ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კახა კვიტაიშვილი თავისი საინტერესო ბავშვობის, სტუდენტობის, დღევანდელი ცხოვრების, პოლიტიკის და მომავლის შესახებ

კახა კვიტაიშვილი თავისი საინტერესო ბავშვობის, სტუდენტობის, დღევანდელი ცხოვრების,  პოლიტიკის და მომავლის შესახებ
4-02-2022, 13:50

,,ჰო და არას” რუბრიკის, ,,სხვა კუთხით” სტუმარია მა­ჟორიტარი დეპუტატი კახა კვიტაიშვილი
_ როგორ გაიხსენებდით ბა­ვშვო­ბას? სახალისო ფაქტი ბავშვო­ბიდან? 
_ მადლობა ყურადღებისთვის! შე­იძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და საინტერესო ბავშ­ვობა მქონდა. დავამთავრე ლა­ნჩხუთის N3 საჯა­რო სკოლა, კარგი მოსწავლე ვი­ყა­ვი, გან­საკუთრებით მიყვარდა ჰუ­მა­ნიტარული საგნები. მთელი ბავ­­შვობა დავდიოდი სხვად­ას­ხვა წრე­ებზე: ცეკვაზე, ფეხ­ბურთზე, სიმღე­რაზე, ქალბატონ ნანული ჩავ­ლეი­შვილთან. ასევე დავდიოდი ჭად­რა­კ­ზე ტარიელ ხუხ­უნაიშვილთან, ვარ პირველ თან­რიგ­ო­სანი, ქალბატონ ნო­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლ­თან სეანსის დროს ორჯერ ნა­თა­მაშევი მაქვს ფრედ. ყოველ წე­ლს ტარდებოდა ტუ­რნირები ქვეყნის მასშ­ტაბით, ერთ-ერთ ასეთ ტურ­ნი­რზე თბილისში მა­ია ჩიბურდანიძის მწვრთნე­ლმა ედუ­არდ გუფელდიმ და­მ­აჯილდოვა საპატიო სიგელით. მი­ნდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი წარმატების სულ­ისჩ­ამდგმელი იყო დე­დაჩემი. ის ძალიან კულტურული ადა­მიანი იყო და ყოვე­ლთვის ცდილობდა ჩემი შესაძლებ­ლობები მაქსიმალურად გამო­მე­ყენებინა, მისი მონდომებით 1988 წელს ვიყ­ავი საბჭოთა კავშირის ყვე­ლაზე ცნობილ პიონერთა ბანაკში ,,არტეკში". 
 _ როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის წლებს?
 _დავამთავრე ბათუმის შოთა რუ­ს­თა­ველის სახელობის სახ­ელ­მწიფო უნივერსიტეტი, ის­ტ­ორიის სპეციალობით. ვიტ­ყვი, რომ სტუდენტობის საოცარი 5 წელი მქონდა, მიუ­ხედავად რთული პერიო­დისა, ძალიან მეგობრული და კა­რგი ჯგუფი მყავდა. ვაწყ­ობდით ეთ­­ნოგრაფიულ ექსპედიციებს. 1996 წელს მთე­ლი ჯგუფი 12 დღით ვიყავით შატილში. ვე­ც­ნო­ბო­დით ადგილობრივების ყოფა-ცხო­ვრე­ბას, სტუმარ-მასპინძლობას, ლუ­დის დამ­ზა­დებას და მრა­ვალ სხვა ტრა­დიციას. ასევე გზად ვი­ყავით სოფელ მუც­ოში, გვიმას­პინძლა ზვიადაურების ოჯახმა და გაგვიმა­სპინძლდა ხევსურული ლუ­დით. მეორე წელს მო­ვაწყვეთ ეთ­ნოგ­რაფ­იული ექსპედიცია სვანე­თში, სადაც ორი კვირა გავატარეთ მესტიასა და უშგულში. ვეც­ნობოდით ადგილობრივების ყო­ფა-ცხო­ვრებას, მათ კულტურას და ტრ­ადიციებს. ეს იყო, როგორც გითხარით, საოცარი და ყველაზე ლაღი წლები ჩემს ცხ­ოვრებაში. დღემდე ვმეგობ­რობთ და ვართ ერთმანეთის ოჯახის ნათ­ლი­ები. 
_  მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. მოგვიყევით მეუ­ღლის შესახებ, სად და რო­დ­ის გაიცანით? 
_ მყავს ძა­ლ­იან კა­რ­გი ოჯ­­ახი. მე­უ­ღლე, ნათია წილ­ოსანი; ძმა ვაჟა კვიტაიშვილი და სამი შვილი: ცოტნე, ნიკო და მარიამი. 2002 წელს, სამხედრო სავალდებულო სა­მ­სახურის დამთავრების შე­მ­დეგ, მუშაობა დავიწყე ლანჩხუთის N4 საჯ­არო სკო­ლაში მასწავლებლად. სკოლის დირექტორი იყო ქალბატონი, აწ განსვენებული, დოდო კვირკველია, რომელიც მუდამ ცდილობდა ახლაგა­ზრდების­თვის მიეცა ას­პარეზი და მეც დიდი სია­მოვნებით მიმიღო თავის ძალ­იან ძლიერ კო­ლე­ქტივში. იქ გავიცანი ნათია, რომელიც როგორც ყოველ­თვის, აქტი­ური პედაგოგი და ძალიან ხალისიანი ადამიანია. პირველივე დღიდან მიიქცია ჩემი ყურადღება, სულ რაღაც 4 თვეში შევქმენით ოჯახი. ვცხ­ოვრობთ რაც შეიძლება დიდი სიყვარულით და ერთ­მანეთის პატივისცემით. ცოტ­ნე სახელ­მწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ნიკო აბიტურიენტია, მარიამი მე-5 კლასშია. 
_დაუვიწყარი მომენტი თქვენი ცხოვრებიდან.
 _ადამიანს ცხოვრებაში ძალ­იან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი აქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და დაუვიწყარი ჩემი შვილების მოვლენაა ამ ქვეყანაზე. 
_ უკვე მეორედ გახდით ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი. როგორ ფიქრობთ, რა­ტომ გამოგიცხადა მოსა­ხლეობამ ნდობა მეორედ? რა გამოწვევებს უპასუხეთ წინა მაჟორიტარობის პერიოდში და რა გამოწვევებს უპასუ­ხებთ შემდეგი 4 წლის მან­ძლზე, რა არის თქვენი მთა­ვარი პრიორიტეტი?
_კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლან­ჩხუთის მოსახ­ლეობას ნდობი­სთვის. წარმატების რა­მდენიმე მი­ზე­ზი შეიძლება ითქვას: პირველ რიგში ვიყავი მმარ­თველი პარ­ტიის კანდიდატი, რაც უპ­ირობო უპირატესობას გან­იჭებს, ამასთან ერთად, მამაგრ­ებდა ჩემი ოჯ­ახი, რომელიც მუდამ გვერდით მიდგას და ჩემი დიდი სამეგობრო წრე. ვიტყვი იმას, რომ დეპუტატობას არ შევუცვლივარ, დავრჩი ისეთ­ივე უბრალო, როგორიც მანამდე ვიყავი. ერთი რამ მინდა ვთქვა: რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის, მაგრამ უყურ­ადღებოდ არავინ დამიტოვებია. ჩვენთან მოსულ ადამიანს სჭირდება ყურად­ღება და გვ­ერდში დგომა. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები ყოველი ადა­მი­ან­ის­თვის. ყვე­ლა და გან­სა­კუთრებით საჯა­რო მოხელე პატიოსნად უნდა ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთესი მომავალი მი­ვიღოთ. ნდობა უნდა გაჩნდეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ხელ­ისუფალმა ხალხს უნდა მოუ­სმინოს და ესაუ­ბროს. 
_ როგორც ვიცით, ძალიან გიყვართ ვაზი, ვენახი და აკეთებთ საუკეთესო ღვინოს. მოგვიყევით ამის შესახებ.
_ღვინოზე და ვაზზე საუბარი ძალიან მიყვარს. მარტის დასაწყისიდან ოქტომბრის ბო­ლ­ომდე ვაზს ვუვლი დიდი სიყვარულით, ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ჩემს ბავ­შვობაში ბაბუა უვლიდა ვაზს, ცოლიკაურს და ადესას. მისი გარდაცვალების შემდეგ მე გავაგრძელე ეს საქმიანობა, გა­ვაშენე ახალი ჯიშები და ბოლომდე ჩავერთე ქართველი კაცისთვის ყველაზე საყვა­რელ და ღვთისნიერ საქმეში. ვკრეფ დაახლოებით 900კგ ცოლიკაურს და დაახლოებით 150 კგ. საკმიელს, რომელიც ახალი გაშენებული მაქვს. შესანიშნავი ადამიანის ანდრო ვაშალომიძის წყალობით გ­უ­რიაში დაბრუნდა ის ძველი ჯიშები, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ქვეყანა. მაქვს ას­ევე ჩხავერი, ბადაგი და მტრედისფეხა. მიხარია, რომ ჩვენს პატარა ლანჩხუთში გაჩნდა ღვინის კულტურა, რაც ერთი საუკუნის მანძილზე მივიწყებული იყო და ახლა ბევრ ჩემს მეგობარს აქვს ნატურა­ლური ღვინო. ჩემი შვილებიც დიდი მონდომებით არიან ჩარ­თული ვენახის მოვლაში და ოქტომბერში გვაქვს პატარა რთველი მეგობრებთან ერთად. ასე რომ, ჩემი ოჯახის კარი მუდამ ღიაა სტუმრისთვის. 
_ ტრადიცია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. 
_ ქართველები ტრადიციული ერი ვართ. მიყვარს ქართ­ულად ცხოვრება, სტუმარი მიყვარს და შესაბამისად გუ­ლით მასპინძლობა. უნდა გა­ვუფრთხილდეთ ჩვენს ტრა­დიციებს, რაც ჩვენი წინაპრებიდან მოგვდგამს ,შევინა­რჩუ­ნოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, თუ ის და­ვკა­რგეთ არავისთვის საინტერესო ერი აღარ ვიქნებით, ნელ-ნელა გავქრებით და გა­დავშენდებით. ვცდილობ ღირ­სეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს შვილებსაც ნამდვილ ქართველებად ვზრ­დით. ოჯახში ვუკრავთ ხალხურ საკრავებზე, ფანდურზე, გიტარაზე, ფორტეპიანოზე. ვარ პატრიარქის ჩოხოსანთა საზოგადოების ლანჩხუთის სადროშოს მეთაური. ჩემი ოჯახი არის ამ საზოგადოების წევრი. 
_ და ბოლოს, რას ნიშნავს კახა კვიტაიშვილისთვის ლან­ჩხუთი?
_ ლანჩხუთი ჩემი სახ­ლია, ჩემი ოჯახია, სადაც დავ­ი­ბადე, გავიზარდე, სადაც მყავს უამრავი მეგობარი და ახლობელი ადამიანი, რომლებთანაც ურ­თი­ერთობა კიდევ უფრო მივ­სებს ჩემი პატარა ქალაქის სი­ყვარულს.

    ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 946
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა