ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წილი ნაყარია-რუბიკონი გადალახულია! მერმა სამი ა(ი)პის ხელმძღვანელი დანიშნა!

წილი ნაყარია-რუბიკონი გადალახულია! მერმა სამი ა(ი)პის ხელმძღვანელი დანიშნა!
2-03-2018, 09:11

"თქვენ იცით, რომ აქამდე ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე ა(ა)იპ-ი გაერთიანდა, რამაც საკადრო ცვლილებებიც გამოიწვია. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყოფილ დირექტორებს გაწეული სამსახურისთვის. ამ ეტაპზე სამი არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარმოგიდგენთ, თუმცა ძალიან მალე გაგაცნობთ დანარჩენი ა(ა)იპ-ების უფროსებსაც, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ალექსანდრე სარიშვილმა.ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ცვლილებები განიცადა სპორტული სახეობების ა(ა)იპ-ებმა. გოგონათა საფეხბურთო და ბავშვთა საფეხბურთო კლუბები სპორტულ ცენტრში გაერთიანდა, რომელსაც დღემდე ჭიდაობის სექციის ხელმძღვანელი გოჩა ლომაძე ჩაუდგა სათავეში.რეორგანიზაცია განიცადა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ. მას გამოეყო და ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბდნენ სახელოვნებო სკოლები. ახალ კულტურის, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო ცენტრს კი ეგნატე ნინოშვილის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი, დავით წერეთელი უხელმძღვანელებს.ტექსერვისისა და კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული, კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის დირექტორად აქამდე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წულაძე დაინიშნა.კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის ახალი დირექტორი- დავით წულაძე ბოლო მომენტამდე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად მუშაობდა. შეიძლება ბოლოს ხსენებულ სტრუქტურაში ხარვეზები არსებობდეს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ წულაძის საქმიანობა წარმატებული არ იყო. იგი გამოირჩევა მაღალი დისციპლინით, მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაფერისი ქცევებით, პროფესიონალიზმით. აქამდე ნათქვამი იყო, რომ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის დირექტორად თენგიზ ჭიჭილეიშვილი დაინიშნებოდა, თუმცა ეს ვერსია არ გამართლდა. უნდა აღინიშნოს, რომ დავით წულაძე და ნუგზარ ცინცაძე(ცანცუა) უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები არიან. გავრცელებული ხმებით, სწორედ ცანცუა დაინიშნება წულაძის მოადგილედ. ცანცუა თენგიზ ჭიჭილეიშვილის დირექტორად დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს მის სიტყვას ჯერ კიდევ ფასი აქვს ოცნებაში. იშვიათია ისეთი ნიჭიერი, წესიერი და საქმიანი ახალგაზრდა, როგორიც დავით წერეთელია. მას თავის საქმიანობაში ჰქონია ბევრი აღიარება, უყვართ თანამშრომლებს და მსახიობებს. იგი მუდმივად სიახლის ძიებაშია, ახალი თანამდებობა მისთვის ახალი გამოწვევაა და იმედია ღირსეულად შეძლებს გამკლავებას. კულტურის, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო ცენტრს ნამდვილად სჭირდება პროფესიონალის ხელი. რაც შეეხება სპორტული ცენტრს, მასში გაერთიანდა გოგონათა საფეხბურთო და ბავშვთა საფეხბურთო კლუბები. ამიერიდან სპორტულ ცენტრს გოჩა ლომაძე უხელმძღვანელებს. გაგა იმნაიშვილს ნამდვილად არაფერი დაეწუნება და ეს შეხვედრაზე ალექსანდრე სარიშვილმაც აღნიშნა. თუმცა, რეორგანიზაციის შედეგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ არჩევანი ლომაძის სასარგებლოდ გააკეთა და ამაშიც არაფერია ცუდი. გოჩა ლომაძე ახალგაზრდა კაცია, რომელსაც საკუთარ საქმიანობაში წარმატებისთვის ბევრჯერ მიუღწევია. იმედია იგი შეძლებს ლანჩხუთის სპორტული ცენტრის განვითარებას და წარმატებებით გაახარებს საზოგადოებას.P.შ მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, ხსენებული ა(ა)იპიების ხელმძღვანელებად ღირსეული პიროვნებები დაინიშნა, ,,ჰო და არა” იქნება პირველი, რომელიც დაიწყებს ჯანსაღ კრიტიკას, თუ ამ ა(ა)იპიების საქმიანობები არ წარიმართება ისე, როგორც ამას მუნიციპალიტეტის ინტერესები ითხოვს! თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა