მიმდინარე წლის 17 ივნისს, ქალაქ თბილისის მწერალთა სახლში, გაიმართა საქართველოში გამორჩეულად ნიჭიერი და განსხვავებული ხელწერის მქონე მწერლების დაჯილდოება. ჩვენთვის, შპს ,,ჯანმრთელობის~ თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულო იყო ამ შემოქმედდა შორის ჩვენი საყვარელი ქალბატონის, მაგული კვაჭაძე-ქანთარიას მონაწილეობა და ბატონ ზაურ ბოლქვაძის სახელობის დიპლომით დაჯილდოება.
გასულ წელს ქალბატონი მაგული, მისი შესანიშნავი ნოველებისთვის, რომლებიც წლებია იბიჭდებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის ჟურნალებში, დაჯილდოებული იქნა ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის დიპლომით. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას მწერალთა ეროვნული აკადემიის გარკვეული ჯგუფი დიდ მწერალს, ანტონ ჩეხოვს ადარებდა და ამიტომაც დიდია ინტერესი მის ნოველებზე. ბოლო წლებია ქალბატონი მაგული იბეჭდება ლიტერატურულ ალმანახ ,,ამერ-იმერში,~ რომლის დამაარსებელი და რედაქტორი ბატონი ვაჟა-ჩორდელია. 2024 წლიდან ქალბატონი მაგული ამ ჟურნალის თანარედაქტორი გახლავთ.
ორიოდ სიტყვით გვინდა მასზე, როგორც სპეციალისტზე და მაღალ პროფესიონალიზმზე ვთქვათ. ქალბატონი მაგული მაღალი დონის სპეციალისტია. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი, რომელსაც აქვს მინიჭებული ფარმაცევტის უმაღლესი კატეგორიის ხარისხი.
უსაზღვრო და უკიდეგანოა მის მიერ წლების განმავლობაში გაწეული სიკეთე არა მარტო მეგობრების მიმართ, არამედ განსაკუთრებით შეჭირვებული პაციენტების მიმართ, რაც მთავარია არის, უღალატო ერთგული, სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც გასაჭირში არავის ტოვებს, სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი.
გილოცავთ ქალბატონო მაგული, გულწრფელად გვიხარია თქვენი ყველა წარმატება და ვამაყობთ თქვენით. დიდხანს სიცოცხლეს, შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად!
თანამშრომლების სახელით
ვენერა ბაბლუანი
მაგული კვაჭაძის კიდევ ერთი ლიტერატურული წარმატება
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 34



