ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა ხდება ლანჩხუთთან დაძმობილებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში

რა ხდება ლანჩხუთთან დაძმობილებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში
14-03-2022, 12:14

ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ამჟამად საომ­არი მოქმედებები არ მიმდინარეობს. ქალაქის მე­რის, ვლადიმერ კოვა­ლ­ენკოს ინფორმაციით, მე­რიამ უზრუნველყო თე­ბე­რვლის თვის ხელ­ფა­სების გაცემა საჯარო მოსამსახურეებისათვის. ხორციელდება მწვანე კო­ლიდორების მოწყობა და დაბომბვის შედეგად დაზარალებული სოფლებიდან მოსახლეობის გადმოყვანა და დაბინავება ქალაქ ნოვა კახოვკაში. ცხვება პური. მოსახლეობა სურსათით მეტნაკლებად უზრუნველყოფილია. დეფიციტია საწვავზე და მედიკამენტებზე. არ მუშაობს ტრანსპორტი. მუშაობენ კომუნალური სამსახურები. მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების აღდგენა და წყალმომარაგების ქსელის შეკეთება. ქალაქში მოქმედებს რუსული კომენდანტის საათი. ქალაქის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას. მუშაობს სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი შეფერხებებით. ქალაქის მოსახლეობას მიეწოდება ჰუმანიტარული დახმარება.

ინფორმაცია მოგვაწერა ა.(ა)ი.პ. ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციური ცენტრის დირექტორმა, გელა ზოიძემ

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 669
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა