ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,აკეთი ითხოვს გზას და წყალს“ - სოფელ აკეთის თემის მთავარი გასაჭირი საკრებულოს სხდომაზე კვლავ გაჟღერდა

,,აკეთი ითხოვს გზას და წყალს“ - სოფელ აკეთის თემის მთავარი გასაჭირი საკრებულოს სხდომაზე კვლავ გაჟღერდა
29-07-2022, 13:25

27 ივლისს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხ­დ­ომაზე სოფელ აკეთის თემის ახალგაზრდულმა ჯგუფმმა საპროტესტო ბანერი მიიტანა და ასე შეახსენა ხელისუფლებას ამ სოფლის მთავარი გასაჭირი.  ეს გახლავთ სასმელი წყ­ლ­ისა და ცენტრალური გზის პრობლემა, რომელიც სოფლის მოსახ­ლეობას მრავალი წელია აწუხებს.  მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა,  პრობლემა ვერ მოგვარდა, საუბარია სამი რაიონის ლანჩხუთი-ზურ­გეთი-ჩოხატაურის  დამა­კავში­რებელ უმოკლეს გზაზე, რომელიც სოფელ აკეთს გაივლის, მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხა­ნია ითხ­­ოვს გზის მოწესრიგებას, თუმცა უშედეგოდ. იგივე უნდა ითქვას სასმელ წყალზე, ამ უკანასკნელის მოგვარება საქარ­თველოს წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო, ტენდერიც გამოცხდდა, სოფელი კი კვლავ უწყლოდაა დარჩენილი. ახალგა­ზრდებმა  საკრებულოს სხდომაზე მი­ტანილი საპროტესტო ბანერის სა­შ­უალებით კვლავ შეახსენეს ხელ­ის­უფლებას, რომ ისინი უკან არ დაიხევენ, სანამ საბოლოო პასუხს არ მიიღებენ. ახლაგაზრდების გვერდით, რა თქმა უნდა, დგას მთელი აკეთის თემის მოსახლეობა. სოფელი საკმაოდ დიდია და იგი ოთხ თემს მოიცავს. მართალია დღეის მდგომარეობით სო­ფელში მოსახლეობა შემცირ­ებუ­ლია, მაგრამ ამ კუთხით გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაციაც, ამ სოფლის არა ერთი მაცხოვრებელი გეგმავს დაუ­ბრუნდეს მშობლიურ კერას  და წელს გაზაფხულზე ბევრი მიტოვებული სახლის კარი გაიღო. აქაურობას რომ სჭირდება პირველადი აუცილებელი საცხოვრებელი პირობები, არც ესაა ახალი ამბავი. გვინდა ადგილობრივ ხელისუფლებას შევახს­ენოთ ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წლის წინ ამ სოფელს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა, მაშინაც არაერთი დაპი­რება გაიცა, რაც უკავშირდება ზემო აკეთის ცენტრში სასაფლაოს, სადაც ცნობილი მოკრიმანჭულეები, განისვენებენ, პანთ­ეონად ქცევას და ამავე სასაფლაოს ეზოში  წმინდა გიორგის სახელზე აშ­ენებული ტაძრის აღდგ­ენა-რეს­ტავრაციას, რომელიც უპირობოდ საშვილიშვილო საქმეა. ახლა კვალავ გზას და წყალს დავუბრუ­ნდეთ.
,,აკეთი ითხოვს გზას და წყალს“ _ წარწერა ბანერზე კვლავ გახდა იმის მანიშნებელი, რომ სოფლის მოსახ­ლეობა ამ პრობლემების გადაჭრას ამ სოფლის მკვიდ­რათათვის სა­სიცო­ცხლოდ აუცი­ლებელ პირობად თვლ­ის. რო­გ­ორც ახ­ალ­გაზ­რ­დებმა ჩვე­ნთან სა­უბარში აღნიშნეს, ისინი შეხვდენენ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას და ახლა პასუხს ხელისუფლებისაგან ელოდებიან.
ჩვენ დავუკავშირდით  აკეთი-აცანა-მამათის მაჟორიტარს ლანჩხუთის საკ­რებულოში ემზარ თევდორაძეს. მი­სი თქმით ამ საკითხებზე დამაი­მედებელი პროგნოზი უკვე არსებობს, რაც შეეხება წყალმომარაგებას, ტენდერი უკვე გამოცხადებული იყო, მაგრამ არსებობს შემაფერხებელი პირობები: ,, ქვემო აკეთში ნაპოვნი წყლის სათავე არ აღმოჩნდა სასმელად ვარგისი, ზემო აკეთში წყალი არ ამოვიდა. ამჟამად წყალი ამოვიდა შუხუთის ტერიტორიაზე, რომელიც მოხმარდება აკეთს, რაც საჭიროებს კორექტირებას პროექტში, ამან  გამ­ოიწვია სამუშაოების გაჭიანურება.  გვეუბნებიან, რომ 5 აგვისტოსთვის გვექნება პროექტის შეჯერებული ვარიანტი, 15 აგვისტოდან დავიწყებთ მუშაობას და ნოემბრისთვის დამთა­ვრე­ბული გვექნებაო“_  გვითხრა სასმელ წყალთან დაკავშირებით თევდ­ორაძემ
რაც შეეხება გზას: ,,გზასთან დაკა­ვშირებით ძალიან კმაყოფილი ვარ, გადაწყვეტილი საკითხია, გარდამავა­ლი პროექტი იქნება, დაიწყება შუხუთიდან, შემდეგ ზემო აკეთში, გაგურში, ჭანჭათში და აკეთის თემის ყველა სოფელს გაივლის. სამუშაოები დაიწყება წელს. ზამთარში მუშაობა  ვერ მოხერხდება ზემო აკეთამდე წე­ლს ამოვა გზა.“ ეს, რაც შეეხება გზის შესახებ ინფორმაციას, რაც ჩვენ ამჟამად ხელთ გვაქვს.
,,პრობლემები: ,,გზა და წყალი!“ საპროტესტო ბანერის გაშლამ, ვფიქ­რობთ, საკმაოდ შეა­ფხიზლა სა­კ­რებულოს წე­ვრები, რომ კვლავ მიუბ­რუნდნენ აკეთის თემში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხს. გაგვესაუბრნენ საკრებულოს თავმჯ­დომარე და დეპუტატები, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხ­რეს, რომ ორშაბათს ელოდებიან პასუხს იმის თაობაზე ჩაირიცხება თუ არა თანხის ნახევარი აკეთში გზის დაგების პირ­ველი ეტაპის დასაწყებად. შესაბა­მისად, ველოდებით ორშაბათს. რაც შეეხება წყალს, ყველა მოერიდა კონ­კრეტული ვადების დასახელებას, როცა შე­საძლოა, რომ მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები.
 დეპუტატების ნაწილი კონსტრუქციულად იყვნენ განწყობილი და ვესაუბრეთ მშვი­დობიანად, თუმცა ერთ ნაწილს აშკა­რად ეტყობოდა აქცია-პერფორმანსით შექმნილი უხე­რ­ხულობა. იმედს ვიტ­ოვებთ, რომ ადგი­ლობრივი მთავრობა გადმოდგამს შე­მხვედრ ნაბიჯებს. ჩვენ სამართლიან ბრძოლას გავაჩერებთ მაშინ, როცა მოვისმენთ არა სიტყვა ,,გაკეთდებას", არამედ ფრაზას ,,გაკე­თდება (კონკრეტული დროის მითი­თებით)“_ ამბობენ სოფლის აქტივი­სტი ახალგაზრდები: გიორგი მორჩი­ლაძე, პავლე ნიკოლა­იშვილი, ანა მორჩილაძე და სალომე გეგიძე.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 082
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა