ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს კაპიტალიზმია, ველური კაპიტალიზმი, თუ რაღაც სხვა?!

12-03-2021, 12:11

ვაგრძელებთ ფიქრს კითხვაზე _ როგორ განვვითარდეთ? 
როგორც აღვნიშნეთ _ რაც არ ვითარდება, ლპება. როგორ განვითარდეთ?
ირგვლივ გაურკვევლობაა... ირგვლივ ქაოსია... სამყარო თითქოს ირყევა; შედეგად ადამიანებს ხმა უკანკალებთ; შედეგად ადამიანებს შიში ახატიათ თვალებში; შედეგად ადამიანები ნაბიჯს ვეღარ დგამენ წინ... რადგან წინ თითქოს აღარ არსებობს... იხერგება განვითარება...
მაგრამ არამც და არამც _ ბუნების კანონია განვითარება და ბუნების კანონს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს; განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს. ეს შენ არ იქნები _ იქნება სხვა; სხვა არ იქნება _ იქნება კიდევ სხვა.
მერე ის სხვა იქნება მაგალითი შენთვის და კიდევ სხვისთვის იმისა, რომ შესაძლებელია განვითარება, შესაძლებელია წინსვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სხვათა დიდი მცდელობისა, რომ არ განვითარდე, შესაბამისად იყო მონა...
... რომ განვითარდე უნდა იშრომო; რომ იშრომო შრომა უნდა შეგეძლოს; რომ შეძლო, უნდა იცოდე. დიახ, არ გავიკვირვოთ, შრომა უნდა ვიცოდეთ.
თუ იშრომებ, ვითარდები _ შრომობ გონებრივად, შრომობ ფიზიკურად. შრომობ... შრომობ... შრომობ...
შრომობ და იზრდები, ყალიბდები, ძლიერდები და კვლავ შრომობ... მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი თუ ყველაფერს აკეთებ დიდი სიყვარულით... დიდი რწმენით... სუფთა სულით... თუ ასე არ არის, ვერც შედეგს იხილავთ, ვერც განვითარდებით.
თუ რწმენა, სიყვარული არ დაედება განვითარებას ბალავრად, შედეგი არ არის; ანუ განვითარება მოჩვენებითია, უკეთეს შემთხვევაში _ დროებითი.
როგორ განვვითარდეთ?
მოვიპოვოთ თავისუფლება, თავის _ უფლება; თავის მფლობელი ადამიანი თავისუფალია.
ვინ ხდება თავის მფლობელი?
განათლებული ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელშიც არის ნათელიც და განსწავლულობაც. ნუ დავემორჩილებით მათ, ვინც ცდილობს დაახშოს ჩვენი მომავალი თაობის გონება; ვინც ცდილობს აზრი განათლების მიღების აუცილებლობაზე, უკუაგდოს. ამის გარეშე ვერ განვვითარდებით. ამის გარეშე მომავალი არ გვაქვს. 
ადამიანებს ვეღარ გაურკვევიათ რა გზით ივლიან, საითკენ მიდის ეს გზა. ეს გზა ადამიანთა განვითარების გზად არ ისახება. 
ეს სახელმწიფოა თუ კლანური დაჯგუფებების მიერ დაპყრობილი არე, რომელიც ოდესღაც ჩვენი ქვეყანა იყო. თუ ასეა, რაც უნდა მოვინდომოთ და ზემოთ ჩამოთვლილი წესებით ვიცხოვროთ, ვერ განვვითარდებით, რადგან ასეთ შენმთხვევაში ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ არ ვართ თავისუფალი; ჩვენ არა გვაქვს ძალა... მაგრამ ეს გრძელდება მანამდე, სანამ აბსოლუტური უმრავლესობა არ დადგება ფეხზე, როგორც ერთი და არ იბრძოლებს თავისუფლების მოსაპოვებლად, სახელმწიფოს დასაბრუნებლად.
ქართველი ჯაბანი არასდროს ყოფილა. ის შეიძლება დროებით შეფერხდეს მხოლოდ; რადგან ქართველი ვერ იტანს ლპობას, რაც ჩაგვრას თან ახლავს უთუოდ.
რომელ ფორმაციაში ცხოვრობს ქვეყანა?!
ეს კაპიტალიზმია თუ ველური კაპიტალიზმი?! თუ რაღაც სხვა, რომელიც საბჭოეთში ნაცხოვრებ ქვეყანას ჭაობში ამყოფებს. ჭაობში კი ადამიანები ადვილად იძირებიან.
ვიფიქროთ ამაზე შემდეგ შეხვედრამდე.
                     ნონა გიგიგნეიშვილი

გადასვლები: 1 026
FACEBOOK კომენტარები