ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნინია ბარამიძე: საქართველოში დარჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ ხელფასები ათი ათასობით, ბიზნესები სხვის სახელზე გაფორმებული...

ნინია ბარამიძე: საქართველოში დარჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ ხელფასები ათი ათასობით, ბიზნესები სხვის სახელზე გაფორმებული...
21-07-2022, 11:03

,,ჰო და არას“ სტუმარია, საზოგადოებრივი აქტივისტი და საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელი ნინია ბარამიძე, რომლის შესახებაც დღეს უკვე ძალიან ბევრმა ლანჩხ­უთე­ლმა  იცის.
_ ნინია, შენ ტოვებ საქართველოს, შენი პოსტებიდან ვგრძნობთ, რომ გული გწყდება ძა­ლიან. 
_ პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხ­რათ იმისათვის, რომ მომ­ეც­ით საშ­უ­ალება გარკ­ვე­ული დრო ვყოფი­ლ­იყ­ავი თქვენს გვე­რ­დით, ვყო­ფი­ლიყავი ,,ჰო და არას“ ჟურნალისტი, რომელიც არის ყველაზე მაღა­ლტირაჟიანი გაზ­ეთი. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა და როცა დავბრუნდები, კვლავ მაქვს გეგმაში, რომ აუცილებლად გავაგრძელო ეს საქმიანობა. 
რაც შეეხება ჩემს წასვლას, მარ­თ­ლა ძალიან დიდი ხანი ვყოყმანობდი, ვფიქრობდი: უნდა წახვიდე, უნდა წახვიდე... მაგრამ რაღაც მაინც მაკავებდა, სურვილი მქონდა იმ ადა­მიანებისთვის უფრო მეტი რამ გა­მეკეთებინა, ვისაც ჩვენ ვეხმა­რებ­ოდით, თუმცა  საბოლოო გადაწყვეტ­ილება მი­ვ­იღე და არ შევცვლი. ეს უკვე მაქვს გააზრებული, რადგან ვხვდები, რომ ყველაფერი მიდის უკან-უკან. ნამდვილად მერიდება იმის თქმა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ვტოვებ ჩემს მუნიციპალიტეტს და არა მარტო აქურობას, მთელ ქვეყანას.  საკუთარი თავის განვითარებისთვის, ამ ეტაპზე წასვლა ვარჩიე. აქ უკვე ვეღარ ვხედავ იმას, რომ სახელმწიფო ზრუ­ნავდეს ხალხზე და აძლევდეს ქვე­ყანაში დარჩენის საშუალებას.
ყველაფერი გააკეთა, ადგი­ლობრივმა თუ მთელმა სახელ­ისუფლებო გუნდმა,  რომ რაც შეი­ძლ­ება მეტი ემიგრანტი ჰყოლოდა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაგვეტოვებინა აქაურობა  და რაც მთავარია დღითიდღე უფრო მეტს ვხედავთ შემოსულს ოკუპანტი ქვეყ­ნიდან. ვხედავ, რომ ქვეყანა რჩება რუსეთს, ყველაზე მეტად შემოდის იმ ქვეყნის მოსახლეობა, ვისგანაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ეს არის სამარცხვინო საქციელი.
_ სისტემა, რომელიც ჩამოაყა­ლიბა დღევანდელმა ხელისუფლებამ შენ­თ­ვის მიუღებელია?
_ მეც მიმიძღვის ჩემი წვლილი.  არ მიყვარს ჩემს ნაკეთებ საქმეებზე საუბარი, მეც პირადად ორი არჩევ­ნები, გავიარე და მთელი ჩემი ძალა ჩემი რესურსი ჩავდე ,,ქართ­ული ოცნების“ სასარგებლოდ და ვთვლი, რომ ეს არ უნდა გამეკეთ­ებინა.
_ ანუ ნანობ?
|_ ამ შემთხვევაში უკვე ვნანობ. მე თუკი რამე გავაკეთე ამ ხელის­უფ­ლებისათვის, ჩემზეც უნდა ეზრუნათ. ,,ჩემზე“ ვამბობ პირობითად, ვგულ­ისხმობ იმას,   რომ ანალოგიურად სხ­ვებზეც უნდა ეზრუნათ. ათი წელია მე მგონი ხელისუფლებაში არიან და ის, რასაც პირდებოდნენ ადამიანებს, კვლავ დაპირებადაა ქცეული. ვფიქრ­ობ, ახლა კი არ უნდა დაპირებოდნენ, უკვე ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ვხედავ ყვე­ლა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუ­ნავს.
_ ხელისუფლების მაღალი ეშელო­ნების წარმომადგენლებს გულისხმობ?
_ დიახ, ახლა დეკლარაციებს გადავ­ხედე, არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელის დეკლარაცია ვნ­ახე. როცა მაძღარი ხარ, შეიძლება ვერ მიხვდე ამ ადამიანის გასაჭირი, როცა თბილ სა­ვარძელში ზიხარ, ბოდიში თქვენთან, უნდა ასწიო ერთი ადგილი და უნდა გახვიდე ხალხში. მართლა მაინტერესებს, რეალურად მარტო არჩევნებზე რომ გვახსენდება ყველას ხალხი, მხოლოდ არჩევნებზე რომ აპირებენ მათთან შეხვედრებს, რამდენად ხშირია თუნდაც მერის, თუნდაც პარლამენტის წევრების, ადგილობრივი საკრებულოს წევრების შეხვედრები საზოგადოე­ბასთან. ხელ­ფასს რაში ვიხდით?! იმაში ნამდვლად არ ვიხდით, რომ ისხდნენ და ერთმანეთი დაჭამონ  ,,ნაცებმა“ და ,,ქოცებმა“, ამის გამო გავრბივართ ხალხი ქვეყნიდან, რომ ჭამაში და ერთმანეთის დაჭმაში ატარონ დრო, იმის ნაცვლად, რომ  მიხვდნენ, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს და ჩვენ უნდა მოგვაქციონ ყურა­დღება!
_ რაიონის პირველ პირებზე რა აზრის ხარ?
_ ეს ცოტა რთული კითხვაა, ჩემ­თვის...
_ ფაქტიურად, პროტესტის ნიშ­ნად მიდიხარ, ასეა? არ გვინდა უხერ­ხულში ჩაგაყენოთ.  ხელისუფლების პირველმა პირებმა რაღაც თავის თავზე უნდა აიღონ და ამ შემთხ­ვევაში რა ხდება ჩვენს რაიონში, იღებენ თავის თავზე რამეს?
_ ხელისუფლება რომ შეიცვალა,  არ ვცხოვრობდი საქართველოში, მა­შინაც ემიგრანტი ვიყავი. დავბრუნდი იმ იმედით, რომ ქვეყანაში შეცვ­ლილი დამხვდებოდა. ბევრი რამ, უკეთ­ეს­ობ­ისკენ წავიდოდა ყველაფ­ერი, ვიპოვიდი ჩემს მუნიც­იპალ­იტეტში სამუშაო ადგილს. დავსაქმ­დებოდი აქ და დავრჩებოდი. არავის არ გვეხალისება, ადგე და დატოვო ყველაფერი მიატოვო ოჯახი, სახლი, კარი.
როცა ინტერნეტით გავიცანი ბატ­ონი ალექსანდრე სარიშვილი, ძალიან მომწონდა მისი აქტიურობა. ჩამოვედი საქართველოში და ჩემს სოფელში იყო წყლის პრობლემა, გზის პრობლემა და პირველად მაშინ შედგა ჩვენი შეხვედრა, რასაც ვერ დავუ­კარგავ ბატონ ალექსანდრეს, არის ის, რომ ვისაც სჭირდება კომუნიკაცია, ის ყოველთვის მზადაა ამი­სთვის. თუ რაიმე კარგი პროექტი მქონდა მაქსიმალურად შემიწყო ხელი. ერთადერთი, რასაც ვედავები ბატონ ალექსანდრეს  არის ის, რომ კარგია პარკი, სკვერი ყველაფერი, მაგრამ საჭიროა სამუშაო ადგილები. ყველა უკვე გაქცევაზეა, ახალგაზრდები აღარ რჩებიან მუნიციპალიტეტში. რატომ არ რჩებიან? იმიტომ, რომ აღარ დასრულდა მემკვიდრეობით სამუშაო ადგილების გადაცემა,აღარ დასრულდა ძმაკაცობა, ნათესაობა, ახლობლობა. ის შეგრძნება მრჩება უკვე, რომ თუკი არ გყავს ვიღაცა ისეთი, ვერ დასაქმდები. მე მყავდა სანაცნობო წრე, ძალიან ბევრი კონტაქტები მქონდა ძალიან ბევრ მინისტრთანაც ვმეგობრობდი, მაგ­რამ ადამიანის ბუნებასაც გააჩნია, არასოდეს არ მიკადრებია ის, რომ  ვინმესთან მივსულიხავი და დამ­ასაქმეო, მეთხოვა. 
რასაც ვედავები არის ის, რომ იზრუნონ სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასრულდეს, ეს ნათე­საობა ძმაკაცობა და ა/შ. მესმის, რომ ასაკოვან ადამიანს პენსიაც კი არა აქვს იმდენი, რომ წამალზე და საკვებზე ეყოს. ის, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბის,  უნდა იყოს პირველ რიგში ცენტრალური და შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკი­თხი.
_ ნინია, შენ შესძლებდი თუ არა ბიზნესის გამართვას, თუ ამისი ხელშეწყობა გექნებოდა, რასაც ქვია დაბალპროცენტიანი სესხით და ა.შ? ეს იყო,,ოცნების“ დაპირება, რასაც უნდაშეექმნა სამუშაო ადგილები და ეს დაპირება რომ შესრ­ულებულიყო, იქნებოდა თუ არა შენთვის და მრავალი მათგანი­სათვის ვინც ქვეყანას ტოვებს, საშ­ველი? როგორც ცნობილია, სამუ­შაო ადგილებს ქმნის კერძო სექტორი, რომელიც არა თუ ჩვენს რაიონში, მთელს საქართველოში განვითარებული არაა.
_ რომელ სესხებზე ლაპარაკობთ, მგონი უფასო ფული გაქვთ მხედვ­ელობაში. ქეთოს მაგალითს მოვიყვან თუ­ნდაც, დაფინანსდა იგი, მიიღო გრ­ანტი,სესხი აქვს აღებული და  სახ­­ელმწიფოსგან ვერ ხედავს ხელშეწყობას, უჭირს მუშაობა, მარტო  ტრენინგებზე მუშაობს, ამ­ას სჭირდება თუნდაც ადგილობრივი მერიიდან ხელშეწყობა. თუნდაც იმით, რომ სტუმრები რომ ჩამოდიან სხვაგან და სხვაგან მიჰყავთ რესტორნებში თუ კაფე­ებში, როცა ვხედავ, რომ ეს გოგო წვალობს რატომ ავიწყებათ?! 
ნებისმიერ ადამიანს აქვს ბანკის სესხი. იმხელა პროცენტი მიაქვს, ფაქტიურად ძირს არაფერიარ აკლ­დება, ესაა ხალხისთვის ყელში ხე­ლის წაჭერა.
მაგალითი მოჰყავთ ,,ქართული ოცნების“ მეხოტბეებს, გინდა თუ არა ყანა დათესე მოიყვანე,  ყანით თავის რჩენა რამდენად შეიძლება? ან რამხელა უნდა გქონდეს ნაკვ­ეთი, ან კიდევ რა რაოდენობით უნ­და მოიყვანო სიმინდი, რომ ხარჯი გადაფარო და ბოლოს მუშახელი სად უნდა ნახო, როცა ქვეყანა დაცლილია?! ხანდახან მგონია, რომ ეს ხალხი ილუზიისაგან კიდევ ვერ გამოდის, როგორც სექტანტები იქცევიან,მისი პირველი პირი როგორც დაარიგებს:- ასე უნდა მოიქცე და ასე გააკეთო,  ზუსტად იმას მიყვებიან. 
ყანის დათესვას ვერ ახერხებს ხალხი იმიტომ, რომ საშინელი ფასებია,  პროდუქტებზე ყველა დამ­ე­თანხმებით როგორი ფასებია?! მყავს მცირეწლოვანი ძმისშვილი, რომელსაც საკვებ პროდუქტებზე მარტო 300-400 ლარი სჭირდება. გადასახადები და ათასი რამ. ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ საშინელი სიტუაციაა ქვეყანაში. დრო აქვთ კი არა, თუ არ გამოფხიზლდნენ, მართლა ბოლო გაფა­რთხალებაა ამ მთავრობისთვის ეს. დარწმუნებული ვარ,  ხალხს უკვე ყველას ყელში აქვს ამოსული, სოციალურად დაუცველ ფენას რომ თავი დავანებოთ, საშუალო ფენა ტოვებს ქვეყანას.
_ საშუალო ფენა საერთოდ არ გვყავს მემგონი. სწორედ ამ ფენაზე იყო მეტი ზეწოლა, რადგან მისი არსებობა ხელს არ აძლევს ხე­ლი­სუფლებას, თუმცა ახლა სოცია­ლურად დაუცველებიც მიდიან,  ვერანაირი სოციალური დახმარება ვეღარ შველის ელემენტარულად მაინცშეუვსოს ის დღიური რაც­იონი, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება. საშუალო ფენის წარმომადგენლები უფრო ადრე წავიდნენ, ვინღა დარჩება როგორ ფიქრობ?!
- დარჩებიან მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომე­ლთაც აქვთ ხელფასები, ათი ათასობით, ბიზნესები აქვთ სხვის სახელზე გაფორმებული, ძალიან ბევრი რამ ვიცი და არც მინდა თქმა. დარწმუნებული ვარ, რანაი­რადაც ერგებათ ისე შეერგებათ.
კიდევ რაც შეეხება იმას, რომ სამსახურებში დასაქმებისათვის, ითხოვენ რამდენიმეწლიან სამუშაო გამოცდილებებს. თუკი არ მომეცი სამუშაო გამოცდილების შანსი, რანაირად მექნება ეს გამოცდილება?! სამუშაო ადგილებთან დაკავ­შირებით რასაც ამბობენ, რომ აუცილებელია უმაღლესი განათ­ლება, ძალიან ბევრ ადამიანს რომ არა აქვს ეს, ესეც ცნობილია, ყველაზე მაქვს ინფორმაცია ვინ რა განათლებით ზის იქ. ხომ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია?! ცხრაკლასიანი ატესტატები რომ აქვთ  და თანამდებობებზე მუშაობენ, ამნაირ უსამართლობას ჩემნაირი სამართლიანი ადამიანი უნდა შეე­წიროს. საკუთარ თავზე ამის თქმა შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მაქვს იმის მწარე გამოც­დილება, რადგან წინა მთავრობის დროს ჩემი მამა სიმართლის თქმას შეეწირა.
_ ამას არ გკითხავდი, მაგრამ შენ თავად თქვი შენი გულისტკივილის შესახებ, ეს  შენთვის ყველაზე მეტ­ად მტკივნეული თემაა და ძალიან არც მინდა გული გატკინო, მხოლოდ ერთ გკითხავ, რომ წინა ხელისუფლებიდან ვისზეც ასე ძალიან გული გწყდებოდა, რომელი არაა ახლა ცენტარლურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში, აღმას­რ­ულ­ებელი იქნება ის თუ საკანონმდებლო?
_ ვესწრებოდი საკრებულოს სხდ­ომებს და ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით იყო გამორჩეული, თუმცა ყველა სხდომა მეტნაკლებად ერთნაირია, დავაკვირდი ამ ყველაფერს და  როგორც ამბობენ: შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდება ადამიანს, მერე მართლა ძალიან იოლია ცხოვრება. ყოფილი ნაცი­ონალი რომ აძახებს მოქმედ ნაც­იონალს, ნაცი ხარ! ის ხარ ეს ხარ! ეს ხომ ყველაზე დიდი სირცხვილია.
ჩემთვის არაფერი არ დაუშა­ვებიათ ადგილობრივ ,,ნაციონალ­ებს“, მათთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როცა იმ მთა­ვრობის დროს კარგად ცხოვრობდი, კარგი სამსახური და კარგი ხელ­ფასი გქონდა, ხელისუფლებაში იყავი და ახლაც იგივე სიტუაციაში ხარ, ცოტა მგონი უხერხული უნდა იყოს, რომ კახა ასკურავას თითი გაუშვირო და ეძახო - ნაციონალი ხარო.
_ თავის პოზიციაზე რადგან დარჩა ამიტომ ალბათ?
_ რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, კახა იმდენად განათლებული და ჭკვიანია, თვითონაც რომ დაპორტირებულიყო თავისი თანაპ­არტიელების მასგავსად, ახლა ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იქნებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთ­ელი საკრებულო ჩვენთან ყოფილი ნაციონალებითაა დაკომპლექტებული.
_ ანუ გადაერქვა სახელი თორემ დარჩა იგივე?
_ დიახ, ლოგიკა არის იგივე, ვინც მეტს იწივლებს, იკივლებს ყოფილის წინააღმდეგ, გააგონებს ქვეყანას რას გვიშვებოდნენ ათი წლის წინ ნაცები, ვინც მეტს ,,აპრავებს“ არსებულს, მეტად მოგებული რჩება. მე ეს გაპრავება არ შემიძლია, მე უნდა გამოვხატო საკუთარი აზრი. თუ ამაში ვიგრძენი შებოჭვა, სახლშიც რომ ვიგრძნო,  ავდგები და გავეცლები იქაურობას, ამ შემთ­ხვევაშიც ასე გავაკეთე, რომ დავესაქმებინე ამათ, დარწმუნებული ვარ ათ დღეში მაინც დამაწერინებდნენ განცხადებას წასვლაზე.
_ ან შენ არ ხარ ისეთი პიროვნება, ვინც რაღაცაზე თვალს დახ­უჭავს?!
_  რა თქმა უნდა, შტაბის ყველა წევრი დასაქმდა, შტაბში არ დარჩ­ენილა არცერთი ადამიანი ვინც არ არის დასაქმებული.
_ საკრებულოში გამსვლელ სიაში რატომ არ შეგიყვანეს?
_ მე არც მქონდა მაგის პრეტენზია. სიაზე თუ ვილაპარაკებთ,  ეს იყო სამარცხვინო, ბევრ მათგანს ვინც დღეს საკრებულოშია პატივს ვცემ და იმსახურებს, ნახევარს მე არ ვცემ პატივს.
იცით როგორი პრინციპით უნდა ეხელმძღვანელათ: ამას ჩვენ პროპორციულ სიაში კი ვსვამთ, მაგრამ მოდით სოფელში გავიკითხოთ, რა დამსახურება აქვს? ვისაც ხალხის მხარდაჭერა ექნებოდა ისეთი ადამ­იანები უნდა ყოფილიყვნენ.  სიას­თან დაკავშირებით პრეტენზია არ მქონია, მგარამ როცა შტაბის ყველა წევრი დასაქმდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასაქმების პრობლემა მოხსნილია მუნიციპალ­იტეტში, მოდით მაშინ ასე ვთქვათ, იმ შტაბსაც გადავხედოთ ვნახოთ ვის რა განათლება აქვს და ა.შ.?
გული რაზე მწყდება იცით ყველაზე მეტად? ამდენმა ხალხმა გამოხატა ჩემს მიმართ თავისი მადლიერება და ხომ შეეძლოთ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ვის გვერდითაც ვიდექი, იციან რომ სამ დღეში მივფრინავ საზღვარგარეთ, ერთი სიტყვით მადლობამაინც  გამოეხატათ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 018
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა