ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გია იმნაიშვილი: `ვეძებთ გზებს და გამოსავალს სახალხო თეატრის აღდგენისა, რომელიც ვალოდია წულაძის სახელობის იქნება~

გია იმნაიშვილი: `ვეძებთ გზებს და გამოსავალს სახალხო თეატრის აღდგენისა, რომელიც ვალოდია წულაძის სახელობის იქნება~
27-08-2015, 00:00

  მამაკაცთა უსაზღვრო სიმამაცე და გამბედაობა, მანდილოსანთა საოცარი კდემამოსილება... დიახ, ეს ქართული ცეკვაა და ის ისეთივე უხუცესია, როგორც ჩვენი ერის ისტორია. სწორედ ამ საოცრებაზე, ფოლკლორის ყველაზე სანახაობრივ და მოსმენად ნაწილზე მინდა ვესაუბრო, თავად ხელოვნების უდიდეს თაყვანისმცემელს, უამრავ ქვეყანაში გასტროლის ორგანიზების ავტორს, არაერთი მადლობის, დიპლომისა და პრიზის მფლობელს, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურისა დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გია იმნაიშვილს: _ ბატონო გია, მართალია არაერთგზის ითქვა და დაიწერა ფესტივალი 2015-ის შესახებ, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ მნიშვნელოვან მოვლენას და არ გკითხოთ რა უპირატესობით და პრივილეგიით შეირჩა ლანჩხუთი დასკვნითი კონცერტისთვის?  _ ადგილობრივი ხელისუფლების მონდომებით, კერძოდ კი ბატონ ზაზა ურუშაძისა და ბატონ გოგი ხელაძის განსაკუთრებული ინტერესით და იმ ამაგდარი ხელოვანი ადამიანების გადაწყვეტილებით, ვინც იმ დღეს გვსტუმრობდნენ, ერთადერთი მიზნით შეირჩა ლანჩხუთი - ვუმასპინძლოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ არამარტო ადგილობრივს, არამედ უცხო პროდუქციასაც და ამით ერთგვარი საძირკველი ჩავუყაროთ მასობრივ ფესტივალებს... თუმცა გეტყვით, რომ მსგავსი ღონისძიება წლების წინ ჩატარდა, ოღონდ მცირე ფორმით, დარბაზში... _ თუმცა თქვენ მანამდე ერთგვარი გამოცდაც გაიარეთ, როცა სახალხო ანსამბლის წოდებაზე იყავით წარდგენილი...  _ დიახ, 4 ივნისს, კულტურის ცენტრის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ,,მხედრები~ სოლო კონცერტით წარსდგა საკუთარ ბენდთან ერთად მაყურებლის წინაშე და სახალხო ანსამბლის ტიტულიც მოიპოვა. არ ვიქნები მართალი არც საკუთარ სინდისთან და არც იმ ადამიანთან, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში, მადლობა არ ვუთხრა თქვენი საშუალებითაც კაცს, რომელმაც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ქართულ ქორეოგრაფიას მიუძღვნა, ეს გახლავთ გია ხუხუნაიშვილი... ჩამოთვლა რომ არ გამიგრძელდეს და თან არავინ გამომრჩეს, მადლობა ყველა ქორეოგრაფს, მოცეკვავეს, ბენდის წევრს თუ უბრალოდ ამ ყველაფრით დაინტერესებულ პირს თანადგომასა და გვერდში დგომისთვის!  _ ვფიქრობ მკითხველისათვის უახლესი სიახლის მიწოდებაც შეგვიძლია, საზღვარგარეთს გასტროლთან დაკავშირებით?  _ სიახლეები ნამდვილად გვაქვს. ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ კუთხით გულნაკლულს არ დავტოვებთ. რაც შეეხება გასტროლს, ჯერ კიდევ სოლო კონცერტის დღეს იქნა დაანონსებული ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის მიერ, რომელმაც საჩუქრად გაუკეთა ანსამბლ ,,მხედრებს.~ ერთი კვირით თურქეთში გაემგზავრა ჩვენი ,,მხედრები~ (ხელ: ელგუჯა მამალაძე) და ოზურგეთის საბავშვო ანსამბლი ,,ზენაარი~ (ხელ: მელის ნადირიძე). მათ ოთხ ქალაქში გამართეს კონცერტები და სასიამოვნო პრიზებიც წამოიღეს. მათ შორის სილამაზის კონკურში გამარჯვებულისაც, რომელიც ჩვენმა მოცეკვავემ, მარიამ ზენაიშვილმა მიიღო...  _ სანამ ბოლო კითხვაზე გადავიდოდეთ, ცოტა გადავუხვევ თემას და გკითხავთ - ეს ყველაფერი მისასალმებელი და დასაფასებელია, რასაც თქვენ აკეთებთ ფოლკლორის მხრივ, მაგრამ ლანჩხუთის მრავალწლიანი ტრადიციის მატარებელ თეატრს, ბოლოს და ბოლოს ეღირსება საკუთარი დასი? _ ეს თემის გადახვევა კი არა, პირდაპირ თემაა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თქვენი მკითხველისთვის, ასევე ჩემთვისაც. როცა 2012 წელს შეიცვალა ხელმძღვანელობა და გია ქურიძე მოვიდა კულტურის სათავეში, თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თეატრის აღდგენა გახლდათ და დაიწყო კიდევაც _ აღადგინა ახალგაზრდული დასი (რომელიც ახლაც ფუნქციონირებს და მის სახელს ატარებს), რომელთანაც სხვადასხვა სპექტაკლებზე დაიწყო მუშაობა... სამწუხაროდ, გიას აღარ დასცალდა თავის საყვარელი საქმის სისრულეში მოყვანა, როგორც სხვა დანარჩენ ბევრის...  თეატრის თემა კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად, ვეძებთ გზებს და გამოსავალს სახალხო თეატრის აღდგენისა, რომელიც ვალოდია წულაძის სახელობის იქნება. ხელისუფლებასთან მზაობით, მათი კეთილი ნებით და პროფესიონალი რეჟისორების თავდაუზოგავი შრომით ჩვენ მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ ლანჩხუთს კვლავ დაუბრუნდება ნანატრი თეატრი. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა გია ქურიძისა და დავით რამინაშვილის სახით, როგორც კულტურის ცენტრს, ასევე მეც, როგორც თანამშრომელსა და მეგობარს ორი უზარმაზარი შემოქმედებითი კედელი მოგვერღვა, რომელ კედელზეც ბევრი საინტერესო პროექტისა და უამრავი სამომავლო გეგმის დაშენება შეიძლებოდა... სულ რომ პირში სული არ შემრჩეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ბიჭების სულის საოხად მაინც გავაკეთებ იმას, რაზედაც ყველა შეხვედრის დროს ვსაუბრობდით კულტურის აღორძინებასთან დაკავშირებით. _ და ბოლოს, თქვენი სამომავლი გეგმების შესახებ მოკლედ თუ შეიძლება?  _ გეგმებს რაც შეეხება, თითქმის ყოველდღიური რეპეტიციების ფონზე ახალი და ბევრად უფრო საინტერესო სოლო კონცერტისთვის ვემზადებით. გვაქვს არაერთი მიწვევა უცხოეთში და უამრავი სიურპრიზი ჩვენი მაყურებლისთვის, რაშიც ჩართულია მთელი შემოქმედებითი კოლექტივები, ეს იქნება ადგილობრივი თუ ქვეგანყოფილებები... _ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვფიქრობ ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ასეთი ძვრები ფოლკლორის მხრივ, თქვენი დამსახურებაა. შემდგომი წარმატებები მინდა გისურვოთ.  ნანა შაინიძე  

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები