ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,გურიამ~” ვერც კაცნაკლულ ,,ბახმაროს”~ მოუგო!

12-08-2020, 12:23

 10 აგვისტოს ,,გურია” ევგრაფი შევარდნაძეზე ჩოხატაურის ,,ბახმაროს” დაუხვდა, ჩოხატაურლებს ჩვენებურების მსგავსად სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელო ჰქონდათ, 1 ფრე და ორი წაგება, ბურთების შეფარდება 1-4. ,,გურიას” 1 მოგება და ორი წაგება ჰქონდა  ბურთების შემდეგი შეფარდებით 2-6. ლანჩხუთელი გულშემატკივარი ელოდებოდა, რომ წინა სეზონებთან შედარებით აშკარად დასუსტებულ ,,ბახმაროს” მაინც მოვუგებდით, მაგრამ ამაოდ. მოედანზე მოვლენები საინტერესოდ განვითარდა: მეორე წუთზე ჩოხატაურელი ნიკა ჭკუასელის მიერ გატანილ გოლს ჩვენის მხრიდან მეექვე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 23-ე წუთზე ,,გურიას” დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა ბექა ბერიძემ თერთმეტრიანი დარტყმა გოლად ვერ გარდასახა. 26-ე წუთზე ნიკოლოზ გაბაძემ სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა 1:2. ტაიმის მიწურულს ნიკა ჭკუასელს შეეძლო დუბლი გაეფორმებინა და ,,ბახმარო” ორბურთიანი უპირატესობით წასულიყო გასახდელში, მაგრამ ვერც მან გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში ,,გურიას” მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს, რამაც თითქოს გამოიღო შედეგი, სანამ ანგარიშს გაათანაბრებდნენ ერთი წუთით ადრე სტუმრებს ფეხბურთელი გაუგდეს და ბახმაროს მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მოგახსენეთ, კაცის გაგდებიდან ერთ წუთში სანდრო ბახიამ ანგარიში გაათანაბრა 2:2. ლოგიკური იყო, რომ ჩვენებურები 10 კაციანი მეტოქის წინააღმდეგ გააქტირებულიყვნენ, 80-ე წუთზე სანდრო ბახიამ დუბლი გაიფორმა და ,,გურია” წინ გაიყვანა 3:2. თითქოს ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ ,,გურიას” მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაეწერა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ჩოხატაურლებმა იძალეს და მიუხედავად კაცნაკლუბობისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს 3:3. აღსანიშნავია, რომ აქამდე ,,ბახმაროს” სამ ტურში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, ჩვენ კი ერთბაშად სამი გაგვიტანა. სამწუხაროდ, ყველა ტურის შემდეგ ,,გურიას” მდგომარეობა მძიმდება, გარდა სატურნირო ცხრილში არსებული კატასტროფული მდგომარეობისა, პრობლემას წარმოადგენს წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა. კლუბის ახალი ხელმძღვანელობა ოთხშაბათს 12 აგვისტოს გულშემატკივრებს და მედიას ხვდება დღის 12 საათზე.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 943
FACEBOOK კომენტარები