ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან?!

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან?!
17-08-2015, 00:00

შესაბამისი ცვლილება `სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების~ წესებში შევიდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ. `საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება~, - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა.  აღნიშნული წესი ვრცელდება 2015 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.  წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით. ლანჩხუთში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ბუნდოვანს უწოდებენ. მოსახლეობა ელოდა, რომ წყლის გადასახადი როცა მოვიდოდა, მრიცხველის გადასახდელი ფული გამოკლებული იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.  საკრებულოს უმრავლესობაში აცახადებენ, რომ როგორც ჩანს გადაწყვეტილებმადე დაიბეჭდა ქვითრები და ამიტომ მოხდა ასეო.   `ჰო და არასთან~ საუბარში საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ეკონომისტი რომან ბიწაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა იგულისხმება 2015 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობაში.  `თუ იგულისხმება მხოლოდ 2015 წლის პირველი იანვრიდან დამონტაჟებული მრიცხველები, მაშინ გასაგებია,რომ ასეთ აბონენტებს, დიდი ალბათობით მრიცხველების ღირებულებაში გადახდილ თანხებს ჩაუთვლიან წყლის საფასურში. თუ 2015 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებში იგულისხმება ის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც აბონენტებს გადმოყვა 2014 წელს დადგმული მრიცხველების ღირებულების გამო მაშინ არსებული ნაშთებიც ჩაითვალოს უნდა წყლის საფასურის ღირებულებაში. ასე რომ, აქ ნამდვილად ბუნდოვანებასთან გვაქვს საქმე~, _ ამბობს რომან ბიწაძე.      

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა