ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,დედა, ჩემს სიკვდილამდე ხომ ჩამოხვალ?!"

,,დედა, ჩემს სიკვდილამდე ხომ ჩამოხვალ?!"
26-01-2022, 13:06

მიმართეთ უკიდურეს ზომას და დატოვეთ ოჯახი და ქვეყანა.
რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც შეუერთდით ემიგრანტთა რიგებს?  რა შემთხვევაში აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?
სოფო კომახ­იძე, ისრაელი:
- 14 წლის წინ და­­ვ­ტოვე ჩე­­­მი სამ­შო­ბ­­ლო და წა­ვედი სა­ბერ­ძნეთში. ეს გადაწყვე­ტი­ლ­ება მივ­იღე ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე. დღემდე ემიგრაციაში ვარ, ამჟამად ისრაელში. მიუხედა­ვად იმისა, რომ ჩემი შვილები დაოჯახებულები არიან და ყოველი მა­თ­განი, ჩემი აზრით, ცხოვრების წე­სიერ ფერხულში დგანან, მე მუდმივად იმის ფიქრი მტანჯავს, რომ ჩემს ოჯახს ჩემი დახმარების გა­რეშე გაუჭრდება. რამდენჯერაც გა­დავწყვეტ,  მორჩა რამოდენიმე თვე­­­ში წავალ, საბოლოოდ მაინც უკან ვიხევ და ვრჩები ემიგ­რა­ც­იაში. მეტსაც გეტყვით, ჩემი ქალ­იშვილი ოჯახით წავიდა ემიგ­რა­ციაში და ეს ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ ასე მოითხოვა ცხო­ვრებამ და ვცდილობ შევეგუო, თუმცა ჩემთვის ძალიან რთულია. საბო­ლოოდ, ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად დანაპირებისა, არ ზრუნავს ემიგრანტების სამ­შო­ბლოში დაბრუნებაზე და არ ქმნის ნორმალურ სამუშაო ადგილს და პირობებს. ემიგრაციაში რომ წავედი, ვიყავი 37 წლის. დღეს ვარ 51 წლის. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებმა თავდაუზოგავ შრომაში გა­ია­რა. ეს ყველაფერი სასტიკად აი­სახა ჩემს ჯანმრთელობაზე. 
მყავს 5 უნახავი შვილიშვილი, რომ­ლებსაც ყოველ დღე ტელე­ფონით ვუყურებ და ამისთვისაც მადლობა უფალს! მე ვისურვებ, ჩვენს მომავალ თაობას მაინც ეცხ­ო­ვროს ბედნიერ, გაბრწყინებულ და გამთლიანებულ საქართველოში. მი­ნდა კიდევ ერთხელ ვთხოვო უფ­ალს, რომ დიდხანს იცოცხლოს მოხუცებულმა დედაჩემმა, რომელიც ყოველდღე მეუბნება: ,,დედა, ჩემს სიკვდილამდე ხომ ჩამოხვალ?" და­სასრულს ვეტყვი ჩემს სამშობლოს: ,,საქართველოვ ჩემი ცოდვა, მერამდენედ დაიდე!.."
ლალი იმ­ედა­ი­შვილი:
- ქვეყნიდან წა­ს­ვლის  მთავა­რი მიზეზი იყო ფინანსური პრობლემები, დაბალი ანაზღაურება, ჩემი შვილის უნი­ვერ­სი­ტე­ტისთვის აღ­­ე­ბ­ული საბანკო კრედიტი. მთელი სიმწვავით გავიაზრე, რომ ქვეყანაში დარჩენით, დაიღუპებოდა ჩემი ოჯახი. 2 წელია იტალიაში ვარ, პრობლემების ნაწილი მოვაგვარე, ახლა უმცროსი შვილის მოსა­მზადებელი თანხები მჭირდება, ძა­ლიან გაძვირებულია თბილისში რე­პეტიტორებთან მომზადება. კი­დევ 3 წელი მჭირდება, რომ წე­ლგამართული დავბრუნდე და ის საქმე ვაკეთო, რაც მინდა. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება იტალიელ მოხუცებს ვემსახურო. არც ის მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები. მე მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩვეულ გარემოში, ოჯახთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობებით და­ვტკბე. მარტო ფულის შოვნა არ არის ცხოვრება. მე სხვა ინტერესებიც მაქვს. ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვგეგმავ.
ნატო ორა­გველიძე:
- მთავარი მიზე­ზი, რის გამოც დავტოვე ქვეყანა იყო ჩემი ორი მცი­რეწლოვანი შვილი. ადრე და­ვ­ქვრივდი... ჩემი ოჯახის საყრდენი ძალა, ჩემი მე­უ­ღლე გამომაცალეს ხელიდან. როცა სულიერად და ფსიქო­ლოგიურად ვიყავი განადგურებული, მაშინ ვფი­ქრობდი, რომ მეუღლის გარეშე როგორ უნდა გამეზარდა შვილები. მხოლოდ ერთი გზა ვიპოვე, სა­ში­ნელი, ტკივილიანი, ცრემლიანი გზა... ემიგრაციის გზა... იმ შე­მა­რთებით დავტოვე ქვეყანა, რომ შვილებისთვის დედაც მე უნდა ვყოფილიყავი და მამაც. წასვლის წინ ცრემლები მახრჩობდა, რადგან მანამდე ერთი დღითაც არ დამიტოვებია შვილები. ყოველთვის ვფი­ქრობ, რომ ახლა დავუსვამ წერტილს ემიგრანტულ ცხოვრებას, მა­გრამ არ გამოდის. ემიგრანტების ცხოვრება ძალიან რთულია, მე წელიწადში ერთხელ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას. ემიგრანტები სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ, სხვის ოჯახში, რაც უნდა კარგ ოჯახში მუშაობდე, მაინც სხვა ხარ, მაინც უცხო ხარ, წარმოიდგინეთ დავტოვე არასრულწლოვანი შვი­ლები და ახლა სრულწლოვნები არ­იან, საჭირო დროს ვერ ვიყავი მათ გვერდით, ამიტომაც ახლაც პატარები მგონია, მათთვის მაქვს გადადებული თავი და იმედი მაქვს მათი კარგი ადამიანობით დამიფასებენ ჩემს ამაგს. ასევე მყავს დედა, ძმა, ძმის ოჯახი, რომელიც შეძლებისდადგვარად გვერდით მიდგას, ეგენი არიან ჩემი საყრდენი ძალა. ვიცი, რომ მათი იმედი სულ უნდა მქონდეს და ვარ იმედიანად და ბოლოს, მინდა ვთქვა, არ არის ადვილი ამ ყველაფრის გადატანა, ამიტომაც ვართ ემიგრანტები უკვე შერყეული ფსიქოლოგიის და ჯა­ნმრთელობის. რაც შეეხება დაბ­რუნებას, იმედი მაქვს ამ საკითხით ოდესმე მაინც დაინტერესდებიან და იზრუნებენ ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე.
ქეთი ხელაძე:
- ბიზნესის გა­უმა­რთაობა და ვალ­ე­ბის წამო­კიდება იყო წასვლის მი­­ზეზი. რა კარგია, რომ და­მი­კავშირდი. ჰკი­თხე  ჩვენს ოლ­ი­გარქს 100000$ უღირს ჩემს და­ბრუნებად?
 მომცეს, ხვალვე გამოვ­ბრუნდები და ვიცხოვრებ ბედნიერად ჩემს სოფელში დედასთან ერ­თად.

    მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 875
FACEBOOK კომენტარები