ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,გურიამ" განახლებული სეზონი სამარცხვინოდ დაიწყო!

3-08-2020, 14:00


როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ,,გურიას“ ირგვლივ დიდი გაუგებრობაა. გუნდი ხან ადის მეორე ლიგაში, ხანაც მესამე ლიგაში ქვეითდება. პანდემიის დროს გუნდი ახალმა ხელმძღვანელობამ ჩაიბარა, რაზეც ,,ჰო და არა“ წერდა და მოლოდინებიც გაჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი სახეირო ვერ დავინახეთ. ,,გურიას“ ახალი სპორტული დირექტორი გიგა სურმავა ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ახალ ხელმძღვანელობას დიდი გეგმები აქვს გუნდთან დაკავშირებით და შესაძლოა შედეგი უცებ არ მოვიდესო, თუმცა საიმედო განცხადებებსაც აკეთებდა. დავიწყოთ იქედან, რომ როგორც ყოველთვის (ბოლო წლები იგულისხმება), გულშემატკივრისთვის და ადგილობრივი მედიისთვის ცნობილი მას შემდეგ ხდება დეტალები, რაც ახალი მენეჯმენტი დაინიშნება,მანამდე სრული გაუთქმელობა. ითქვა, რომ მართალია მილიონების დახარჯვას არავინ აპირებდა, თუმცა ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენის შეხედულებით, პირველი შეცდომა: მესამე ლიგისთვის საკმაოდ ძლიერი ძალა, შესაძლოა მეორე ლიგისთვისაც, თორნიკე მუმლაძე ახალი ხელმძღვანელობის პასუხს დიდხანს ელოდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ფოთის ,,კოლხეთში“ წავიდა, მაშინ როდესაც გუნდს თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდება. მეორე შეცდომა თუ დანაშაული,ეს თქვენ განსაჯეთ: ნაცვლად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ფეხბურთელთა უმრავლესობას ხელფასის მესამედი დააკლეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არასპორტული საქციელია, თუ გაქვს საშუალება და მაინც ამას აკეთებ, თუ არ გაქვს და რაღას მოდიოდი. ასევე, ითქვა რომ კლუბი კერძო საკუთრებაში გადადიოდა და ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა, ჯერჯერობით ეს საკითხიც გაურკვეველია და უფრო მეტიც, როგორც გავარკვიეთ, მთავარი აქცენტი ბაზაზე კეთდება, ბაზის დიდი ხნით ხელში ჩაგდება აქამდეც ბევრს უნდოდა, თუმცა არავის გამოუვიდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ,,გურიას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა გელა სანაიამ და დავით მახარაძემ მათთვის კუთვნილი და დაგვიანებული ხელფასები მოითხოვეს. ასევე, ახალი ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ჩაატარებდა გაცნობითი სახის პრესკონფერენციას და ისაუბრებდნენ  მათ გეგმებზე, შემადგენლობაზე, პოზიტივსა თუ ნეგატივზე, ესეც არ შესრულდა. ,,გურიას“ ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძე, რომელთაც ვერც კლასს და ვერც გამოცდილებას დაუწუნებ,მითუმეტეს მესამე ლიგაში, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერ სასიკეთოს გვთავაზობენ. გუნდში დაბრუნდა რამდენიმე ლანჩხუთელი და ასევე ყოფილი ფეხბურთელი: ბექა ბერიძე, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკოლოზ ნარიაშვილი, კარლო ჯიქიძე, სოლომონ გუჯაბიძე. გუნდს ისევ ერეკლე კილაძე კაპიტნობს, აქ სხვა ვარიანტი არც არსებობდა. წლებია, გუნდში  უცვლელად არიან სანდრო ბახია, გიორგი ებრალიძე, ვახტანგ ტაბიძე. ,,გურიამ“ მოსამზადებელი ეტაპი შედარებით გვიან დაიწყო, ჩაატარა ამხანაგური მატჩი ,,ბეთლემთან“, რომელთანაც 0:1 დამარცხდა. დავესწარით რა რამდენიმე ვარჯიშს, გვეგონა რომ სამ ფეხბურთელს: ბექა ბერიძეს, ნიკოლოზ ნარიაშვილს და კარლო ჯიქიძეს ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნებოდათ, თუმცა ისე მოხდა, რომ   ,,ლიგა 3“–ის ეგიდით გამართულ მეორე ტურის მატჩში შინ ,,კოლხეთთან“ სამივე მათგანი თადარიგში დარჩა. საერთოდაც, მიგვაჩნია რომ ბექა ბერიძე კარიერის პიკში იმყოფება და ყველაზე უცნაური სწორედ მისი სკამზე დასმა იყო, თანაც ისე რომ შეცვლაზეც არ შემოუყვანიათ. მწვრთნელის უფლებებში არავინ ერევა და ვიცით, რომ მხოლოდ მისი(მათი) გადასაწყვეტია ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და ვინ არა, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება შევხედოთ ტაბლოს 90 წუთის შემდეგ და ნამდვილად არ არის სასიხარულო ევგრაფი შევარდნაძეზე 1:4 ის წაგება. აი, აქ  შეცდომა–პირველის შედეგი ვიწვნიეთ, თორნიკე მუმლაძემ დუბლი შეუსრულა ,,გურიას“ . ჩვენებურების მხრიდან ერთადერთი გოლი ბექა კახიძის ანგარიშზეა.
32. გოგა ნასყიდაშვილი
2. ფირუზ გაბიტაშვილი
4. სულხან კახიძე
5. დიმიტრი ვირუბოვი
8. გიორგი ქავთარაძე
22. ერეკლე კილაძე ჩ
23. სანდრო ბახია
24. სოლომონ გუჯაბიძე
27. ბექა ჭკუასელი
33. ლაშა ხაჭაპურიძე
34. კახა მაღლაკელიძე
სათადარიგო შემადგენლობა
31. ალექსანდრე ნუცუბიძე
3. ბექა ბერიძე
6. ლაშა კუკულავა
7. კარლო ჯიქიძე
10. გიორგი ებრალიძე
11. ნიკოლოზ ნარიაშვილი
15. ბექა კახიძე
17. ვახტანგ ტაბიძე
21. დავით ლომთაძე
მთავარი მწვრთნელი
ლევან ხომერიკი/ ივანე მახარაძე გოლები: თორნიკე მუმლაძე–7,12 წუთი, ნიკოლოზ გაბელაია–34 წთ, ბექა კახიძე (გურია) 53 წთ, ლაშა გვალია 64 წთ.
შეცვლა: კარლო ჯიქიძე–გიორგი ქავთარაძე 9წთ; ბექა კახიძე–ბექა ჭკუასელი 46 წთ; ნიკოლოზ ნარიაშვილი–კახა მაღლაკელიძე 46 წთ;
როგორც ხედავთ,საჭიროება რომ დამგდარიყო, ,,გურია“ ფეხბურთელს ვერ შეცვლიდა უკვე მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან. როგორც ხედავთ, ცოტა ბევრმა უცნაურობამ მოიყარა თავი, ვერც იმას  დაგვაბრალებენ, ფეხბურთი არ იცით და ვერ ხვდებითო. მაინც, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოცდილი მწვრთნელები ლევან ხომერიკი, ივანე მახარაძე, გია გოგუა და სხვები სიტუაციაში მალე გაერკვევიან და დაალაგებენ გუნდის თამაშს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვები არ არსებობს და მათ პასუხი არ უნდა გაეცეს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ლანჩხუთში გულშემატკივრის როლი ნულს უტოლდება, არავინ ეცნობა მათ, არაფერს ეუბნებიან, არაფერს ეკითხებიან და არც მომავალზე ესაუბრებიან. რუმენიგემ თქვა: ,,გერმანიაში ბიზნესი ემსახურება ფეხბურთს და არა ფეხბურთი ბიზნესსო“. ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა, სამწუხაროდ!
მომდევნო მატჩს ,,გურია“ გასვლაზე 3 აგვისტოს ,,გარეჯთან“ გამართავს, ხოლო საშინაო არენაზე ,,ბახმაროს“ დაუხვდება 10 აგვისტოს.  წარმატებები ,,გურიას“!
აღსანიშნავია, რომ ,,გურიაში“ მოთამაშე ,,საბურთალო 2“ ის რამდენიმე ფეხბურთელი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრები იყვნენ, მატჩის დაწყებამდე მათ გიორგის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 315
FACEBOOK კომენტარები