საასპარეზოდ მოგვცა ქვეყანა
წუთისოფელი ადამიანთა
სიცოცხლე ჩვენთვის არის გამოცდა
ასე უცვნია კაცთა ჭკვიანთა.
(ვაჟა ფშაველა)
სწავლების მიზანია, შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნების და გამუდმებითYაღმოჩენების გაღვივება. მოსწავლეებისათვის აზროვნება ზნეობის საფუძველია. რომ იაზაროვნო, უნდა იცოდე (პასკალი). მათემატიკას, როგორც სამყაროს აღწერის უნივერსალურ ენას, ყველაზე მეტად შეუძლია ამ ამოცანის გადაწყვეტა. მეცნიერება იმდენად არის მეცნიერება, რამდენადაც მასში არის მათემატიკა (აინშტაინი). ჩვენი განათლების სისტემა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენ შვილებს აქვთ არნახულ-არგაგონილი შიში არა სტანდარტული სააზროვნო ამოცანებისადმი.
XXI საუკუნეში სოციალური დაკვეთაც არ გვაქვს ცოდნაზე. ყველა წელიწადს გვყავს 10000 -ომით ფსევდომეცნიერი საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს, ყველა უნივერსიტეტია. ატესტატი აქვს ყველას. მედლის დიდი უმრავლესობა გაყალბებულია. როდესაც სკოლაში გამოგიცხადებენ, რომ ამ კლასის მშობლები პრეტენზიული არიან, არ დაწერ მათთვის სასურველ ნიშნებს, დაწერენ განცხადებას და გაგაძევებენ კლასიდანო. როცა საბრალო მასწავლებელი ასეთი შიშის ქვეშ მუშაობს, რომელ კრიტიკულ და შემოქმედებითი აზროვნების სწავლებაზეა ლაპარაკი. ერთხელ ცნობილმა ღირსეულმა პიროვნებამ, მათემატიკოსმა ჟანგირა ხოფერიამ მითხრა: ისე მიდის განათლების საქმე, რომ თავმოყვარე კაცი სკოლაში ვეღარ იმუშავებსო.
პირველი კლასიდან (განსაკუთრებით თბილისში) მშობლები ასტრონომიულ თანხას იხდიან რეპეტიტორებთან, სადაც უმრავლეს შემთხვევაში ცოდნას კი არა, ტექნოლოგიებს ითვისებდნენ ქულების მოსაპოვებლად. ჩვენთან მთავარია გერქვას რომელიღაც კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტი და უნივერსიტეტისთვის მთავარია, რომ დროულად გადაიხადოს მოსწავლემ გადასახადი.
გიორგი სიხარულიძე ჩემი კურსელი მეგობარია (მისი წერილი გამოქვეყნდა ,,ჰო და არას” წინა ნომერში.) დიდი მადლობა მას ამ მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.
14 ათასი აბიტურიენტიდან, რომელიც მათემატიკას აბარებდა მათ შორის მედალოსნებიც, შედეგი რომ ასეთი კატასტროფულია, ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური მათემატიკის სწავლების ამ პირობებში.
P.ს. ჩემი აზრით, განათლების სისტემას ნგრევა რომ შეჩერდეს, უნდა გამოვაცხადოთ გარდამავალი პერიოდი, გაუქმდეს უნდა მედლები და ნიშნებიც, საქმეში უნდა ჩაერთოს კვალიფიციური, კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ნუ გენაღვლებათ, უხვად არიან, მთავარია განათლების სისტემის გარდაქმნის პოლიტიკური ნება იყოს.
ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი



