რომელზეც ხელი მოეწერა მრავალმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის და კულტურის დარგებში ქ. ლანჩხუთსა (საქართველო) და ქ. ნოვა-კახოვკას (უკრაინა) შორისფორუმის ორგანიზატორებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მაჟორიტარ დეპუტატს გამოუგზავნეს მოწვევა, თუმცა მათ გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ შეძლეს უკრაინაში გამგზავრება. ჩვენი მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე.ფორუმის დასრულების შემდეგ გელა ზოიძე ბელორუსიაში გაემგზავრა, სადაც ლანჩხუთის ძველ მეგობარ ქალაქ როსონში იმყოფებოდა. 9 დღიანი ვოიაჟის შესახებ ბატონმა გელამ გუშინწინ მხარეთმცოდნეობის პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა წარმატებული ვიზიტის შესახე.მისი თქმით, ნოვა-კახოვკაში წლევანდელი მე-8 ფორუმი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ქვეყნის 300 კომპანიამ. საქართველოდან ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯუმბერ ვარშანიძე, საზღვაო აკადემიის პროფესორი რომან მამულაძე ჩამოვიდნენ."ფორუმში მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ქართულ მხარეს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ, უნდა დაედასტურებინა თანამშრომლობის მზადყოფნა. ამავე დროს, უკრაინული ახალი ხელისუფლებიდან კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი, რომლის დადასტურება იქნება, ის, რომ მოკლე ხანში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩამოვა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.ასეთი თანამშრომლობა განამტკიცებს მეგობრულ ურთიერთობებს ორი ქვეყანის საქართველოსა და უკრაინის ხალხებს შორის. კიდევ უფრო განვითარდება კავშირები კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის, ტურიზმის სფეროებში. გაღრმავდება კონტაქტები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის, - გვითხრა გელა ზოიძემ.შეთანხმება დაიდო 5 წლით და ავტომატურად გრძელდება შემდგომ ხუთწლიან პერიოდებში. მანამ სანამ ერთ-ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 6 თვისა.როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ნოვა კახოვკელი პარტნიორები ამ შედარებითი სტაბილიზაციის შემდეგ, მზად არიან განაგრძონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებით: ტურიზმის სფეროში; ერთობლივი თევზის წარმოებისა და გადამუშავების ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბება (სამუშაო ჯგუფი ლანჩხუთში ჩამოვა იანვრის ბოლოს); ბოსტნეულის წარმოება ინტენსიური ტექნოლოგიით და სამაცივრე მეურნეობების მოწყობა; ალტერნატიული ენერგეტიკა.ფორუმის შემდგომ ქალაქ ნოვა-კახოვკის დაასრების დღე აღინიშნა, რომელიც 63 წლის გახდა. სტუმრებს ქალაქის მერმა ვლადიმერ კოვალენკომ უმასპინძლა. მანვე შეასრულა ურკაინის ეროვნული ჰიმნი და საერთოდ, ძალიან აქტიური ადამიანი გახლავთ. 2-ჯერ არის არჩეული ქალაქის მერად. მალე არჩევნებია და მესამედ იყრის კენჭს მერის პოსტზე. ნოვა-კახოვკიდან ბელორუსიაში გამგზავრება გარკვეულ პრობლემებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. საზღვირს გადაკვეთის დროს, ბატონ გელას უთხრეს, რომ ვინაიდან დსთ-ს წევრი ქვეყანა აღარ არის საქართველო მას სჭირდებოდა სპეციალური დაზღვევა. 5 სათიანი ლოდინის შემდეგ მას მისცეს ბელორუსიაში შესვლის უფლება.ქალაქი როსონში სულ 6 ათასამდე ადმიანი ცხოვრობს, სადაც რამდენიმე საინტერესო საწარმო ფუნქციონირებს. ქ. როსონში ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობაზე როსონის რაიონის აღმასრულებელ კომიტეტსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შორის. ცენტრის დირექტორის თქმით, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ბელორუსიაში. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთმეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისათვის, ურთიერთ სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობასა და განვითარებას, აგრეთვე პარტნიორობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს, ასოციაციებსა და ფონდებს შორის, გამოფენების, ფესტივალების, თემატური შეხვედრების და სხვადასხვა საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებას._ ბელორუსიაში მოლაპარაკება გაიმართა სახელმწიფო სატყეო დაწესებულება "როსონსკი ლესხოზთან", რომლისგანაც პერსპექტიულია ხე-ტყისა და ხის მასალების მოწოდება. აქ კარგად არის განვითარებული მეცხოველეობა და საკონდიტრო წარმოება, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მიმართულება, სამონადირეო და სამეთევზეო ტურისტული კომპლექსები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან ტურისტები. კულტურის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნების მუზეუმსა და როსონის საბრძოლო თანამეგობრობის მუზეუმს შორის, სადაც დაცულია ლანჩხუთელი მხატვრის, ჭოლა კუკულაძის მონუმენტური ტილოები. 1942 წლის 29 მაისიდან ჭოლა კუკულაძის (შემდეგში საქართველოს დამსახურებული მხატვრი, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე,) ინიციატივით დაიწყო მეგობრობა ბელორუსიის როსონის და საქართველოს ლანჩხუთის რაიონებს შორის. 1989 წლის შემდეგ როსონში შეწყდა მიმოსვლა და მიმოწერა. როსონში დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ ბატონ ჭოლას, რომელიც მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო. მალე მისი დაბადებიდან 95 წელი შესრულდება, ბელორუსი მეგობრები ამ თარიღის აღსანიშნავად მოვიწვიე. ბატონი ჭოლას მიერ გაკვალულ გზაზე დავიწყეთ მეგობრობის აღდგენა, _ აღნიშნა გელა ზოიძემ.გელა ზოიძეს შეხვედრა ჰქონდა როსონის რაიონის ეკონომიკური და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განყოფილებების ხელმძღვანელებთან. საუბარი შეეხო ამ დარგებში ერთობლივი წინადადებების მომზადებას. როსსონი საინტერესოა სუბტროპიკული პროდუქციის გასაღებისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის.როგორც ცენტრის დირექტორი თვლის, რომ ვიზიტი უკრაინის, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკასა და ბელორუსიის ვიტებსკის რაიონის ქ. როსონს შორის ნაყოფიერი იყო. ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დარგების მიხედვით მიმართულებით მუშაობა.ლაშა სარჯველაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0