ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აღარ არის ის დრო, ნიჭიერი ფეხბურთელი სადმე იკარგებოდეს, პირიქით სანთლით ეძებენ

აღარ არის ის დრო, ნიჭიერი ფეხბურთელი სადმე იკარგებოდეს,  პირიქით სანთლით ეძებენ
14-09-2022, 12:50

,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთის ,,გურიას“ ფეხბურთელი ბექა ბერიძე.
_ მოგესალმებით ბექა! გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ არის ბექა ბერიძე? 
_ გამარჯობა, ლა­ნჩხ­უ­თის ,,გურ­იას“ ფე­ხბურთელი ვარ. 
_  რა ასაკიდან და­იწყეთ ფეხ­ბურთის თა­მაში? როდის აღ­მოაჩინეთ, რომ გარდა თამაშისა, ეს უნდა ყო­ფილიყო თქვენი მო­მა­ვალი პროფესია?
_ ბავშობიდან ძალ­ი­ან მიყვარს ფეხბუ­რთი, ამაში დიდი როლი მა­მაჩემმა ით­ამა­შა. თამ­ამად შემიძ­ლია ვთქვა, რომ მან შემაყვარა. თუ რამეს წარმოვადგენ დღეს, მისი დამსახურებაა, ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე, 13 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ამის შემდეგ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
_ თქვენი გადმოსახედიდან, რა სირთულეებს ხედავთ და გიქმნით თუ არა სახელმწიფო იმ სტანდარტულ პირობებს, რომელიც სჭირდება ფეხ­ბურთელს?
 _ დღეს იმდენი საფეხბურთო სკოლა და აკადემიაა, თუ ფეხბურთის თამაში გინდა და გიყვარს ეს საქმე, ყველაფერი გაქვს ამისთვის, მთავარია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა საკუთარ თავთან, აღარ არის ის დრო, ნიჭიერი ფეხბურთელი სადმე იკარგებოდეს, პირიქით სანთლით ეძებენ.
_  საყვარელ გუნდზე და ფეხბუ­რ­თე­ლზეც მინდა გკითხოთ...
_  საყვარელი გუნდია მადრიდის ,,რეალი“,  ფეხბურთელი _ ზინედინ ზიდანი.
_სამომავლო გე­გ­მებზეც რომ გვე­საუბროთ...
_ არ მიყვარს წი­ნასწარ საუბარი მომავალზე. 
_ ოჯახზე მოგვ­ი­ყევით, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
_ დედაჩემი - ელი­სო ჭიჭინაძე, ჩემი და თამთა ბე­რი­ძე, ბიძა­ჩემი - ხვიჩა ბერიძე, ბაბუჩემი - ომარი ბერიძე, ჩემი ყვე­­ლ­აზე დიდი გუ­ლ­შემატკივარი და გვე­რდში მდგომი ხალხი.
_ და ბოლოს, მინდა გკითხო ლა­ნჩხუთზე _ რას ნიშნავს თქვენთვის ლანჩხუთი?
 _ ლანჩხუთი ის რაიონია, სადაც გავიზარდე. ძალიან მიყვარს და შევეცდები ვასახელო ლანჩხუთი და ლანჩხუთის ,,გურია“.

             ნინია ბარამიძე

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 955
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა