საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს ბატონ არჩილ თალაკვაძეს!
საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს!
საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს!
რეგიონში ორი უდიდესი სახელმწიფოს სისხლისმღვრელი ომიდან გამომდინარე მოგმართავთ გურიიდან არჩეულ დეპუტატებს.
როგორც არასდროს, დღეს ისე საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება საგაზაფხულო სამუშაოებზე. აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი უნდა იყოს მიმართული იმისათვის, რომ თესლი დროულად ჩაბარდეს მიწას. მოსახლეობისადმი მაქსიმალური ხელშეწყობით თვითეული კვადრატული მეტრი მიწიდან უნდა მივიღოთ მოსავალი, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი შიმშილობა. საქმე ისე მიდის, რომ განსხვავებით წინა წლებიდან იმპორტით შემოტანილი საკვები პროდუქტები საერთოდ აღარ იქნება, ან კიდე ისეთი ძვირი გახდება შეძენას ვერ შევძლებთ. არაა გამორიცხული, ჩვენთვის ყველაზე მთავარი საკვები პროდუქტი პურის ჩანაცვლება სიმინდის მარცვლით მოგვიხდეს.
გაცნობებთ იმასაც, რომ ამჟამად სახლები, სათავსოები, შენობები გავსებულია ფაროსნებით და გარეთ გამოსასვლელად დათბობას ელოდებიან. მზადება დაწყებული უნდა იყოს დროულად შეწამლისათვის.
დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სოფლად მოსახლეობის დახმარების ღონისძიებების შემუშავება. საგაზაფხულო ხვნათესვა უნდა გამოცხადდეს მთავარ საქმედ.
როგორც საპარლამენტო ქვეყნის დეპუტატებს, კოლეგებთან ერთად მოგიწოდებთ
ჩხუბის, გინების, ფუჭი, არაფრის მომცემი ლაპარაკის ნაცვლად პარლამენტიდან მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად უნდა ვისმენდეთ საქმიან ინფორმაციებს ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
დეპუტატებს მოგიწოდებთ, ჩხუბის, გინების, ფუჭი, არაფრის მომცემი ლაპარაკის ნაცვლად საქმეზე ისაუბრეთ!

ომარ ხუციშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 808