ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ იხსენებს ლანჩხუთელი გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი მშობლიურ კუთხეს, რა პირობა შეუსრულა ძმას, რას ფიქრობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით

როგორ იხსენებს ლანჩხუთელი გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი მშობლიურ კუთხეს, რა პირობა შეუსრულა ძმას, რას ფიქრობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით
12-05-2022, 13:12

,,ჰო და არას“ სტუმარია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 1998-2003 წლებში, საქართველოს ექს თავდაცვის მინისტრი (1991 წ.), ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე (2000 წ) . გენერალ ლეიტენანტი ( სამვარსკვლავიანი გენერალი,უმაღლესი სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში) ბატონი ჯონი ფირცხალაიშვილი. 22 მაისს მას 75 წელი უსრულდება.  „ჰო და არა“-ს რედაქცია წინასწარ ულოცავს ბატონ ჯონის დაბადების დღეს.
_ მოგესალმებით ბატონო ჯონი, კეთ­ილი იყოს თქვენი ჩამობრძანება მშობ­ლიურ რაიონში...
_ გაგიმარჯოთ! მადლობა, მეც მიხ­არ­ია თქვენთან დღევანდელი შეხვედრა და თუ რაიმე კეთილს გავაკეთებთ, კმაყოფ­ილი დავრჩები. გუშინ იყო ბრწყინვალე დღესასწაული გიორგობა. გი­ლო­ცავთ ყველას, თქვენს მკი­თხვე­ლებს მივულოცავ და ვუ­ს­ურვებ ყოველივე კარგს. 
_ გმადლობთ, თქვენც გილოცავთ! ძალიან შე­ცვ­ლილი დაგხვდათ აქაურობა? 
_ გაზაფხული მაინც გა­­ზაფხულია ხომ იცით და... არის რაღაც სიახ­ლეები. მაგალითად ლან­ჩხუ­თის ცენტრში ახალი შენობა შენდება. არ ვიცი ჯერ რა იქნება იქ, მაგრამ მაინც გამიხარდა. სისუფ­თავეა ლანჩხუთში, ეს ძა­ლიან სასიამოვნო და სა­სიხარულოა. მეტი რა გი­თხრათ? ისეთი ახალი არ­აფერი არ მინახავს, რომ... 
_ ჩვენი მკითხველისათვის ძალიან საი­ნტერესო იქნება თქვენი მოგონებები ლანჩხუთთან გაკავშირებთ. 
_ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოგონება და ბედნიერება ალბათ იყო ის, რომ შევასრულე სიტყვა, რომელიც ჩემს ძმას ვუთხარი, როცა ვაცილებდით უკანასკნელ გზაზე. ის მე პირველი სამ­ხედრო წოდებიდან მოყოლებული მიძა­ხდა გენერალს. თქვენ კარგად იცით ჩვენი ადათ-წესი, როცა ემშვიდობებიან უახლოეს ადამიანს, მიმართავენ ახლობ­ლები და მეც მთხოვეს  გამოსასალმებელი სიტყვა მეთქვა. მე ვთქვი, რომ, ძმაო გენერალს მეძახდი, ყველაფერს გა­ვაკეთებ, რომ შენი სიტყვა ავასრულო! და ეს შესრულდა, რა თქმა უნდა, 24 საათიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ჩემთვის იყო უბედნიერესი წუთები. სასწრაფოდ მოვირგე გენერლის ფორმა და წამოვედი საქართველოში. მესამე დღეს ვიყავი უკვე სახლში, რომ ავ­სულიყავი შუხუთში „გორისგვერდის“ სასაფლაოზე და ძმისთვის მეხარებინა, რომ გენერალი გავხდი. იქ ასვენია ჩემი ბებია, ჩემი დედა, მამა, ჩემი ძმა. სასაფლაოზე ფეხი რომ შევდგი, წვიმა წამოვიდა ჟუჟუნა და თვითონ საფლ­ავზე რომ შევედი, კოკისპირული წვიმა დაიწყო, ჩემი თანმხლები პირები გვე­რდზე შეეყუდრენ, იქ მამაჩემის ბიძა­შვი­ლის გადახურული სასაფლაოა. მე დავ­რჩი მაინც საფლავთან, ცალი მუხლი მოვიყარე, როგორც წესია... არ გასულა ცოტა ხანი და უცებ გაიხსნა ცა, მზემ დაგვანათა. ეს საოცრება დარჩა ჩემს მოგონებაში, ალბათ ყველაზე მეტადს შთამბეჭდავ მოვლენად. შემდეგ საიდან გაიგეს არ ვიცი, რომ ჩამოვედი, ძველი სახლი იდგა აქ, მამაჩემის და მთელი სამეზობლო, კუთხე, დამხვდა. რამხელა სიხარული იყო ეს, ძალიან თბილად მახსოვს და მემახსოვრება ყოველთვის. 
