გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 დეპუტატი.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი 6 ძირითადი საკითხისგან შედგებოდა.
დამტკიცდა სამი დადგენილება:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.“
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.“
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ”
დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამ საკითხთან დაკავშირებით:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის ?5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“
ცვლილების პროექტი საკრებულოს სხდომას გააცნო მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
ბიუჯეტში მიმდინარე ცვლილებების პროექტი სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააცნო.
დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც:
საკრებულოს თავმჯდომარის- ბესიკ ტაბიძის ხელფასი იქნება 4510 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ემზარ თევდორაძეს ერგება 3410ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის დანარჩენ ორ მოადგილეს 2770 ლარი. საკრებულოში მუშაობს ხუთი კომისია, ამ კომისიის თავმდომარეების ხელფასები 2420 ლარით განისაზღვრება, ასევე ფუნქციონირებს სამი ფრაქცია და თითოეული ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი იქნება 2200 ლარი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ჯამში 8 მოადგილე ჰყავს, აქედან ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ია მოქიას ჰყავს 6 მოადგილე, დანარეჩენი ორი ფრაქციის თავმჯდომარეებს, ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია საქართველოსათვის თითო-თითო მოადგილე, თითოეული მათგანის ხელფასი იქნება 1760 ლარი. საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
სხვა და სხვაში დაისვა შემდეგი საკითხები: კახა ასკურავა: 2022 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო საუბარი და კონკრეტული პროექტები განისაზღვრა. ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზა ჩიბათით და ორაგვეში მისასვლელი გზა, ვერსად ამ პროექტში ვერ ვნახე. გზასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა, არის აკეთში, აკეთის მოსახლეობა ამაზე კარგა ხანია საუბრობს. შესაბამისად გამიჩნდა კითხვა, როგორც საკრებულოსთან, ასევე მერიასთან და პასუხი იყო, რომ დაიწყება 2022-ში პროექტის შედგენა. რაღაც ნაწილს დავიწყებთ 2022-ში და გავაგრძელებთ 2023-ში. რა თქმა უნდა ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი და ვითხოვ კონკრეტულ დროს, როცა აკეთის და ჭანჭათის მოსახლეობას ეს პრობლემა გადაუწყდება. მითუმეტეეს, როცა ამ სოფლებიდან მილიონობით ლარის ინერტული მასალა წამოიღეს ავტობანისთვის, გააუბედურეს ის გზა და დაუტოვეს ისე მოსახლეობას. იცოდეს აკეთის მოსახლეობამ იმ ინერტული მასალის შესახებ, მოსაკრებელი რომ მიზნობრივად დაებრუნებინათ მხოლოდ აკეთისთვის, ის გზა კარგა ხნის გაკეთებული იქნებოდა. აკეთის მაგალითზე სხვა სოფლებმაც მინდა გაითვალისწინოს, ინერტულ მასალას ნუ მისცემენ ნურავის თუ პირველ რიგში მათი პრობლემები არ მოგვარდება, ვინაიდან ეს ქონება არის მათი. ამის საუკეთესო მაგალითი არის სოფელი მოედანი, საიდანაც წლებია ეზიდებიან ინერტულ მასალას, გზა გზად მოსპეს და ამავდროულად, ისედაც მძიმე მეწყერულ ზონას კიდევ უფრო საშიშს ხდის.
გია გოგუაძე: ომის პირას მდგარი უკრაინისთვის ერთ-ერთი ოლქია კახოვკის ოლქი, რომელიც ლანჩხუთის დაძმობილებული მხარეა 2008 წლიდან და ჩვენ, როგორც დაძობილებულმა მხარემ, მოგიწოდებთ, სოლიდარობის მიზნით გავაგზავნოთ მხარდასაჭერი წერილი, კახოვკის ოლქში.
გია გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა ფაქტიურად თავი დაანება სიმინდის მოყვანას, რადგან საყანე ფართობებთან მისასვლელი გზები გაპარტახებულია. საჭიროა დროულად მოგვარდეს გზის საკითხი.
ელისო ჭიჭინაძემ მიმართა თხოვნით საკრებულოს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ სოფლებში მდებარე სამედიცინო პუნქტებთან დაკავშირებით, რადგან არსებული პანდემიის პირობებში ვერაფრით ვერ აკმაყოფილებს არსებული პუნქტები მოთხოვნებს.
საკრებულოს სხდომა და ღიად დარჩენილი კითხვები
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 698