ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვის და რას ეწირება ლანჩხუთის ხალხური ცეკვების ანსამბლი ,,მხედრები“? ანუ წერეთელმა დაგვიბარა…...

22-07-2022, 12:04

ლანჩხუთის კულტურის   დაწესებულებათა გაერთიანების ხალხური ცეკვების  ანსამბლი, ,,მხედრები,“ რომელიც 18 წელია შეიქნა, უკვე აღარ არსებობს. როგორც კულტურის ცენტრის ყოფილი და შემდეგ ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გია იმნაიშვილი გვიყვება, ანსამბლი შიდა დაპირისპირებასა და რაიონის პირველ პირებთან წინააღმდეგობრივ ურთიერთობებს შეეწირა. აღნიშნული გაერთიანება  2015 წელს შეიქმნა, რომლის შექმნა იმთავითვე იწვევდა დიდ ეჭვს, მოგვიანებით კი ამ გაერთიანებას გამოეყო სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება, ხოლო ა(ა)იპ კულტურულ  დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი დირექტორი დავით წერეთელი დაპირისპირებული გახლდათ ოზურგეთიდან მოწვეულ ანსამბლ ,,მხედრების“ ხელმძღვანელ ქორეოგრაფ მელის ნადირიძესთან. მიზეზად სახელდება , რომ ლანჩხუთში ოზურგეთელი კაცი არ უნდოდათ, რის გამოც ნადირიძე სამსახურიდან გაუშვეს და მან სასამართლო პროცესების მთელი კასკადი  მოუგო  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. ამჟამად კულტურის გაერთიანების ყოფილმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა და მის ადგილას მერაბ ქარჩავა დაინიშნა და აგერ უკვე რამდენიმე დღეა ვიგებთ, რომ  ქორეოგრაფიული ანსამბლი  ,, მხედრები’’აღარ არსებობს. როგორც ჩვენთან საუბარში ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი გია იმნაიშვილი აცხადებას ანსამბლი სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებსა და ინტრიგებს შეეწირა.
_ ბატონო გია, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა სინამდვილეში, თქვენ თუ არ,ა ვინ უნდა ფლობდეს ამ შიდა სამზარეულოს არსს, გვითხარით რა იყო და როგორ იყო?
_ ეს ანსამბლი გია ხუხუნაიშ­ვილმა, რობერტ ცინცაძის ხელმძღვანელობით შექმნა 2005 წელს. რობერტ ცინცაძეს უნდოდა დიდი ანსამბლი ყოფილიყო ლანჩხუთში. მე ვახლდი მაშინ მას ჩოხატაურში, ვაჟა გოგოლაძესთან, რომელიც იყო ხელოვანი კაცი და ძლიერი ლოტბარი. მას არ შეეძლო, თუმცა  დაპირდა ბატონ რობერტს, რომ კარგ ლოტბარს გამოუგზავნიდა და მაშინ ჩამოვიდა ავთო მახარაძე, ძალიან კარგი სპეციალისტი და კი იცით როგორ წავიდა აქედან, ერთი  მადლობაც კი არ უთქვამთ მისთვის. ასევე მოეყარა თავი ქორეოგრაფიულ ანსამბლსაც, მერე გია ხუხუნაიშვილმა სურვილი გამოთქვა, მე არ შემიძლია და გარედან გავუწევ კონსულტაციებსო. მოვიყვანეთ სხვა ქორეოგრაფი, ელგუჯა მამალაძე, იგი  შემდეგ მელის ნადირიძემ ჩაანაცვლა. ახლა ამაზე არ დავკონკრეტდები. გვახსოვს მიღწევებიც, რა საფეხურებზეც ავიდა ანსამბლი და დათო წერეთელი როცა მოვიდა, მაშინ დაიწყო ეს ამბები, ოზურგეთელები არ უნდოდა საერთოდ.
_ შემდეგ რაც მოხდა ვიცით, გვაინტერესებს ახლა რა ხდება?
_ ანსამბლი გაუქმდა საერთოდ. ამ ანსამბლში ორი გოგონა ცეკვავს, რომლებიც  დედები არიან  და ასევე ცეკვავს ორი ახალგაზრდა,  რომელიც მამაა.  მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებმაც ანსამბლის გაუქმებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს, სახლში რომ მიდიან და შვილები რომ თვალებანთებული შეხვდებიან, მათ მიტანილ ტკვილეულს თუ რაც ჭირდებათ, ამ ადამიანებმა რა დააშავეს. თან საუბარია სამოც, ოთხმოც თუ ას ლარზე, რომელიც ლანჩხუთის ბიუჯეტს არ დააზარალებდა.
_ ეს ხომ ძალიან მცირე ანაზღაურებაა მოცეკვავისათვის?
_ერთ რამეს ვიტყვი, როცა 100 ლარი აქვს მოცეკვავეს, რადგან მას უყვარს ეს საქმე, ის არ ფიქრობს წასვლაზე.
_ალბათ სადმე მუშაობს კიდევ?
_ქორეოგრაფებიც არიან, რომელთაც ცეკვის სტუდიები აქვთ, აქაც ენ და იქ ბავშვები ჰყავთ კიდევ. ერთი მეორეს ემატება და ოჯახს თავის გასატანი აქვს, მაგრამ როდესაც დაატოვებინებ და გაუშვებ, მერე სადღაც უნდა წავიდეს, როცა დაკავებულია ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინშია, რჩება ამ იმედით.
დღეს კეთდება დიდი ანსამბლები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და ლანჩხუთში, 18 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი გააუქმეს.
_ ანსამბლის გაუქმების უშუალო  მიზეზი რა იყო  თუ ბიუჯეტი არა?
_ მე ვთვლი, რომ ეს იყო კიდევ ანგარიშსწორება. კვლავ მელის ნადირიძესთან დაკავშირებულ ამბებზეა საუბარი, ისევ მისი მოცილების გამო, ალბათ,  აბა, ანსამბლს რატომ შლიან?
_ კულტურის ცენტრი ქორეოგრაფიული ანსამბლის გარეშე მკვდარია ფაქტიურად, ასე არაა?
_ ანსამბლი შეიძლებოდა კიდევ იმ საფეხურზე ასულიყო, რომელზეც იდგა. არ მინდა წარსულში საუბარი, შეიტანეს 2018 წლიდან წვლილი ამ ადამიანებმა ამ ანსამბლის დაღმასვლაში და ბოლოს მივიდა იქამდე, რომ გააუქმეს, რა  საფუძველი არსებობს ამ ანსამბლის გაუქმების, არ ვიცი მართალი გითხრათ. რჩება კითხვა: რატომ? რისთვის?  ახსნან ეს ყველაფერი, ჩვენ ხელოვანი ხალხი დავსხდებით და მეორე მხარეს დასხდნენ ის ადამიანები, რომლებიც აგვიხსნიან, სინამდვილეში რა მოხდა. მე, რა თქმა უნდ,ა პროტესტს გამოვხატავ, როგორც ხელოვანი და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი. კითხვას ვსვამ: რატომ?! რა დააშავა ამ ხალხმა. ანსამბლი თუ იმ მაღალ საფეხურზე არ იდგა დღეს, ვისი ბრალი იყო? და ეთქვათ მაინც, ამ ხალხისთვის დღეს არ არის ანსამბლი იმ მოწოდების სიმაღლეზე, გამოწვევებს ვერ პასუხობს და ა.შ. არავისთვის არაფერი არ აუხსნიათ.  ვისაც შევეკითხე ვერავინ ვერაფერს მეუბნება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კულტურის გაერთიანების ახალ დირექტორს, მერაბ ქარჩავას, ამაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. იგი არ იყო დაინტერესებული, რომ ანსამბლი გაეუქმებიათ, ეს მე მჯერა.
არც ერთ გათავისუფლებულ ადამიანს პროტესტი არ გამოუხატავს, მერაბის მიმართ იმიტომ, რომ ის კაცი კომუნიკაციას ახდენდა მოცეკვავეებთან და მომღერლებთან, ბევრ ადამიანთან შედიოდა, რა გინდათ, როგორ გინდათ? უცებ  რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და ანსამბლი აღაარაა.
_ ვინ წყვეტს ამ ამბებს?
_ არაფერი მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი ზემოდან მოდის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ. 
_ გამოსავალი არის რამე?
_ არ არის გვიან, შეიძლება კიდე რაღაცეები შეიცვალოს, ეს ხალხი დაუბრუნდეს ანსამბლს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სახეა. ანსამბლს ჰქონდა უდიდესი მიღწევები და ეს ჩემი ტკივილი ხომ არ არის მარტო, ყველას ტკივილია.
_ რამდენი წევრი იყო ანსამბლში?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ხანდახან ვესწრებოდი რეპეტიციებს და ასე ათი მოცეკვავე იყო, მაგრამ რა ხდებოდა იცით? სექტემბრიდან ჩემი სტუდიის მოცეკვავეები დაემატებოდა, ეს ბაზა, რომელიც ჩვენ შევქმენით სტუდიის სახით, იყო ანსამბლ ,,მხედრებისათვის“ შემავსებელი.  ჩვენ ეს მისია შევასრულეთ და გავზარდეთ მოცეკვავეთა რაოდენობა, თუმცა პანდემიამ ყველას შეუშალა ხელი, იმდენი ვერ მოვასწარით, მაგრამ ანსამბლისათვის 6 თუ 7 მოცეკვავე შეიძლებოდა მიგვეწოდებია, ბავშვებთან უკვე გასაუბრებული ვიყავით ამაზე მე და აჩიკო კალანდაძე. ასეა გოგა ლომაძეც. მან უკვე გაზარდა მოცეკვავეები, ასევე ნუგზარ ხუხუნაიშვილთანაც არის მოცეკვავეები და ა/შ.
რამდენიმე  მოცეკვავე იმ დაპირისპირებების შედეგად წავიდა, აქ პროფესიონალ მოცეკვავეებზეა საუბარი. მაგალითად, გურიკა ურუშაზე. ასევე მალხაზ ბებია, რომელიც აკადემიურ ანსამბლში დღესაც ცეკვავს. ასევე არიან მოცეკვავეები, ვინც აკადემიურ ანსამბლში ცეკვავენ და ჩვენთანაც ჰქონდათ საათები. შეიძლებოდა ანსამბლი პროფესიონალურ დონეზე კვლავ ასულიყო, მაგრამ ამ დაპირისპირებებმა განაპირობეს ეს ყველაფერი. ნუგზარ ხუხუნაიშვილიც არაფრის გულისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომელმაც მელისის წასვლის მერე ჩაიბარა ანსამბლი, თვითონც ქორეოგრაფი იყო იმ დროსაც, მაგრამ მელის ნადირიძეს სასამართლო დავა როცა ჰქონდა და გათავისუფლებული იყო და ნუგზარი იყო ანსამბლის უშუალო ხელმძღვანელი, 26 მაისს ისე გამოიყვანა ანსამბლი, რომ ყველანი კმაყოფილი ვიყავით. ასევე ,,ლელოს“ დღესასწაულზეც გამოიყვანა ანსამბლი და მიდიოდა ასე, შემოქმედებითი ცხოვრება ლანჩხუთში მაგრამ.... ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი ჩაშალეს, ზუსტად ხელს ვერავისკენ გავიშვერ, მაგრამ კულტურის გაერთიანების მაშინდელი ხელმძღვანელობიდან დაწყებული ხელი შეუწყვეს და დაანგრიეს.
_ ბოლოს და ბოლოს რა მოხდება?​​​​
_ სურვილი არის, რომ მოხდეს ამ ანსამბლის დაბრუნება და თუ არ მოხდება, ერთ რამეს ვიტყვი, ვიცი მოვა დრო და ჩვენ ამ ანსამბლას ლანჩხუთში აღვადგენთ, მაგის რესურსი გააჩნია ლანჩხუთს. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ანსამბლი აღდგეს თუ ეს ამათ ხელში არ მოხდება, თუ ანსამბლი კვალავ არ დაუბრუნდება სცენას და კვლავ არ წარსდგება პუბლიკის წინაშე, მე ვპირდები ლანჩხუთის საზოგადოებას პირადად, რომ ჩვენი პატარა სტუდიელებით გავაკეთებთ ამას.
დასასრულს, ჩევნმა რესპოდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ა(ა)იპ კულტურის გაერთიანების შექმნა იმთავითვე იყო არასწორი ნაბიჯი, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა გამსხვილებული ა(ა)იპი და ახლა კულტურის ცენტრი, როგორც ერთი სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობს, იგი ამ გაერთიანების ნაწილია.
ცნობისათვის:  ,,ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელობის საქმიანობა მაღალი ინტერესის საგანი მედიაში მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში უპეცენდენტო გადაწყვეტილება სამივე დონის სასამართლომ – ოზურგეთის რაიონული, ქუთაისის სააპელაციო, თბილისი უზენაესი – დავით წერეთელი, ამ დაწესებულების ხელმძღვანელი თანამშრომლების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დავით წერეთელმა, თანამშრომელი, ქორეოგრაფი, მელის ნადირიძე, მხოლოდ იმის გამო დაითხოვა სამსახურიდან, რომ ის ოზურგეთელია.
ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ავთანდილ მახარაძე რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა ინტერვიუშიც ახსენა,  წერეთელმა მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ ჩოხატაურელია.
დავით წერეთელმა და მისმა უწყებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში თავის თანამშრომლებთან ზედიზედ რამდენიმე  სასამართლო პროცესი წააგო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 759
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა