,,ჰო და არას” სტუმარია ჩოჩხათის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ნიკუშა მარშანიშვილი.
_ ნიკუშა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გაეცანით მკითხველს _ ვინ არის ნიკუშა მარშანიშვილი?
_ მე ვარ ლანჩხუთის რაიონის, სოფ. ჩოჩხათის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე, 18 წლის.
_ ნიკუშა შენ ხარ ,,მაც გეორგია"-ს ლიდერი, როგორ გახდი და რა გზა გამოარე ლიდერობამდე?
_2021 წელს, ჩვენი სკოლის სახელით მე და ჩემმა ოთხმა მეგობარმა მონაწილეობა მივიღეთ ,, მაც გეორგია"-ს მიერ ორგანიზებულ ,,ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნულ კომფერენციაში", სადაც მივიღეთ ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. სწორედ ეს კონფერენცია დამეხმარა, რომ გავმხვდარიყავი შეძლებისდაგვარად ძლიერი ლიდერი და ვფიქრობ შევძელი კიდეც.
_ მე პირადად დავესწარი ,,მაც გეორგია"-ს ტრენინგს, სადაც თქვენ შემოგვთავაზეთ სახალისო აქტივობა, რომელშიც აბსოლუტურად ყველა მონაწილე ჩართეთ, როგორ ახერხებთ თქვენს აქტივობებში ყველას ჩართულობას?
_ როდესაც ლიდერი ხარ გარკვეული პასუხისმგებლობაც გაკისრია, ამიტომ შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა აკეთო, სწორედ ეს მეხმარება სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში და ალბათ მაქსიმალური ჩართულობაც ამაზეა დამოკიდებული, როცა ადამიანამდე მიგაქვს ის, იმ გზით, რომლითაც ის უფრო მარტივი და საინტერესოა.
_ საკმაოდ გადატვირთული დროა აბიტურიენტებისთვის, თქვენც აბიტურიენტი ხართ, როგორ უთავსებთ დროს სკოლას, პედაგობებს და მსგავსს აქტივობებში ჩართულობას?
_ ,,მაც გეორგია”-სთან თანამშრომლობით და დახმარებით, ასევე დროის სწორი მენეჯმენტი ვისწავლე, რისი საშუალებითაც ყველაფერს მარტივად ვუმკლავდები.
_ წელს აპირებთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. რა პროფესიის დაუფლებას აპირებთ სამომავლოდ?
_ ყოველთვის მაინტერესებდა თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე მტკიცე გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩავაბარო.
_ და ბოლოს, რას ნიშნავს ნიკუშა მარშანიშვილისთვის ლანჩხუთი და ჩოჩხათი?
_ ადგილი, სადაც დავიბადე და დღემდე ვიზრდები ჩემთვის ყველაფერია, ყველა კარგი მოგონება მას უკავშირდება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი კუთხის განვითარებაში მაქსიმუმი შევიტანო

ესაუბრა ნინია ბარამიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 688