ტკბილ ჰანგს ისეთი ენა აქვს- ქვესკნელში გაძვრება,სნეულს მკურნალად შეეყრება,გამძვინვარებულ მხეცს დააყუჩებს,მოხუცს სიჭაბუკეს დაუბრუნებს და მთელს ქვეყანას შემოატარებს...საკვირველია ქართველ კაცს რამდენი სევდა და ნაღველი ჩაუქსოვია თითოეულ თილისმურად ჩახვეულ ჰანგში!.. ...სწორედ ასე გაიტაცა აცანის კულტურის სახლთან არსებულმა სახალხო ანსამბლ-,,აცაურა“-მ დამსწრე საზოგადოება უხილავ სამყაროში და მთელი ის დრო, რა დროც კონცერტი გაგრძელდა თავიანთი საოცრად ლამაზი და განუმეორებელი მრავალხმიანობით ენით აუღწერელი სიამოვნება მიანიჭა... ...კონცერტი საანგარიშო ხასიათის იყო,თუმცა ჰქონდა სხვა სიმბოლური დატვირთვაც, ანსამბლს დაარსებიდან 45 წელი შეუსრულდა. ძველ ქართულ, ხალხურ სიმღერებს,საოცარ ჰანგებზე მონარნარე გოგო-ბიჭები ენაცვლებოდნენ მსოფლიოში შეუდარებელი,ქართული ცეკვებით და სხეულის ენით ჩვენი ქვეყნის ისტორიას ყვებოდნენ.შემდეგ იყო დეკლამატორთა შთამბეჭდავი თხრობა ამა თუ იმ ქართველ პოეტთა ლქსების... ღონისძიება ,სცენის დაზიანების გამო სოფლის გამგეობის შენობის ფოიეში ჩატარდა,რომელსაც რაიონისა და კულტურის მესვეურები ესწრებოდნენ: კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი,ქალბატონი ადელინა კილაძე,გამგეობის კულტურისა და სოციალურ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელები: თამარ ფირცხალაიშვილი და ქეთევან ებრალიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე, დეპუტატები: ემზარ თედორაძე და გიორგი მორჩილაძე, ვალოდია წულაძის კინოსა და თეატრის მუზეუმის დირექტორი მაია ჩხაიძე და ლანჩხუთის კულტურის ცენტრის თანამშრომლები... ქალბატონებმა ია ჩხაიძემ და ადელინა კილაძემ მადლობა გადაუხადეს კულტურის სახლის მენეჯერსა და ლოტბარს ქალბატონ დალი წიტაიშვილს ნაყოფიერი და საშვილიშვილოდ დასაფასებელი შრომისთვის,ხოლო ქალბატონმა ადელინა კილაძემ ლანჩხუთის კულტურის ცენტრის სახელით მადლობის სიგელით დააჯილდოვა ანსმბლი ,,აცაურა“... სოფლის დეპუტატმა ემზარ თედორაძემ კი დასასრულს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დადო პირობა,რომ რაიონის ხელმძხვანელობასთან შეთანხმებითა და მზაობით შეეცდება ამოიფხვრას ის ყველა პრობლემა რაც კულტურულ და შემოქმედებით განვითარებაში უშლის ხელს მომავალ თაობას...თავისებურადაც კი იხუმრა; ,,ძალიან კარგია და აღსანიშნავია,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაც გაკეთდა სოფლისთვის...ახლაც ბევრი რამ კეთდება სამაგრი სამუშაოები,იგება გზები,რომელსაც ჩვენი სოფლის სალოცავებთან მივყავართ,მაგრამ რად მინდა მარტო გზა რომელიც კულტურამდეც ვერ მიმიყვანს!“ ნანა შაინიძე
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0