ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

აგრარული ბაზრის თავისებურება და მისი მხურვალი ფასები

აგრარული ბაზრის თავისებურება და მისი მხურვალი ფასები
16-03-2016, 00:00

ბაზრის ფასები ბევრს აინტერესებს და აქედან გამომდინარე ჩვენი გაზეთი კიდევ ერთ რეპორტაჟს გთავაზობთ აგრარული ბაზრიდან: ადრიან დილით იხსნება პირველი დახლი. მართალია, ის თანამედროვესაგან ძალიან შორს არის, მაგრამ გურულებს რამდენიმე საათით რომ გაუძლოს, ისე ნამდვილად გამოიყურება. პირველს მეორე ემატება და დილის 8 საათისთვის ლანჩხუთელების მიერ მთელი 6 დღით `მივიწყებული~ ტერიტორია ხმაურით უხმობს ფულიან კლიენტებს. თუმცა, როგორც ყველგან ნისიებიც მოსულა. _ კი წევიყვან შენს გოჭს, მაგრამ 100 ლარს ვერ მოგცემ, არ იქნება აი, 12 კილო. თან ნისიად მინდა, 2 კვირაში ბაღანაი ფულს გამომიგზავნის და გადევიხდი. იმედია, მანამდე არ გაფშიკავს აი ფეხს, თვარა იცოდე, აფერის მომცემი არ ვარ._ ხომ გეუბნები, 12 კილოიანია. 10 ლარად ვყიდი. შენ ნაცნობი ხარ და 120-ის მაგივრად, 100-ად გაძლევ და კიდომ ნისიაზე მელაპარაკები _ მესმის გოჭის გამყიდველის და მყიდველის საუბარი._ 8-ად არ იქნება?! _ ეკითხება მეორე. _ თუ მყიდველი ხარ, მოგცემ, თვარა ყბაის საქცევად არ მცალია. ჯიშიერია, წეიყვანე, აფერი მოუვა. საჭმელი არ მიაკლო და საკალანდოდ 100 კილოს წააცილებს. დამლოცავ, აი რა გოჭი მომყიდაო.მოკლედ, სასწორზე `შეაგდეს~ და 96 ლარი მოუწია. _ 95 მომეცი, 1 ლარი შენსკენ იყოს. ჩემი მისამართი დეიმახსოვრე და თუ ვინმეს კიდევ დაჭირდა, სახლში 4 ამფერი მყავს, იმასაც შენი ხათრით 8-8 ლარში გავყიდი.იქვე ინდაურების, ქათმების, იხვების ფართო `გამოფენაა.~ ინდაურს 50 ლარს აფასებენ, იხვს 15-ში შეიძენ, დედალი 13-15 ლარის ფარგლებშია, კაი მოზრდილი მამალი კი 20 ლარად შეუფასებიათ.როგორც წესი, ყველაზე მეტი მოთხოვნა რძის პროდუქტებზეა. ყველი და ნადუღი ბაზრის მთელს ტერიტორიაზე შეიძლება შეიძინოს ადამიანმა. ფასებში მცირე სხვაობა ერთი ადგილიდან მეორეში ნამდვილად იგრძნობა. 7 ლარად ისე იყიდი, არ დაგალაპარაკებენ. დაკლებას თუ მოითხოვ, წუწუნი ისმის. _ ნენა, აი, ერთი თვის წინ 10 ლარი იყო და 6-ად რაფერ მოგცე _ უხსნის ერთი ქალბატონი მეორეს, რომელიც უკან არ იხევს და არგუმენტად, მეზობლის ამბავი მოაქვს: _ მასთე ქალბატონო, ჩემი მეზობელი ერთი თვის წინ 2 ბოთლ ღვინოს სვამდა, თან ადესას. ახლა 40-ზა ვემზადებით. 3 კვირაა, რაც სასაფლაოზე განისვენებს. დააკელი პაწა, თვარა მომდევნო კვირაში ხუთადაც რომ მომცე, არ ვიყიდი შენგან._ აგერ მოი, მე მოგცემ 6,80-ში._ 20 კაპიკის გულობიზა რაფერ მევიდე ახლა შენთან. აა, სასწორზე უდევს და აკლებს ფასს პაწას _ მთლად `ნამუსზე აგდებს~ პირველ გამყიდველს. _ შენ ნახევარ ფასში თუ გინდა, აგერ ნადუღი მაქვს, 3 ლარად მოგცემ, მეტი ეფად სხვაგან მაინც ვერ იშოვი, ყველს კი ვერ დავაკლებ. კარტოფი 1 ლარი ღირს, 90 თეთრადაც იყიდება. სათესლე _ 50-60 თეთრია. იქვე ლობიოს ყიდის ჭიქით ვიღაც, თან ისეთ რეკლამას აკეთებს, რომ იფიქრებ რომელიმე სარეკლამო სააგენტო წარმომადგენელიაო. _ აბა, გაიხსენეთ ნამდვილი ლობიოს გემო. აი, ღეჟაი კარაა, მთელი დღეი რომ უნდა ხარშო, ნამდვილი შესანახის ლობიეა. ამფერი `ქონაი~ არსად იქნება. ერთი ჭიქა ლარად._ ქალბატონო, ამ ჭიქით ოტკას ვსვამ სახლში, პაწე დიდი ჭიქა თუ ვერ იშოვე, აგერ 1,5 ლარად 6 ცალი იყიდება და გიყიდი. _ `სარეკლამო აგენტს~ მიუგო ერთ-ერთმა მოვაჭრემ და იქვე მიაშურა `ჭიქების დახლს~, სადაც სხვადასხვა ზომის ვაზები, ჭიქები, ყავის სერვიზები იყიდება. როცა ფასებს ეუბნებიან, გვარიანად ბრაზდება: _ აქაურობას ისეთი ცეცხლი უკიდია, რომ ერთი ნავთი უნდა და 85 წლის ნევთობაზის დაწვა მონაგონი იქნება, იმფერი ამბავი ატყდებაო.ვაშლის ფასი 2-3 ლარამდეა; კომბოსტო 50 თეთრია; ახალქალაქის სტაფილო 1,2 ლარია, თურქულს კი 1 ლარად ყიდიან; ხახვის ფასი 1-1,2 ლარში მერყეობს.ხალხმრავლობაა კვერცხის ჩამბარებლებთან. 20 თეთს იძლევიან ერთ ცალში. - ახლა წინა კვირასავით სახლში ნუ წამაღებიებთ ამას, 23 თეთრად მაინც ჩეიბარე._ შენგან რომ 23-ად ჩავიბარო, დანარჩენები დამესევიან და ისე გამპუტავენ, დამავიწყებენ რეიზა ვარ გამოსული დღეს ბაზარში. 20 კაპიკი არაა გლახა თანხა. 100 ცალში 20 ლარია. მეტი რა გინდა.თევზს `ემურსიის~ ნამყოფი ვედრიდან ყიდის ვიღაც. _ 2,5 ლარი მთლად პატარები რომაა. 3,5 ლარი დიდები. ამ დილის დაჭერილია. იმფერი გემრიელია, მომდევნო კვირას კიდომ მოხვალ საყიდლად. ერთი ფუთი სიმინდი 12-13 ლარია, ხორბალი 60 თეთრი. ბაზრის შესასვლელთან ნერგების ფართო ასორტიმენტია. `კარდონის~ ქაღალდზე წარწერებია გაკეთებული: `შავი ქლიავი~, `თეთრი ქლიავი~, `ჭანჭური~, `ვანიჩქა მსხალი~, `სახლეჩი ატამი~. კარალიოკის ნერგს კითხულობს ვიღაცა. _ მაი დღეს არ წამომიღია. სამაგიეროდ, ა, სხვები აარჩიე _ შესთავაზა ალტერნატივა ნერგების გამყიდველმა და იქვე ფასებიც ჩამოუთვალა, რომელიც 2-დან 6 ლარამდე მერყეობს.მეორად ტანსაცმელზე ფასები 2 ლარიდან იწყება და 30 ლარამდეც ადის. `ახლა იმფერი დროია, მეორადს ვეღარ იყიდი კაცი. 2 მანათი რომ არ მოგრჩება, ვინცხაის გამონაცვალი შარვალი იყიდო, მაშინ არის ჩვენი საქმე წასული. 20 წელზე მეტია გვესმის, რომ მთავრობა უკეთ მუშაობს, ვიდრე გუშინ. მე კიდევ, დღეს უფრო გლახათ ვარ, ვიდრე გუშინ. წამევედი ამ დილას, წამევიღე 50 ლარი. ვიფიქრე რაცხა ხეირიანს ვიყიდი-თქო. ტყულაი დავგეგმე. 3 კილო ყველი 20 ლარად ვიშოვე, 5 ცალ ნერგში 20 ლარი გადევიხადე და დამრჩა 10 ლარი. ამით რა ვიყიდო აღარ ვიცი. ადრე, გოჭი 2 მანათიც არ ღირდა. ამ ფულით 2 კაი გოჭს იყიდდი. ყველაფერმა ფასი დაკარგა. არც ლარი ვარგა და არც ხალხი, რომ ამდენ გაჭირვებას წერტილი დაუსვას. იტყვიან, გურულებს პოლიტიკა ნამეტარი უყვართო, კი არ გვიყვარს, ჩვენ ავის დანახვა და თქმაი ვიცით და ამიზა, გვეუბნებიან ასთე~ _ ეს სიტყვები კი შეშის გამყიდველთან გავიგონე, რომელიც დაპობილ თხემლას, ერთ ცხენის კაჭკას, 30 ლარს აფასებდა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა