დღეს მოგიყვებით ქალბატონ მზია კვირკველიაზე, ქალი რომელიც მუდამ ზრუნავს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, თან მაშინ, როცა თავად აქვს პრობლემა.
ქალბატონი მზია იყო პირველი ლანჩხუთელი ქალი, რომელმაც განგვიმარტა ლანჩხუთში მცხოვრებ მოსახლეობას, რას ნიშნავდა - სკრინინგი.
თითქმის ერთი წლის არის მზიას ახალი ორგანიზაცია, ,,ონკოქეაჯეორჯია,“რომელსაც უკვე 50 ბენეფიციარი ჰყავს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ერთმანეთის გამხნევებას უფრო ცდილობენ ვიდრე საკუთარი თავის.
ქალბატონ მზიას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც აუცილებლად უნდა დაფასდეს. ქალბატონმა მზიამ მოახერხა მამოლოგ ბექა სამხარაძის წყალობით და ნიუ-ვიჟენ კლინიკასთან მემორანდუმის გაფორმება, რის გამოც სარგებლობენ თითქმის 70% ფასდაკლებით. მოგიწოდებთ ყველას, თუ ვინმეს გაწუხებთ მკერდის არეში ტკივილი, ყოველი თვის ბოლო შაბათს, ბექა ექიმი სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევთ კონსულტაციას, ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკაში.
მზია კვირკველია ამჟამად იმყოფება გერმანიაში, სადაც გადის მკურნალობის კურსს და მინდა რომ გავამხნეოთ ყველამ ერთად.
ქალი, რომელიც მუდამ ზრუნავს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად

ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 655