ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გარბოდა სკოლიდან სახლში, რატომ მოაჩვენა მძღოლს თავი გარდაცვლილად, როგორ აღმოჩნდა გაფუჭებულ მაცივარში და რა ძალამ შეაძლებინა სოფლის დეპუტატობა გიორგი ჩახვაძეს 20 წლის მანძილზე

რატომ გარბოდა სკოლიდან სახლში, რატომ მოაჩვენა მძღოლს თავი გარდაცვლილად, როგორ აღმოჩნდა გაფუჭებულ მაცივარში და რა ძალამ შეაძლებინა  სოფლის დეპუტატობა  გიორგი ჩახვაძეს 20 წლის მანძილზე
26-01-2022, 11:35

„ჰო და არას“ რუბრიკის „სხვა კუთხით“ დღევანდელი სტუმარია, საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე, გვიმბალაურის, ჩიბათისა და მაჩხვარეთის მაჟორიტარი დეპუტ­ა­ტი, გიორგი ჩახვაძე.
- დავიწყოთ ბავშვობით, როგორ გაიხსენებდით ბავშვობის წლებს?
-პირველ რიგში უღრმესი მადლობა! ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თქვენი გაზეთის რედაქტორს, ქალბატონ ნონა გიგინეი­შვილს, რომ ჩემი და შენი გაცნობა მოხდა წინასაარჩევნოდ. იშვიათად მეშლება ხალხის ამოცნობა, ,,კო­ჭებში გეტყობოდა,“ რომ ჟურნალ­ისტიკის მიმართულებით უნ­და წასულიყავი და ამის შემჩ­ნევას ვინ მოახერხებდა, თუ არა ქა­ლბატონი ნონა. 
რაც შეეხება ბავშვობას, როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი ბავშვი ვიყავი, დავიბადე თბილისში, მაგრამ 12 წლამდე გავიზარდე სოფელ გვიმბალაურში ბაბუაჩემთან.ვ დედა­ჩემს, ნანი ფაცურიას  და მამაჩემს, თამაზ ჩახვაძეს არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ სულ ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, რადგან მა­მაჩემი, თამაზი ჩახვაძე, კოლმეურნეობის თავ­მჯდო­მარე იყო, დედაჩემი _ მანქანათმშენებლობის კოლეჯში იყო სასწავლო ნაწილი, ამიტომ ცოტა დრო ჰქონდათ ჩემთვის და ბა­ბუაჩემმა გამზარდა - ლადო ფა­ცურიამ.
პირველი-ორი კლასი ერთად და­ვამთავრეთ მე და ბაბუაჩემმა. პი­რველი დაწყებითი გა­ნათლება მი­ვიღე ჩიბათში, ბიც­ოლაჩემის და­ჟინებული თხო­ვნით, ნიჭიერი ბავ­შვიაო და ერთი წლით ადრე, 5 წლის ასაკში, შემიყვანეს სკოლაში. 100-ის ფარგლებში უკვე ანგარიში ვიცოდი, მაგრამ ბაბუ­აჩემის გარეშე სკოლაში არ ვრჩე­ბოდი. მასწა­ვ­ლებელს ვეტყოდი: თუ შეიძლება გარეთ გავიხედავ-მეთქი. გავიხედავდი, თუ ბაბუაჩემი იყო, ვჩერდებოდი, თუ არადა მივრბოდი სახლში. ერთი ასეთი დღე იყო, ბაბუაჩემმა მიმიყვანა სკოლაში, დამტოვა. გამო­ვი­ხედე და ბაბუაჩემი რომ არ და­მხვდა, გამოვიქეცი სახლში და გზა­ზე დამეჯახა მანქანა, არაფერი არ მტკიოდა. რომ შეშინებულიყო მძღო­ლი, თვალები დავხუჭე, ვითომ გარდავიცვალე და უცებ გულზე მო­უვიდა, მერე კი შემეცოდა და გავახილე თვალები, მერე გავიქეცი სახლისკენ და როცა ეზოში ჩა­ვდიოდი, მანქანამ დამარტყა-მეთქი არ მითქვამს, ბაბუაჩემი სად არის მეთქი ვიკითხე.
კიდევ მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო, დახუჭობანას ვთამაშობდით ბავშები, 7-8 წლის ვიქნებოდი. გა­ფუჭებულ მაცივარში შევძვერი, რომ არავის ვეპოვნე ადვილადდა ჩაი­კეტა კარები. ამ დროს მესმის: „წითელი დროშის გამარჯვებული გამოდიო.“კი მინდოდა გამოსვლა, მაგრამ რას გამოვიდოდი (იცინის). კიდევ კარგი, ცოტა ხნის შემდეგ გამოიარეს ბავშვებმა, თორემ აუ­ცილებლად გავიგუდებოდი.
აი, ასე მახსენდება და ტკბილ მოგონებად დარჩა ჩემში ბავშვობა.
- სკოლის დამთავრების შემდეგ რა გზა აირჩიეთ? რომელი პროფესია გიზიდავდათ ყველაზე მეტად?
- დედაჩემი პროფესიით ეკონომისტია და მეც ეკონომიკის ფაკ­ულ­ტეტზე ჩავირიცხე, პაატა გუ­გუშვილის სახელობის უნივერსი­ტ­ეტში, თბილისში. სხვათა შორის, კარგი სტუდენტი ვიყავი. ყველა ლექცია მომზადებული მქონდა. ერთ ფაქტს გავიხსენებ, სულ გული მომ­იწევდა ლანჩხუთისკენ, რადგან ყვე­ლა აქ მყავდა, ძალიან მი­ჭი­რდა თბილისთან შეგუება. მახსოვს გულთაზ ლა­­პარტყავა იყო ჩე­მი ლექტორი, გამსახურდიას დროს, თუ არ ვცდები, მრეწველობის მინისტრი იყო. მიკი­თხა­ვდა ლექციებს. მი­თხრა, შენ ისე გიყვარს შენი ლანჩხუთი, (ინვესტიციასა და ფინანსებში მქონდა გამოცდა), რომ კო­ნფერენციაზე თუ წარ­მატებით გამოხვალ, გაგა­თავისუფლებ გამოცდიდან და გაგიშვებ ლანჩხუთში ცოტა ხნითო. არ დავთან­ხ­მდი იმ წუთასვე. იმხელა ნო­სტალგია მქონდა ლანჩხუთის მიმართ. დავაჯერე ჩემს თავს, რომ მე ამას შევძ­ლებდი. წინა ღამით დავუ­რეკე, რომ მე გავიდოდი კონფერენციაზე. გაგიჟდა ეს კაცი, კი მაგრამ კონფე­რენციისთვის თვეობით ემზა­დებიანო და შენ ასე ერთ დღეში რას მოამზადებო.
სახლის ტელეფონით 4 სა­ათი ვსაუბრობდით, რომ მინ­იშნებები მოეცა. დილით რაც მოვასწარი, ჩავჯღაბნე რვეულში ყველაფერი და გავედი კონფერენციაზე. პირველი გამომსვლელი ვი­ყავი. წარმატებით გამოვედი და მომცეს სიგელი, როგორც წარმატებულ სტუდენტს. მამაჩემს უხაროდა ჩემი წარმატებები, მაგრამ ბოლომდე არ მენდობოდა(იცინის). ნახეთ ახ­ლა რა მოვიფიქრე მაშინ: ჩემი მე­გობრის დედა ოთხშაბათობით ჩამ­ოდიოდა საყიდლებზე. ვიცოდი მა­ტარებლით ოთხშაბათსვე ბრუნდებოდა, თან ოთხშაბათი ის დღე იყო, როცა გამანთავისუფლეს ყველა­ფ­რისგან. ეს ჩემი სიგელი მივაწოდე ამ ქალბატონს, რომ მაღაზიაში დაეტოვებინა დედაჩემისთვის,როცა დე­დაჩემი მივიდა, პურის ნაცვლად ჩემი სიგელი მიაწოდეს. მიუტანა სი­გელი მამაჩემს და აი, შენი შვი­ლიო, წარმატებული სტუდენტიაო, მამაჩემს გაეცინა და თქვა: „შეხედე მაგას, იგენიც მუუტყუებიაო“ (იცინის.)
...ისე ყველაფრის ორგანიზატორი ვიყავი, ყველა კარგი ინიციატივის.
- როგორ გაგრძელდა სტუდენტობის შემდგომი პერიოდი? რო­გორც ვიცი ძალიან ადრეული ას­აკიდან ხართ საკრებულოს წევრი, უწყვეტად. რას ნიშანავს თქვენთვის ისიც, რომ საკმაოდ დიდი ხანი ადამიანები გიცხადებენ ნდობას? ამართლებთ მათ იმედებს?
- როცა ადამიანები, შენი მოსახ­ლეობა 5-ჯერ აგირჩევს, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამიტომ ჩემთვის ყოველი დილა თენდება იმით, რომ მათი გაჭი­რვებით და ლხინით ვიცხო­ვრო, ყოველთვის ვახერხებ მობილიზებას ჩემს თავთან, რომ რაც შეიძ­ლება მეტი კარგი საქმე ვაკეთო ამ ხალხის უკ­ეთესი ხვა­ლ­ი­ნდე­ლი დღი­ს­­თვის.
ახლა სა­მი ადმიისტრაციუ­ლი ერთეუ­ლის - გვიმბალაურის, ჩიბათის და მაჩხვარეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. ყოველდღე ვურეკავ მე­რის წარმომადგენლებს და ვკი­თხულობ რა პრობლემებია, შემდეგ უკვე ვფიქრობ მათი გადაჭრის გზებზე. ამ ხალხისთვის მაქსიმალურად ვცდილობ დახმარებას და არა მარტო ამ ხალხისთვის, თითოეული მოსახლისთვის, განურჩევლად პო­ლიტიკური შეხედულებისა.
შევეცდები, რაც შეიძლება მეტი პროექტი წამოვიღო ამ ერთ­ეუ­ლებში. ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება ამ ოთხი წლის მანძილზე თუ ვუპასუხებ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა შიდა გზები და სხვა­დასხვა სახის პრობლემები.
- ახლახანს აგირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს თქვენ? რა კრიტერიუმის მიხედ­ვით? 
- კოლეგები ხშირად ხუმრობენ: „არ დაბადებულა აქ, თორემ აქ გაიზარდაო“. მაქვს 20 წლიანი გა­მო­ცდილება. ალბათ ამან განაპირობა ჩემი აქ არჩევა.
- ოჯახზეც მინდა გკითხოთ. გა­გვაცანით, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
- ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯ­ახი მისი სულის სარკეა, ასეა ჩე­მთვისაც. მამაჩემი ჩემთვის მაგ­ალ­ითი იყო. ჩემი ოჯახი არის ერ­თი ჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც გა­მოირჩევა სტუმართმოყვარეობით, გა­ჭირვების ტალკვესიც იყო, რო­გორც მეზობლებიდან ვიცი, მაშინ შეძლებული იყო ჩემი ოჯახი, ყველა ფულის   სასესხებლად  მოდიოდა (ამ დროს სიცილით ამბობს: რაცხა მე არ გადმომედო აგი), არ ით­ვლიდნენ, ისე ეხმარებოდნენ ახლო­ბ­ლებს. ერთი ფაქტი მახსენდება. 90-იან წლებში ყველას უჭირდა, არც მამაჩემი იყო ისე ძლიერად, როგორც ადრე. მახსოვს სკოლიდან ვბრუნდებოდი სახლში, თავზე ხელი ჰქონდა შემ­ოდებული, ნერვიულობდა. მამა, რა გჭირს-მეთქი ვკითხე, შენ არ იციო, დღეს მოვკვდი მეო. ერ­თი ჩვენი მოგვარე იყო, შვილისშვილი ჰყავდა ავად და ფულის სასესხებლად მოსულა, მამაჩემს ვერ მიუცია და ამას განიცდიდა. დედაჩემი რო­გორც კი მოვიდა სახლში,ეგრევე გა­აგზავნა ერთ ოჯა­ხში, იქ მიხვალო, გამოართმევ ფულს და ამ ოჯახში მიი­ტანო. დედამ, როცა ეს შეასრულა, კაცს თვალები უცებ გაუ­ნათდა. ასე ცხოვ­რობდა მამა­ჩემი, ესაა ჩემთვის ყველაზე დი­დი მაგალითი. ას­ევე  ეზოს კარი რო­ცა იღებოდა, იშლებ­ოდა სუფრა, არ ჰქონდა მნი­შვნელობა ვინ მოვიდოდა, ამიტომ მინდა მეც ვგავდე მამაჩემს. ოჯახი ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებ­ულებაა.
მყავს შესანიშნავი მეუღლე, ანი ჩხაიძე, რომელიც კულტურის და­წესებულებათა გაერთიანებაში მუ­შაობს. მყავს დედა, ნანი ფაცურია, რომელიც წლების განმავ­ლობაში მუშაობდა სასწავლო ნაწილად მანქანათმშენებლობის კოლე­ჯში, იყო ჩიბათის სკოლის პედაგოგი, ამჟამად პენსიონერია და მყავს 2 შვილი.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა სი­კეთის კეთება, რაშიც მთელი ოჯახი ვართ ჩართული.
- გიორგი, ბევრი აღნიშნავს თქვენი თამადობის შესახებ. იქნებ ამაზეც გვესაუბროთ....
-კარგი ვარ თუ ცუდი, ეს თანამესუფრეების შესაფასებელია, მაგრამ არასოდეს გამიგია ეთქვათ, რომ ცუდად წავიყვანე სუფრა, ეს კიდევ ცალკე სითამამეს მაძლევს.
ყველა ასაკის ხალხთან ვმეგობრობდი და ვმეგობრობ, მაგრამ მერვე კლასში ვიყავი, რომ სტუმრად მივედი მეგობართან, უფროსი ხალხი იყო ყველა, ასაკოვნებიც მათ შორის. 15 კაცი იქნებოდა სუფრაზე, ვიცოდი,  რომ ღვინის პრობლემა ჰქონ­დათ, მაგრამ ოჯახის უფროსმა არ იცოდა, ეს მე თუ ვიცოდი, 10 ლიტრი ღვინო ჰქონდა და ვიყავით 15 კაცი (იცინის). შემხედა და იფ­ი­ქრა, მოდი ამ ბავშვს დავაყენებ თამადადო, ბევრს მაინც ვერ დალევსო, დაიშლებიან და ღვინის ნაკლებობაც შეუმჩნეველი დარჩებათო. და­მაყენეს თამადად, პირველი სად­ღეგრძელო, ძველებური 7 ჭიქიანი „თევზით“ (ჭურჭელი) დავლიეთ და წრეზე რომ ჩამოიარა, პირველივე სადღეგრძელოზე დაუმთავრდა 10 ლიტრი ღვინო. მეც ამ დროს ვუთხარი: „აბა, შენ იცი ღვინო არ მო­მ­აკლდეს!“(იცინის).შემდეგ ვე­ლ­ოსიპედით წავიდა ღვინის მოსატანად. წაქცეულა გზაზე და სახ­ლში მოსული იძახოდა: „მოაცილეთ ეგ პატრონგაციებული მაგ სუფრას, რავა მეგონა ამდენს საერთო ჯამში თუ დალევდაო!“
- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- მეგობრებთან ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გა­რეშე არასოდეს ჩაივლის ხოლმე ჩე­მი თავისუფალი დრო. ასევე - ღამით ფეხბურთის ყურებაა ჩემი გატაცება.
- რა თვისებებია ის, რაც ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს?
- პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და სიყვარული უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ სიყვარულია ის ძალა, რაც ჩვენს სამშობლოს გადააარჩენს.
- რას ნიშნავს გიორგი ჩახვაძ­ისთვის ჩიბათი და ლანჩხუთი?
- ჩემი ჩიბათი და ჩემი ლანჩხუთი ჩემი ოჯახია. სანამ პირში სული მიდგას, ყოველთვის ვიზრუნებ, რო­გორც ადამიანი, არა აქვს აქ თანამდებობას მნიშვნელობა.
გავაძ­ლიეროთ სოფელი და ჩვენი ლანჩხუთი ყველამ ერთად!
ესაა ჩემი დევიზიც.

ესაუბრა ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 869
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა