მინდა სამშობლო იყოს მათთვის უპირველესი;ქართული მიწა იყოს მათთვის მყარი ალაგი, რომლიდანაც უდიდეს სითბოს იგრძნობენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ეს მიწა გამთბარია ქართველთა სისხლით და ოფლით, რომელიც სწორედ მათი თაობის ბედნიერი მომავლისთვის დაიღვარა;რადგან ეცოდინებათ, რომ დაღვრილ სისხლს ფასი დასდო ქვეყანამ და იგი აღიარებული და ღრმად გააზრებულია;მინდა სამშობლო იყოს მათთვის უპირველესი _ სამშობლო აყვავებული, ძლიერი, ნირწაუმხდარი, ღრმააზროვანი, მოუსყიდველი, გაუყიდველი;მინდა ჩემმა შვილებმა და თქვენმა შვილებმა იმ საქართველოში იცხოვრონ, რომელიც ფასს დაადებს თავის ყველა ნაშიერს, რომელსაც დაენანება ნებისმიერი მათგანის უცხოეთში გადაკარგვა, მათი ნიჭის თუ ენერგიის სხვათათვის განკარგვა, სხვათა ქვეყნისთვის მოხმარა;მინდა იმ საქართველოში იცხოვრონ, სადაც აღარ იქნება ეჭვი ქვეყნის ნათელ მომავალზე, სადაც მთავრობას შიშით არ უყურებს თავისივე ამომრჩეველი; სადაც ხალხი არ არის სინანულში _ რად ავირჩიეთ;ჩემი და თქვენი შვილების წინაშე პირნათელ ქვეყანაში მინდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა;მინდა მე და თქვენ ჩვენი შვილების მომავალს ეჭვით არ ვუყურებდეთ. ეჭვით, რომელიც ხშირად სასოწარკვეთილებამდეც მიდის;ჰოდა, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის. მათთვის ჯანსაღი გარანტიის შექმნა ხომ ჩვენი უმთავრესი მისიაა;ჩვენი შვილები ელიან...ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 0