვის. ლანჩხუთის და ოზურგეთის თეატრებში ხშირად ვმართავდით კონცერტებს ასევე ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში -დისკოტეკებს. ძალიან მენატრება ის დრო.
_ რაიმე კურიოზს  ხომ ვერ გაიხ­სენებდი ლანჩხუთთან მიმართე­ბაში?
_ ძალიან ბევრი კურიოზი მა­კავშირებს გურიასთან. ერთერთს გავიხ­სენებ, გვიმბალაურში ღელეში საბანაოდ წასული ვიყავით სოფლის ბავშვები, თურმე ერთ ჩემს კლასელს ვუყვარდი და ვერ მეუბნებოდა. რა­ტომღაც იქ გადაწყვიტა ეთქვა ჩემ­თვის. მე დაბნეულობისგან ვუთხარი: - თუ მართლა გიყვარვარ ამ ხიდიდან გადახტი მეთქი. ვაი, მართლაც რომ გადახტა  შემეშინდა და სახლში მო­ვკურცხლე. 
_  მოგვიყევი როგორ დაიწყე სი­მღ­ერა თურქეთში? (მაგდენის კოსმეტიკა დამჭირდებაო - ერთხელ დამ­საქმებელს რომ უთხარი, ხელფასზე). 
_ სიმღერით მე ბავშობიდან ვმღერი რო­გორც ზემოთ აღვნიშნე. მაქვს თეატრალური ნიჭი, ბავშობაში ვმონაწილებდი სპექტაკლებში. ერთი რაც კარგად გამომდიოდა, სიმღერა იყო, მეც გადავწყვიტე მემღერა რეს­ტო­რანში. თუმცა ხელფასი რომ არ მომეწონა, გურულმა კვიმატმა ენამ დამასწრო და მაშინ ვუპასუხე და­მსაქმებელს: - ეს ხელფასი მე კოსმე­ტიკაზე არ მეყოფა მეთქი. 
_ ძირითადად რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი რეპერტუარი? 
_ სეგმენტს ვერ გათვლი, ჩემს რე­პერტუარში ყველანაირი სტილის სი­მღერებია. ყველანაირ სიმღერას ვმ­ღერი, თუმცა ძირითადად სარეს­ტო­რნო რეპერტუარი მაქვს. 
_ თქვენი ჰობი რა არის?
_  სკოლის ასაკში სიმღერა და სცე­­ნაზე დგომა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. იმ ასაკიდან ჩემი ჰობი იყო სიმღერა. უფლის წყალობით და ჩემი თაყვანისმცემლების სიყვარუ­ლ­ით, მე დღეს სცენაზე ვდგავარ. შეი­ძლება ითქვას ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდა. ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ჩე­მთვის ქველმოქმედება და სიკეთის კეთება ჰობია. მსურს ნაკლები ავადმყოფი და გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობდნენ ამ წუთისოფელში. 
_ გყავს თუ არა თქვენს თა­ყვანისმცემლებში გამორჩეული პი­როვნება და რა თვისებებს აფასებთ მამაკაცში?
_ ჩემი მეუღლე, ბათუმელი გიორგი ინაიშვილია. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩემთვის მთავარია სიყვარული, პატივისცემა, ერთგუ­ლება და ურთიერთგაგება. როდესაც მეუღლეებს ასეთი ურთიერთ დამ­ოკიდებულება აქვთ, ის ოჯახი ბედნიერია. 
_ ლანჩხუთში თუ გეგმავ შემო­ქმედებით საღამოს? 
_ ძალიან მინდა ლამაზი საღამოს გაკეთება, სადაც არ გაიყიდება ბილ­ე­თები და მთელ ლანჩხუთს უსასყიდლოდ გადაეცემა. გპირდებით, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ლანჩხუთში პანდემიის დასრულებას და მე მოვეფერები ჩემს თბილ გურიას. 
_  და ბოლოს, რა ეტყვით „ჰო და არა“-ს მკითხველს?
 _ ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ ჩემს გურულებს. მადლობა ყურადღებისთვის და დაფასებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო თქვენს გუნდს!

ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 456
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა