ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უწყლოდ დარჩენილი სოფლების გასაჭირი და პასუხი ლანჩხუთის პირველი პირისაგან

6-08-2021, 12:44



სასმელი წყალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრ­აც­იული ერთეულის სოფლე­ბ­ისათვის პირველი რიგის პრობლემას წარმოადგენს. არის მთ­ე­ლი რიგი სოფლები, სადაც მო­სახლეობა სასმელი და საყო­ფაცხოვრებოდ აუცილებელი წყლის გარეშეა დარჩენილი.  ივლის-აგვისტოში, როცა ადგი­ლობრივი ჭები შრება, ამას ემ­ატება პანდემია განსაკუთ­რე­ბით მძიმდება ამ პირობებში ცხო­ვრება, რომელიც დიდი ხანია ლანჩხუთისათვის ქრონიკულ თე­­მად იქცა,  უწყლოდ დარჩენი­ლი სოფლების გასაჭირის შესახებ კვლავ გაჟღერდა ლა­ნჩხუთის საკრებულოს წინა სხდომაზე.  უმრავლესობის, დეპუტატმა  შუხუთის მაჟორიტარმა  აკაკი იმნაიშვილმა, კიდევ ერთხელ განაცხადა  იმასთან დაკავშირ­ებით, რომ შუხუთის მოსახლეო­ბას არა აქვს სასმელი წყალი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია და არანაირი იმედი არ არსებობს ამის მოგვარებასთან დაკავშირებით.
დაპირების მიხედვით შესაძ­ლებელი იყო სოფლის წყალმომარეგება მიერთებოდა ქალაქის ქსელს, დეპუტატის  თქმით სა­ამისოდ ყველა პირობა არსებობდა.
,,შვიდი წელია ამ საკრებულოს წევრი ვარ და პირველი დღიდანვე ვამბობ იმას, რომ შუ­ხუთის მოსახლეობას სჭირ­დება სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობა, ესაა სასმელი წყალი, ბოლოს და ბოლოს ეღირსება თუ არა შუხუთს  სას­მელი წყა­ლი?! როცა ქალ­აქის წყლის წნევა ამ ადგილას  ხეთქავს ყვე­ლაფერს,  ჯერ კიდევ გაე­რთიანებული წყამომარაგების ად­გილობრივი სამსახურის   ხე­­ლ­­მძღვანელმა,  ლევან აფხაზ­ავ­ამ, თავის სიცოცხლეში  და­გვპი­რდა, სხვა მხრიდან არ გაქვთ წყლის დებეტი და ქალაქიდან მოგაწოდებთო, იმედი გვქონდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოაგვარებდა ამას და შუხუთის წყალმომარაგება მი­ბმული იქნებოდა ქალაქის ქსე­ლზე, თუმცა ეს  არ მოხდა. რამდენჯერმე გა­ვიმეორე ეს თქვე­ნთან მით უმ­ეტეს, რომ ქალაქის ბაღია იქ და სასმელი წყალი მი­ს­თვისაც სასიცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლოვანია, ხალხი ფეხზეა დამდგარი, გვედავება გვეჩხუბება და თქვე­ნთანაც უნდათ მოსვლა|’’ თქვა მან. ალექსანდრე სარიშ­ვილმა დაასტურა, რომ არაერ­თხელ იყო გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან  ამ სა­კი­თხზე საუბარი.
,,შარშანწინ იყო ჩამოსული კო­ნკრეტულ საკითხზე მინი­სტრის მოადგილე  და ვისაუ­ბრეთ ამაზე,  თუმცა ვერ მივ­აღწიეთ შეთანხმებას, გაერთ­იანე­ბ­ულმა წყალმომარაგებამ, რომ­ელიც განაგებს ქალაქის ქსელს არ გააკეთა  შუხუთის წყალმომარაგების მიერთება, ასევე იყო სოფელ გვიმბალაურის პატარა ჩიხიც.
სოფლის პროგრამების საკი­თხ­ის განხილვაზე როცა ვიყა­ვით,  იქ დაისვა საკითხი, რომ სოფლის პროგრამით გამოყოფ­ილი თანხა მოხმარებოდა წყალმომარაგებას, რაც ზღვაში წვე­თიც კი არ იქნებოდა ამისათვის, შესაბამისად ითქვა, რომ ინფრას­ტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარებოდა. ინფრასსრუქტურაზე გამოიყო 300-350 ათასი ლარი შუხუთისათვის, აქ  არის გზის პროექტი ჩასმული,  პატივცემულებო თქვენ დაუჭირ­ეთ ამას მხარი! იმაში ასი პრო­ცენტით გეთანხმებით, რომ წყა­ლი აუცილებლად უნდა გა­კეთ­დეს, შესაბამისად გზის მაგივრად წყალი უნდა ჩაგვესვა მაშინ, მა­გრამ მე არ ვწყვიტავ ამას“ _ თქვა სარიშვილმა.
მობრძანდით და გაეცით შუხ­უთის მოსახლეობას პასუხი -მიმართა ქალაქის მერს აკაკი იმნაიშვილმა
კი ბატონო, მაგრამ შესა­ბ­ამისად თქვენც უნდა გასცეთ პასუხი, რადგან მე არ ვწყვეტ ამას, _ დაუბრუნა პასუხი სა­რიშვილმა.
იგივე თემაზე ისაუბრა ლა­ნჩხუთის საკრებულოში „ოც­ნების“ ფრაქციის ხელმძღვან­ელმა ბესიკ კუპრაძემ,  რომლის ინფორმაციით,  სოფელ სუფსის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყვე­­ლაზე აქტუალურ პრობლემას წყლის მიწოდება წარმოადგენს და მან ამის თაობაზე განმარტებები ითხოვა მუნიციპა­ლიტეტის პირველი პირისგან.
მართალია, გასულ წელს აღნიშნულ სოფელში შესაბამისი პროექტი გახორციელდა და პრო­ბლემაც უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება.
საკრებულოს წევრის მხრიდან გაჟღერებული პრობლემის პას­უხად, ალექსანდრე სარიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის მიდის საკითხის დეტალური შე­ს­წავლა.
„ყველაზე რთული საკითხი არ­ის წყლის თემა, რომლის მშენებლობაც დამთავრდა შარ­შან. მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო ამ კუ­თხით პრობლემა, თუმცა, აღ­მოჩნდა, რომ სოფლები _ გულ­იანი და სუფსა წყლის გარეშე დარჩა. კომპანიას, რომელთანაც იყო გაფორმებული ხელშეკ­რუ­ლება, მივმართეთ, რომ წყალი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა საკითხი შესასწავლად პროკურატურიაში გადაეგზავნა. 
ამ დღეებში ჩამ­ოსული იყვნენ შესაბამისი სა­გამოძიებო უწყებიდან და მიდის საკითხის დე­ტალური შეს­წავლა“, _ განმარტავს ლან­ჩხუთის მერი.
           მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 076
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა