ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბიომასების წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში

 ბიომასების წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
11-09-2015, 00:00

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება დაიწყო და ის კოოპერატივების შემთხვევაშია გათვალისწინებული. პროგრამის პრეზენტაცია ა(ა)იპ `საგარეო კავშირ-ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის~ (ხელმძღვანელი გელა ზოიძე) ეგიდით მოხდა. დღეს, ლანჩხუთში ახალი საგრანტო პროგრამის: `ბიომასების წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში~ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც იგივე ა(ა)იპი უწევს კოორდინატორობას. სტუმრად იმყოფებოდა ექსპერტი უჩა ჯანელიძე, რომელმაც შეხვედრაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შედგა დეტალურად ისაუბრა ზემოთ თქმული პროგრამის შესახებ.როგორც სტუმარმა აღნიშნა, ის ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესრუსების დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს მხარდაჭერით.როგორც ბატონმა უჩამ ბრძანა: `ბიომასა წარმოადგენს მერქნის გადამუშავების, ტყისა და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების შედეგად წარმოქმნილ მასალას, რომლის გადამუშავებით მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ბიოენერგია. საქართველოში ენერგეტიკული მიზნით გამოყენებადი ნარჩენი ბიომასის ბევრი სახეობა არსებობს. ნარჩენი ბიომასები მიიღება, როგორც ადამიანური საქმიაობის შედეგად, ასევე სხვადასხვა მცენარეული მასალისგან. არსებობს ბიომასის ხუთი ძირითადი წყარო. მათგან შესაძლებელია სამი სახის ბიოსაწყვავის შექმნა: მერქნის ნაფოტები, ბრიკეტები, გრანულები (ე.წ. პელეტები). მისი გამოყენება სათბობად 85%-იანი ეფექტურობით ხასიათდება. ბიომასების საწვავი ღუმელი წარმატებით გამოიყენება სახლების გასათბობად და წყლის გასაცხელებლად, ხოლო შედარებით დიდი ზომის ბოილერით შესაძლებელია, როგორც დიდი შენობის, ასევე მთელი დასახლების გათბობით უზრუნველყოფა. შესაძლებელია მისი შენახვა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გელა ზოიძის თქმით, _ საგრანტო პროგრამა მართლაც მნიშვნელოვანია. მასზე განაცხადის დაწერა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეიძლება ის იყოს ინდ.მეწარმე ან ფიზიკური პირი. საგრანტო პროგრამით შესაძლებელია სპეციალური დანადგარების მიღება, რომლითაც მოახდენს ბიომასის მიღებას. პროგრამის ფარგლებში საჭირო იქნება 25%-იანი თანამონაწილეობა. ჩვენს რაიონში არის ველური აკაცია, იგივე ჩოჩობა. მისგან არის შესაძლებელი ბიომასის მიღება. ეს ორმხრივად მომგებიანი იქნება ჩვენთვის. ჯერ ერთი მოხდება საყანე ფართობების გაწმენდა მისგან და მეორეც, მოხდება სათბობი ბიომასის მიღება, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმა და სხვა საჭირო დოკუმენტები ორგანიზატორებს უნდა მიაწოდონ 12 ოქტომრამდე. დაინტერესებულებს დამატებით კონსულტაციებს ჩვენ გავუწევთ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები