ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პატიოსნებაში ამოსარ­ჩევი ზეპატიოსანი ლანჩხუთელი კა­ცი - ბატონი გოგი წერეთელი

11-08-2021, 11:10

სიტყვები გამიუცხოვდა ისე მოუ­ლოდნელად გადასახლდა ზეციურ სა­მყოფელში თანამედროვეობის თვა­­­­ლსაჩინო წარმომადგენელი, ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ უშ­ურველი თავდადებით დახარჯუ­ლი, მხატვართა კავშირის წევრი, მწერალთა კავშირის მთარგმნელ­ობ­ითი კოლეგიის მხატვარი, ჟურნალ „ცისკრის“ მხატვრული რედაქტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, საქართვე­ლოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი - გოგი წერეთელი.
მისი ნაშრომები დაცულია გერ­მანიაში-ლუდვიგის მუზეუმში, ბელ­გიის, სოფიის, რიოდეჟანეიროს და სხვა თანამედროვე ხელოვნების მუ­ზეუმებში.
ბატონო გოგი!ჩვენ 15 აგვისტოს შეხვედრა გვქ­ონდა დანიშნული, შენეული მახვილგონივრული დიზაინით უნდა დაგ­ემშ­ვენებინა ჩემი მომდევნო წიგნი, ისე როგორც წინა გამოცემული კრ­ებულები. და უეცრად თქვენი გარდაცვალებით გამოწვეულმა ელ­დამ უმოწყალოდ დაანგრია კიდევ ერთი ძლიერი და საიმედო კედელი. თქვენ ხომ იმ თაობის წარმომადგენელი იყვით, რომლის შემოქ­მედ­ე­­ბითი ნააზრევით, კალმით და ფუ­ნჯით ტრიალი კაცთმოყვარეობის, ღირსების, სამართლიანობის, სიყვარულის და ურთიერთპატ­ივისც­ემის შთაგონების წყარო იყო. ძნე­ლია მოძებნო სიტყვები მადლიერების გამოსახატავად. მე ხომ ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისთვისაც თქვ­ენი უშურველი სიკეთის თესვით ბევრჯერ სიხარული მოგინიჭებიათ.ვერ გიმეტებ, მაგრამ მადლობა უნდა გადაგიხადო იმ მეგობრული გულისხმიერებისათვის, რომელსაც უანგაროდ ავლენდით და ნებისმიე­რი პრობლემის დროს თქვენი მზრ­უ­ნველი ხასიათით მუდამ უღალატო და საიმედო დასაყრდენად მესახებ­ოდით. მადლობელი ვარ, რომ გვიტ­ოვებთ სიამაყეს იმისა, რომ შეგვ­იძლია თამამად ვთქვათ: ქალაქ თბი­ლ­ისის ქუჩებში დადიოდა ერთი თავმდაბალი, საქვეყნოდ აღიარე­ბუ­ლი შემოქმედი, ულამაზესი სულის მატარებელი, პატიოსნებაში ამოსარ­ჩევი ზეპატიოსანი ლანჩხუთელი კა­ცი - ბატონი გოგი წერეთელი.
ვერაფერი ამოავსებს თქვენი დაკ­არგვით გამოწვეულ სიცარიელეს. ღვაწლით და ღირსებით ვალმოხ­დილი სიცოცხლით იმსახურებთ სი­ცოცხლის უმაღლეს ჯილდოს - უკ­ვდავებას. სულის მარადიული სი­მ­შვიდე გქონოდეს იმიერში, ჩვენო სი­ტყვა და საქმე მადლიანო მამუ­ლ­ი­შვილო!
              ნაზი გალოგრე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 198
FACEBOOK კომენტარები