_ რას გვეტყოდით თქვენი ბავშვობის შესახებ? 
_ ბავშვობა, გავატარე აქ, ლაშის­ღე­ლეში. ვსწავლობდი ლაშისღელის შვი­დ­წლედში. შვიდწლედის დამთავ­რების შემდეგ, გავაგრძელე სწავლა ლანჩხ­უთის პირველ საშუალო სკოლა­ში. და­ვამთავრე ვერცხლის მედალზე, რა­ტომღაც ჩემთვის ოქროს მედალი არ ეყოთ და კალიგრაფიის გულისთვის და­მიწერეს ქართულ წერაში ოთხი. ჩვენ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბავ­შვები ვართ და ომობანას თამაში იყო მი­ღებული. ფილმებიც რომ მოჰ­ქონდათ ხოლმე, კოლმეურნეობაში, რაზ­ეა, ომზეა? ვეკითხებოდით ბავშვები. ფეხ­ბ­ურთის გუნდშიც ვთამაშობდი ლანჩხუთის, ლა­შის­ღელის გუნდშიც ვთა­მაშობდი. მაშინ იყო კოლმეურნეობა­თაშორის პირველობა და ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი აიღო. 
_ გუშინ ინტერვიუ ჩავწერეთ ჯემსუატ ურუშაძესთან ფეხბურთთან დაკა­ვშირებით... 
_ ძალიან კარგად მახსოვს, ლანჩხ­უთის ,,გურიას“ მეკარე იყო; რამაზი ურუშაძე, კიკოლა ფირცხალაიშვილი, ერთად იყვნენ და მერე ტორპედოში წა­ვიდნენ; ებრალიძე მახსოვს, ჩემს წინ სწავლობდა. 
_ მოკლედ,  ბავშვობის შთამბეჭდავი მოგონებები გაკავშირებთ ლანჩხუთთან...
 _ არა თუ მაკავშირებს, მე და ჩემი კლასელები დღესაც ერთად ვართ. 9 მაისს ჩვენი კლასელის, მიმოზა წილ­ოსანის იუბილეა და მივდივართ ოზ­ურგეთში მისალოცად. წელს გვისრულდება 75 წელი. დაგვრჩა ჩვენი სკო­ლის­დროინდელი მეგობრობა, ერთ­მანეთს არ ვივიწყებთ. 
_ ძალიან სასიამოვნო ამბავია... თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით? 
- დედა გარდამეცვალა 58 წლისა, მამათში ავტოკატასტროფაში, 1978 წლის 15 დეკემბერს, შემდეგ 15 დეკემბერს, ზუსტად ერთ წელიწადში გარდაიცვალა ჩემი ძმა 35 წლის; შემდეგ გარდამეცვალა ბაბუა და შემდეგ მამა. მამაჩემი გარდაიცვალა 1980 წლის 3 აგვისტოს. სწორედ მაგ დროს მიმდინარეობდა მოსკოვში ოლიმპიური თამა­შები. მამის გარდაცვალება არ გამაგებინეს, აფრიკაში ვიყავი მაშინ. მერე, რო­გორც კი გავიგე, წამოვედი და ჩამოვედი სექტემბერში. ჩემს ძმას და­რჩა მეუღლე და ორი შვილი. მეც მყავს მეუღლე და ორი ვაჟი, ისინი დღეს დი­დები არიან, შვილთაშვილების პატრონი ვარ. საკ­უთარი ოჯა­ხი აქვს ყველას. ჩე­მი შვი­ლები და ძმი­ს­შვილები ცხო­ვ­რო­ბენ თბილი­სში, მაგრ­ამ არ ივიწყებენ ამ ფუძესახლს. ხშირად მოდიან, ხშირად ყვე­ლა ვართ აქ. ჩემი უფროსი ვაჟი სამხედრო პოლ­კო­ვ­ნი­კია,  უფროსი ძმი­­ს­­შვილი პოლი­ციაშია პოლ­კ­ოვ­ნიკი; ჩემი ძმის უმცროსი შვი­ლი ექ­ი­მია და ჩემი მეორე ვაჟი დიპლომატია. 
_ რას ფიქრობთ რუსეთ უკრაინის ­ომ­­თან დაკა­ვში­რებ­ით? მოგეხსე­ნებათ ყვე­­ლა ჩვენგანის ტკი­­­ვილია ეს... 
_ ჩვენ კიევში სა­ქ­ართველოდან, ჩემი უმცროსი ვაჟის ოჯ­ახ­თან ერთად წა­ვე­დით შარშან,  27 დე­კემბერს და ახალ წელს  იქ ვიყავით, თან რაღაც საქმეებიც გვქონდა. უკან მოვდიოდით პირველ მარტს. 22-ში დაიწყო ომი, ჩვენ 30 მარტს დავტოვეთ კიევი, 36 დღე ომში ვიყავით პრაქტიკულად. ჩემს ცხოვ­რებაში ეს მესამე ომია. პირველი ომი ეთიოპიაში გავიარე, ორი წლის გან­მავლობაში; მეორე _ სამოქალაქო, საქა­რთველოში და მესამე ომს მოვესწარი უკრაინაში. პირველი დღეები იყო გან­გაშები, ისმოდა ძალიან ახლოს აფე­თქებების ხმა, გადაფრენების ხმა, რაკ­ეტების ფრენების ხმები, მაგრამ ჩვენთან ახლოს არ იყო. უფრო მაინც ჩრდი­ლოეთის და ჩრდილოაღმოსა­ვლე­თის მხა­რეს იყო საბრძოლო მოქმედებები. ყვე­ლაფრის თქმა არ შემიძლია, ზო­გი­ერთი მდგომარეობის გამო მომიწია, არა მარტო შორიდან ყურება... რაც იქ ვნა­ხე, აღმაშფოთე­ბელია! გაუგებარია მათი საბრძოლო მოქმედების ტაქტიკა. მოდიან კოლონებით. კოლონებით შე­სვლა, საერთოდ მაშინ ხდება, როცა მო­წინააღმდეგე არ გყავს წინ. შემო­დი­ოდ­ნენ სოფლებში, თუ არ იყო იქ უკრაინული სამხედრო ნაწილები ან მო­წი­ნა­აღმდეგეები, იწყებოდა ძარცვა, ლოთობა, სხვა მრავალი უბედურება, გაუგონარი საერთოდ, ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე... რა ჯარი გამოაგზავნეს?!  რა გაჭი­რვე­ბული, გაუბედურებული ხალხი ვნახე იქ?! რა ტექნიკითა და შეიარაღებით შემოვიდა რუსეთის ჯარი უკრაინაში და იმ­ათი აღჭურვილობა?! სულ ძველი ტე­ქნიკა, ტანსაცმელი რა ეცვათ?!  მე არ ვიცი რა ხალხი გამოაგზავნეს... გამაოცა უკრაინელების ერთსულოვ­ნე­ბამ. მე ასეთი არ ვიცი... რომ გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის შე­სა­ხებ, მოსახლეობა მოდიოდა უკვე საომრად ჩაცმული. ვისაც ჰქონდა ოფიციალურად თოფი, ისიც მოჰქონდა, მოდიოდნენ თავ­იანთი საგზლით. ვფიქრობ, რომ უკრ­აინ­ე­ლ­ე­ბი ამ ომში გაიმარჯვებენ. ეს მოლაპა­რაკებები, რომლებიც თითქოს დაიწყო, არის უსა­ფუ­ძვლო და არაფრის მომტანი. ეს არ­ის დრო­ის გაყვანის ტაქტიკა, იმიტომ რომ, მათი, რუსების განზრახვა იყო 27-ში აღ­ლუმი გაემართად კიევში. ყველა საბ­რძოლო მან­ქანაში, ეგრეთწოდებული სა­ა­ღლუმე ფორმა იდო. როცა ბრძოლაში მიდიან ეს არ ხდება.
_ ალბათ არ ელოდნენ ასეთ წინაა­ღმდეგობას! 
_ არ ელოდნენ. ისინი ფიქ­რობდნენ, რომ შეხვდებო­დნენ ყვავილებით და  ტაშით. 
_ ბატონო ჯონი, თქვენი აზ­რით, რამდენად წამსვლელია რუსეთის სამხედრო ხელმძღვა­ნელობა ატომური იარაღის გა­მოყენებაზე და თქვენ როგორც სამხედრო სპეციალისტი რას ფიქრობთ ამაზე? 
_ ვფიქრობ, რომ თვითონ რუ­სეთის დღე­ვანდელ ხელ­მ­ძ­ღვა­ნელს დიდი ხანია გა­და­წყვე­ტილი აქვს მისი გამოყენება, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი ხელს უშლის. ეს შეიძლება იყოს გარე ფაქტორები. ვფი­ქრობ, რომ ეშინია ამერიკამ ან ნატოს სხვა ქვეყნებმა არ გაიმეორონ საპასუხო. ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად, შიდა ფაქ­ტო­რი უფრო იმოქმედებს. მის გვერდით არიან ისეთებიც, ვინც მას ეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, თორემ რომ გა­დაწყვეტილი აქვს, ეს ფაქტია. რადგან ადამიანმა გადადგა ნაბიჯი და წამოვიდა უკრაინაზე ბელ­ორ­უსიიდან და მთელს საზ­ღვარზე უტევდა. თვითონ კი ლაპა­რაკობს, რომ გეგმის მიხ­ედვით მიდის, გეგმა ყოფილა უკრაინელების განადგურება, ას­ეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსა­ლოდნე­ლი. არ გამოვრიცხავ, რომ მან არა ატომურით, მა­გრამ სხვა იარაღით ცხრა მაისის მერე გაი­მეოროს იგივე სხავ ქვეყნებშიც... ჯერ ნა­ტოს ქვეყნებს არ შეეხება, იმიტომ რომ, მაინც ნატოს ქვეყნების ვალდებულება ურთიერთდაცვაა და შეიძლება მოხდეს ის, რაც აუცილებელია და გააკეთებენ ამას ნატოს ქვეყნები, მაგრამ რეალურად და­უცველი ვართ, როგორც მოლდოვა, ისე ჩვენ; ეს შეიძლება გამეორდეს ყაზახეთშიც, ეს არის დაშინება. ეს არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „საბჭოთა კავშირი“ იყო კარგი გაერთიანება, მომავლის გაერ­თიანება, ადამიანთა უფლების დაცვის და ა.შ. ასეთი ადამიანისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.
_ პროცედურულად როგორ არის? ერთ­პიროვნულად შეუძლია ატომური იარაღის გამოყენება?
_  არა, იქ არის ასეთი სისტემა, სამი ადა­მიანი წყვეტს _  უმაღლესი მთავარ­სა­რ­დალი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. თუ რომელიმემ უარი თქვა, ეს არ მოხდება.
_ პრაქტიკულად ეს ხომ ჰარაკირი იქნება რუსეთისთვისაც, ატომურ ომში გამარჯვებული როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყანა დარჩეს?! 
_ რუსეთისთვის ეს უკვე არის ჰა­რაკირი!
_ თუ  შეიძლება ფიქრი იყოს ტაქ­ტი­კური ბირთვული იარაღის გამოყენ­ებაზე, რომელსაც მცირე მუხტი აქვს და ნაკლებად დამანგრევლად მიიჩნევა მათი თვა­ლსაზრისით? 
_ საერთოდ ატომური მუხტის სიმძლა­ვრის კლასიფიკაცია ასე შეიძლება დავ­ახარისხოთ. 0,5 კილოტონა ; 1კილოტონა; 5 კილოტონა; 10 კილოტონა; 20 კილოტონა; 50 კილოტონა; 100 კილოტონა და შემდეგ არის უფრო მძლავრები. მაგალ­ითად ჰიროსიმა-ნაგასაკის ატომური დაბომბვის დროს გამოყენებული იყო 18-21  კილოტონამდე სიმძლავრის ბირთვული ბომბი. და რამდენი ადამიანი დაიხოცა? ასორმო­ცდა­ათიათასი ერთ ქალაქში და ასოთხ­მო­ცია­თასი მეორე ქალაქში. რუსები შეიძ­ლება 20 კილოტონამდე ბომბის გა­მო­ყენებაზე ფიქრობდნენ. ხოლო 0,5 ან 1 კილოტონის  შემთხვევაში, ეს უფრო დაშ­ინე­ბის ფაქტორზე გათვლილს გავს.
_ ფიქრობთ, ეს რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენონ შეიძლება? 
_ მე მგონია უფრო აირჩევს დიდ ქა­ლაქს, მაგალითად კიევს, ალბათ ხერსონს არ დაარტყამს, ჩემის აზრით, თუ უკრაინაში გამოიყენებს, ყველაზე დიდი საფრთხე ემ­უქრება კიევს. იმიტომ, რომ კიევშია თავმოყრილი მთელი ხელმ­ძღვანელობა. კიევშია თავმოყ­რილი სამრეწველო, ფინ­ანსური და ეკონომიური ფაქტორები. აქედან გამომდინარე, მათ­თვის სტრატეგიული ობიექტია კიევი. იქ ახლა, რომ ამბობენ რუსულ პროპ­აგანდაში, იქ კისილოვი ანა­დგურებს დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ა.შ. ეს არის შეშინების პოლიტიკა, მაგრამ ბოლო დღეებში თუ გადავხედავთ ინ­ფო­რმაციას ამერიკის შეერთებული შტა­ტე­ბიდან და თვითონ რუ­სეთშიც გამოვიდა ლავროვი 
და თქვა, რომ უკრაინაზე ბირთვული ია­რ­აღი გამოყენებული არ იქნება. ყველა ველოდებით როგორ განვითა­რდება მოვ­ლენები 9 მაისის შემდეგ. 
_ დღეს ჩვენი საუბარი ძალიან გაცდა რა­­­­იონის ფარგლებს, გლობალურად მტკი­ვნეულ თემას შევეხეთ და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ჩვენს დუ­ნიაზე. 
_ ბატონო მერაბ, მინდა აღვნიშნო, რომ მე არავისთვის ინტერვიუ არ მიმიცია 2003 წლის შემდეგ. თქვენ ბრძანდებით პირველი და თქვენი გაზეთი „ჰო და არა“, ვისაც მე დავთანხმდი. მე ვერ გეტყოდით უარს ჩემი მშობლიურის რაიონს ჟურ­ნა­ლისტს და პრესას. 
_ გმადლობთ. მინდა ისევ ლანჩხუთს და­ვუბრუნდეთ და თქვენი გადმოსახედიდან რა აკლია ლანჩხუთს?
_ ლანჩხუთის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, ყველაზე მტკივნეული უმუ­შე­ვ­რობაა! მე, სხვათა შორის, როცა ლა­ნჩხ­უთში კენჭს ვიყრიდი, 2003 იყო ხომ? ერ­თად-ერთი ჩემი მიზანი რაც იყო, ლა­ნჩხ­უთში გამეკეთებინა ერთი საწარმო მაინც. ინვესტორების დახმარებით ან საკონსერვო ან ფაბრიკა, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო და ყოფილიყო. დღეს ჩვენ თითქმის არაფერი არ გვაქვს და მიკვირს, რომ ამდენი წელი გავიდა და ლანჩხუთში არ გვაქვს არავითარი საწარმო. მე მეტსაც გეტყვით, ოღონდ ახლა გვარებს სპეციალურად არ დავასახელებ, შარშანწინ ვურეკავ ერთ-ერთ თანამდებობის პირს ლანჩხუთში და ვეუბნები, რომ უკრაინელმა პროფესორმა სადოქტორო დაიცვა ტორფის თემაზე, რომელიც ლანჩხუთში ბლომად მოიპოვება და ახალციხის რაიონში მოიპოვება სპეციალური ქვა, კეთდება ძვირფასი, ნატურალური, ორგანული სასუქი და გაიგო რა, რომ  ამ მხარის შვილი ვარ, შემომთავაზა ლანჩხუთში გაეკეთებინა ისეთი საწარმო, სადაც მინიმუმ 150 კაცი დასაქმდებოდა. ჰოდა, როგორც თქვენ არ მიგიღიათ პასუხი, ისე არც მე! მიკვირს, რატომ დღემდე ამდენი მთავრობა გამოიცვალა და ამ კუთხით ლანჩხუთს არ ეშველა არაფერი. 
_ ეს კითხვა მართლაც დამოკლეს მა­ხვილივითაა ჩამოკიდებული... 
_ ეს უმუშევრობა მართლაც სი­დუხ­ჭირის სათავეა. წვალობს ხალხი, ვიღაცა რაღაცას ყიდის ან და აგერ ჩემი მეზო­ბლები იკ­რი­ბებიან და მიდიან თურქეთში ჩაის პლან­ტაციებში სამუშაოდ. ადგილ­ობ­რივი საწ­არ­მოების უო­ლობა ჩვენს რა­იონში ძალიან დიდ პრობლემად მი­მა­ჩნია სწო­რედ. ისრაელის მაგალითზე რომ ვნახოთ, მიწები არ აქვთ და ექსპო­რტზე გააქვთ სოფლის მეურნეობის პრო­დუქცია, ცხრა­სართულიან ფერმებში, წყლის აუზებში მოჰყავთ ბაღჩეული და ბოსტნეული. ჩვენთან კიდევ პირიქით, შემოგვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ადგილზე ვაწა­რმოებთ...
 _ და ბოლოს, რას ეტყოდით „ჰო და არა“-ს მკითხველს? 
_ პატარაობიდან მახსოვს, ჩვე­ნ­ში სუ­ფ­რ­აზე პირველი სად­ღეგრძელო იყო მშვი­­დობას გაუმარჯოსო. სხვა კუთხეში თამა­დად თუ გურულს დანიშ­ნა­ვდნენ, აუ, გურული დანიშნეს და პირველად მშვი­დობას იტყვისო, არ დაგვცინოდნენ, მა­გრ­ამ მაინც ასე იყო. დღეს კი­დევ არამარტო სი­ტყვა მშვიდობა, თვითონ მშვიდობა გახდა რამხელა მნიშვნელ­ობის და მე მინდა არამარტო მკითხ­ველს, ჩემი კუთხის თამა­დობით ყველას ვუსურვო მშვიდობა! თუ მშვიდობა არის, იქ ყველაფერი იქნება, იქ შრომაც იქნება, იქ ლხინიც იქნება. ღმერთმა გვაშოროს და ჭირისუფლობასაც მშვი­დობა სჭირდება და ვისურვოთ მშვი­დობა, მშვიდობა და მშვიდობა! მეორე კიდევ ის, რომ ამ პანდემიამ გვაჩვენა თუ რაოდენ უნდა ვიფიქროთ ჯანმ­რთე­ლობაზე და მაშინ შერწყმულად ვთქვათ მშვიდობა და ჯანმრთელობა!
P.s. ერთხელ ამერიკის შეერთებული შტა­ტების გაერთიანებული შტაბის უფროსი მირეკავს ავღანეთიდან, თვითმფრინავის საწვავით შევსებას გავაკეთებ შენთან თბილისში, შენთან პირად სტუმრად დავრჩები ერთი დღე და შენთან ერთად დავათვალიერებ როგორ მიდის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაო. არ ვიცი საიდან გაიგეს, მირეკავს შევარდნაძის პროტო­კოლი. გავიგეთ, რომ ჩამოდის  ა.შ.შ-ს გა­ერ­თიანებული შტაბის უფროსი და უნდა შევახვედროთ პრეზიდენტსო. 
 მე ვუთხარი, რომ ეგ საქმე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ საქართველოში ამე­რიკის ელ­ჩთან. 
მართლაც მეორე დღეს მას ჩემთან ერთად დახვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და სა­ქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი. 
სტუმართან დასვეს საკითხი სა­ქა­რთველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ. მან უპასუხა, რომ ჩემს ამ­ჟა­მინდელ გეგმებში ეს არ იყო გათ­ვალისწინებული, მაგრამ თუ აუცი­ლე­ბ­ელია, ახლავე, აეროპორტიდანვე წამოვალო და ერთად წავედით პრე­ზიდ­ენტთან შეხვე­დ­რა­ზე.  
რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარდა სა­ქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა და შევარდნაძემ იუმორით დაიწყო:
- ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფ­რო­სი იყო ჩამოსული, მარა რა გინდა შენო?! მითხრა, რომ მე შენთან კი არ ჩამო­ვ­სულვარ, ჯონისთან ჩამოვედიო და გადმომხედა... 

  ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 124
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა