ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალგაზრდა ლიდერი ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან

ახალგაზრდა ლიდერი ჩოჩხათის საჯარო სკოლიდან
20-05-2022, 12:41

,,ჰო და არას“ სტუმარია ჩოჩხათის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე დი­­ტო მოდებაძე.
_ დიტო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, პირველ რიგში გაგვეცანი, მოგვიყევი ვინ არის დიტო მოდებაძე?
_ გამარჯობათ, ვსწავლობ სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში, ვარ 18 წლის.
_ როგორც ვიცი, შენ ხარ ,, Mაც Gეორგია"-ს ლიდერი, მოდი გავაცნოთ ახალგაზრდებს და არამარტო მათ, რა არის "მაც გეორგია"?
_ორგანიზაცია «Mაც Gეო­რგია»საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს, მას ასევე იცნობენ სახელით „მაკლეინის ასოციაცია ბავ­შვებისთვის“ და გააჩნია ორი მსხვილი მიმართუ­ლ­ება. ერთი არის შეზღუ­დ­ული შესაძლებლობების მქ­ონე პირების მხარდ­აჭ­ერა და მეორე მიმართ­ულება კი გახლავთ რეგიონალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხმარება და აწვდის რესურსებს სხვადასხვა სოფლის სკო­ლებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ. 
_ როგორ ახერხებ, იყო ლიდერი, თან ასე აქტიური, მაშინ როცა აბიტურიენტი ხარ?
_მართალია გადატვირ­თუ­ლი გრაფიკი მაქვს, მაგრამ ,,Mაც Gეორგიამ" ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ში­ნა­არსიანი გახადა. იმ მომენტში, როცა ხედავ, რომ უამრავ ბავშვს აბედნიერებ, გავიწყდება და­ღილობა. მადლობა მინდა გა­დ­ავუხადო ასევე ჩემს თანა­ლი­დერებს. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არაფერი ვართ. 
_ როგორია ახალგაზრდები დღეს და როგორი გინდა რომ იყოს?
_ ბოლო 1 წლის განმ­ავ­ლობაში სხვადასხვა რეგიონის ბავშვებთან მქონდა შეხ­ება. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნიჭიერი და კრეა­ტიული მომავალი თაობა მოდის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბევრ ბავშვს სწავლის სურვილი დაკარგული აქვს. მინდა, რომ არც ერთმა ბავშმა არ დაკარგოს სწავ­ლის სურვილი და მთელი თავიანთი შესაძლებლობა ქვ­ე­­ყ­ანას და თავიანთ ოჯახებს მოახმარონ. 
_ როგორც აბიტურიენტი, მოგწონს განათლების სისტემა? რა ცვლილებებს განა­ხორციელებდი? 
_ვფიქრობ, რომ განათლე­ბის სისტემაში ბევრი პრობლემაა. ალბათ ძალიან მნიშ­ვნელოვანია, რომ სკოლებში თანამედროვე სწავლების მეთოდები დაინერგოს. 
_ მომავალი პროფესიის შესახებაც გვითხ­არი, რის არჩევას აპი­რებ, როგორ და რა­ტომ გადაწყვიტე? 
_პროფესია არჩეული მაქვს, მინდა სპორტული ჟურნალისტი გავხდე, რადგან ძალიან მიყვარს სპორტი. ბავშობიდან ვადევნებ თვალს სპორ­ტის სხვადასხვა სახეობებს და ალბათ ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა პროფესიის არჩევაში. 
_ რას ნიშნავს ლანჩხუთი და გულიანი შენთვის?
_ ძალიან მიყვარს ქალაქი, სადაც დავიბადე და ჩემი სოფელი, სადაც უბედნიერესი ბავშობა მქონდა. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ლანჩხუ­თის განვითარებაში. აქაურობა ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან თბილი ხალხი ცხო­ვრობს.

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 852
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა