ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოოპერატივი „ჩიბათი“ მოინახულა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოოპერატივი „ჩიბათი“ მოინახულა
1-03-2017, 00:00

საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორმა მინისტრს გააცნო კოოპერატივის დაარსებისა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ და აღნიშნა, რომ „ჩიბათი“ დაარსდა 2012 წელს. 2014 წელს გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPAღD) ფარგლებში თანადაფინანსების ფორმით. ამ პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გადაეცა შავი და მწვანე ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები, რომლის ჯამური სიმძლავრე წლიურად 100 ტ. ნედლეულის გადამუშავებაა. კოოპერატივი სისტემატურად მონაწილეობს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ENPAღD-ის გამოფენა-გაყიდვებში. სტუმრები დაინტერესდნენ მცირე საწარმოში ჩაის ნედლეულის წარმოება-გადამუშავებით. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნეზალი სამხარაძემ მათ გააცნო დანადგარების მუშაობის რეჟიმი და მოუთხრო მწვანე და შავი ჩაის გადამამუშავების შესახებ. გიორგი მიშელაძის თქმით, კოოპერატივის წევრებს უნდა აუხსნან რა დადებითი მხარეები აქვს კოოპერატივებს და რა სარგებლობას მოუტანს მასში გაწევრიანება თითოეულ მეპაიეს. მინისტრის მოადგილემ ცენტრის დირექტორს თხოვა, წერილობით მიაწოდოს შენიშვნები და წინადადებები ჩაის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და მასში ცვლილებების შესატანად. როგორც გიორგი ხანიშვილმა თქვა, საინტერესო იქნება „ჩიბათის“ გამოცდილების გაზიარება სხვა კოოპერატივებისთვის და ზოგადად კოოპერაციის განვითარებისთვის. გელა ზოიძის თქმით, მოკლე ხანში იგეგმება ჩაის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივებისთვის მუშა შეხვედრის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პასუხისმგებელი პირები, რაც საშუალებას მოგვცემს რეალურად დაიძრას საქმე მკვდარი წერტილიდან, რადგან მეჩაიეობის დარგის აღორძინება მუნიციპალიტეტისათვის შეიცავს დიდ რეზერვს დასაქმების კუთხით და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები