ლანჩხუთელებმა მორიგი მატჩი გამართეს ლიგა 3-ის ეგიდით, ამჯერად გასვლაზე ,,გარეჯთან”და დათმეს ანგარიშით 2:0. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიამდე ,,გურიამ” ერთი მატჩი გამართა და 1:0 მოიგო, შემდეგ ,,კორონავირუსის” გამო ჩემპიონატი შეწყდა, შეიცვალა გუნდის დირექტორატი, ხოლო განახლებულ ჩემპიონატში ჩატარებული ორი მატჩიდან ორივე დათმო, ჯამში 1:6. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ,,გურიას” მეკარესთან შეჯახების შედეგად დაიმტვრა გუნდის კაპიტანი და ლიდერი ერეკლე კილაძე, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ტურში ვერ დაეხმარება გუნდს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ,,ჰო და არა” გეგმავს მოიწვიოს კლუბის ახალი ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები, რათა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ კლუბის დირექტორატის მხრიდან არ იქნა მზაობა ამ შეხვედრაზე მოსასვლელად, გულშემატკივართა პოზიციას მაინც გავაჟღერებთ. ზემოთ აღნიშნული შეხვედრა ,,ბახმაროსთან” გასამართი საშინაო მატჩის მეორე დღეს ჩაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ,,გურია” - ,,ბახმაროს” დაპირისპირება გაიმართება 10 აგვისტოს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე!
თორნიკე ჯიჯიეშვილი
,,გურიამ”~ კვლავ წააგო, ხსნა არ ჩანს!
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 007