ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თამაზ გოგიჩაიშვილს!

12-03-2021, 12:30

ჩემს თანაკლასელს, ჩემი სათაყვანო სოფელ ლესის თვალსაჩინო წარმომადგენელს, სამაგალითო ოჯახის, საზოგადოების და მშობლიური სოფლის წინაშე ვალმოხდილს, თამაზ გოგიჩაიშვილს, 80 წელი შეუსრულდა.
ჩემო თამაზ!
წლები გარბის, მაგრამ ლამაზ მოგონებებში შემონახული წარსულით ბრუნდება ჟამი ბავშვობის, სიჭაბუკის, მოსწავლეობის და ა.შ. ცხოვრების სარბიელზე მიზანმიმართული აღმასვლით გეუფლება რაღაც შინაგანი თავდაჯერების განცდა და ამის შეგრძნება კიდევ უფრო ძლიერდება და სიცოცხლის სილამაზეს უფრო მეტად შეიგრძნობ, როცა გემატება ოჯახური საპასუხისმგებლო უმთავრესი ფუნქცია, გყავს საქვეყნოდ აღიარებული შვილები და გრძნობ ხარ სულიერად ძლიერი.
კიდევ უფრო ძლიერდები, როცა სული საზოგადოების სამსახურისთვის გეძახის იქ, სადაც შენი ნიჭი აზროვნების სიმდიდრით იღვრება.
ეს არის ბედნიერების განცდა. როცა სიცოცხლე ოჯახისა და საზოგადოების ინტერესების ნაზავია, მაგრამ გამოუთქმელი შეგრძნებეაა და სიტყვები თავისთავად იკრებენ ძალას მადლიერების გამოსახატავად თუკი შენი სიცოცხლე ჯანსაღი შემოქმედებითი წვით მოგძახის და ესალბუნება შენს სულს, როცა იგი შენი მშობლეიური სოფლის სამსახურშია დახარჯული.
დღეგრძლეობა, სულის სიმხნევე და უფლის წყალობა არ მოგაკლდეს შენი ლამაზი ოჯახით სიტყვამადლიანო და საიმედო მამულიშვილო!
გეხვევი ლესა-ჭინათურად!

სოფლის შვილობა მშვენებით ბარდნის უხინჯო წარსულს
ლესა-ჭინათის ველ-მინდვრებზე ნაალაღარი,
მთის ჩანჩქერიდან მორაკრაკე ნაკადული ხარ,
ლეისწყლის პირას აზვირთული, ვით ნიაღვარი.
ენათმზეობა რომ დაგწამო არ დამჭირდება,
რადგან ღვთიური ნიჭი მოგდევს გასაკვირველი
გულის ძარღვებს რომ ატოკებდი ის თამაზი ხარ
დაუდგომელი, ცელქი ბიჭი, თანაკლასელი.
დრო მიარღვევდა მადლიან წუთისოფელს
გზა-შარას ამშვენებდი ჭაბუკის გულფეთქვით,
საქვეყნო საქმისთვის დაუღლელ-ამაგდარო,
ღვაწლმოსილ-ვალმოხდილო რჩეულთა ხვედრით.
შვილებს ფესვმაგარ ხნულიდან დარახტული ჰყავთ მერანი,
ამერიკას თუ მექსიკას უფრენენ ქვეყის დესპანნი,
ასეა წუთისოფელი, ჯაფით დაძლეულ პარნასსა,
ქართული გენი რომ ყივის, შვილნი სჯობიან მამასა.
ჯავახიშვილის ტაძარის ქუხს ხნულის კვალში პირველი,
გოგიჩაიშვილ ფილიპეს სახელი მიუწვდომელი,
ფილიპეს ნერგზე გაკვირტულ, გვარის ვარგისი შვილი ხარ
საფალავნო სიმაღლის თვალშეუდგამი მპყრობელი.
საზრდოდ გაქვს კალმის ჭრიალი, ნიჭი კი სულის საგზალი
ლესა-ჭინათის კორიფევ არ დაადუმო კალამი;
სოფელმა გზარდა ცელქი ბიჭი დაუდგრომელი
თმაშევერცხლილი - შენ თავად ხარ - სოფლის გამზრდელი.

ნაზი გალოგრე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 157
FACEBOOK კომენტარები