ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიყვარულით გამთბარი საღამო

6-06-2026, 12:35

   პროფესიით პედაგოგმა  34  წელი ვემსახურე მუნიციპალიტეტის განათლების სისტემას. ახალგაზრდებთან შეხვედრა,ურთიერთობა ჩემი სულის დღესასწაულია, რომელსაც დროის სრბოლა ვერაფერს დააკლებს, ამიტომაც  ვცდილობ კავშირი არ გავწყვიტო სკოლასთან, ერთიანი მუშაობით ვატარებთ საგანმანათლებლო პროექტებს. 27 მაისს თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა  - ,,თემურ ფირცხალაიშვილის პოეზია~ - რომელიც წარმოადგინეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  მე-3 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა. ტრადიციულად, ღონისძიების ორგანიზატორი,მასწავლებელი თინიკო გაბედავა გახლდათ. თავად სულით შემოქმედი, რომლის პოეზია დღემდე ჩრდილში რჩება.საუკეთესო პროფესიონალი მასწავლებელი, ჭეშმარიტად მართალი ქართველი, სამშობლოზე, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, რომელმაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რეფორმას აუწყო ნაბიჯები. კარგად აქვს გააზრებული ის მოთხოვნები რაც სკოლის წინაშე დააყენა ცხოვრებამ. არაჩვეულებრივი პიროვნული ხიბლით, სიკეთით და სიდარბაისლით მოსწავლეებში სათუთად ზრდის ეროვნულ სულს, პედაგოგიური პასუხისმგებლობითა და პატიოსნებით ნათელ კვალს ტოვებს თავის მოსწავლეებში, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ ღვაწლს. საღამოზე პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის პოეზიის ტრფიალით შემკობილნი: სალომე სირაძე,სიდონია ჩხარტიშვილი,ზურა გვარჯალაძე,სიდონია ლომაძე, ბარბარე შველიძე, ელენე ელიზბარაშვილი,ანდრია ჯაგური, ლუკა ჩხაიძე, გიორგი ბისიეშვილი, ანდრი ბოჭორიშვილი, ანდრია გეწაძე, საბა გოჩაძე, ირაკლი ჩხაიძე,მართა ჩხაიძე, მართა გოგუაძე, ბარბარე კაცაძე, მონაწილეობდნენ. მათ მხატვრული კითხვის ოსტატობით და თემურის პოეზიის მიმოხილვით დაიპყრეს დამსწრეთა გულები. პატარა დარბაზი კი ბუმბერაზად წარმოაჩინეს და წკრიალა ხმებით მოხიბლა საზოგადოება მუსიკალურმა კვარტეტმა: ირაკლი ჩხაიძის, მართა გოგუაძის, ბარბარე კაცაძის, მართა ჩხაიძის შემადგენლობით. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გულთბილად მოეფერა პირველი მასწავლებელი, გულიზა იმნაძ.ბავსვებს მიმართეს მუზეუმის თანამშრომლებმა:ნათია ორაგველიძემ, ნუნუ ჩხაიძემ, ია მარგალიტაძე. უღრმესი მადლობა თვალხატულა გოგო-ბიჭებს მუზეუმის არემარეს გამხიარულებისთვის, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მათ! მსურს მხნეობა და სიჯანსაღე ვუსურვო თინიკო მასწავლებელს, დაე, სულ წარმატებები ჰქონოდეს ყოველ საქმეში! კვლავ დიდხანს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე!
                                                                                    დარეჯან ბიწაძე
                                                       თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის
                                                       შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერი, ქართული კულტურის ამაგდარი 

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 287
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა