ლოგიკური თხრობა, საინტერესოდ შესრულებული რესურსები, მიგნებული მუსიკალური გაფორმება (თინიკო ზენაიშვილი) შინაარსიანს და საინტერესოს ხდიდა მოსწავლეთა შემოქმედებას. დიდებული მეფის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, კიდევ ერთხელ, კადრებივით გაირბინა დამსწრე საზოგადოების წინაშე და შეეხო ყველაზე სათუთ გრძნობას-საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. ,,ერის დაცემა და განადგურება მაშინ იწყება, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებს~ - ამბობდა ბრძენკაცი. ისტორიაში არსებობენ გმირები, რომლებიც თავისთავად გახსენებენ თავს განუმეორებელი არსებობის გამო. ასეთების რიგს მიეკუთვნება მეფე დავით აღმაშენებელი. მარტოოდენ ზედწოდება _ აღმაშენებელი მეტყველებს, თუ რაოდენ აფასებს ამ გმირი მეფის ღვაწლს შთამომავლობა. მე-4 კლასელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ორიგინალურად და წარმატებით დაგვიხატეს ის დროება, როცა მეფე დავითი ქართულ სახელმწიფოს ედგა სათავეში და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდა. `მინდა მოგეფეროთ და გამოვხატო უდიდესი მადლიერება იმისათვის, რომ ასე ზრუნავთ ჩვენი შვილების ცოდნის ამაღლებისათვის. აკეთებთ მრავალ პროექტს, რომელიც ბავშვებს აძლევს ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში. აჩვევთ მათ ახლის ძიების წყურვილს. თქვენ შეაყვარეთ ჩვენი ქვეყნის დიადი წარსული და სტიმულს აძლევთ, რომ მომავალში იყვნენ სამშობლოს პატრიოტი ჯარისკაცები. თქვენ აღზრდით მრავალ თაობას, ჩვენი შვილებისთვის კი მუდამ იქნებით კეთილი, სათნო, მზრუნველი და საყვარელი, პირველი მარიკა მასწავლებელი. გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,~ _ აღნიშნა ერთ-ერთი მოსწავლის დედამ, თეა გოგუაძემ.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0