ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელთა დახმარება და თანადგომა უკრაინელ ხალხს!

ლანჩხუთელთა დახმარება და თანადგომა უკრაინელ ხალხს!
4-03-2022, 14:22

3 თებერვალს ლანჩხუთის მუ­ნიციპალიტეტის საკრებულოს რი­გგარეშე სხდომა გაიმართა, რო­მე­ლსაც საკრებულოს თავ­მჯდომარის მოვალეობის შემს­რულებელი ემზარ თევდორაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკითხის მომხსენებელი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
სხდომა საქართველოსა და უკრაინის დროშების ფონზე მიმდინარეობადა. დეპუტატებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთ­იერი დუმილით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგეს.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ თევდორაძემ ლანჩხუ­თის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სახე­ლით სოლიდარობა და  თანა­დგომა გამოუცხადა მოძმე უკ­რა­ინელ ხალხს იმ უსასტიკეს ომში, რომელიც დღეს უკრაინის მიწაზე მომდინარეობს და დაგმო რუსული  აგრესია, რამაც მიწასთან გაასწორა ლანჩხუთან დაძმო­ბილ­ებული ქალაქი ნოვაია კახოვკა და მშვიდობა უსურმა მთელს უკ­რა­ინას.
განიხილებოდა ერთი საკითხი, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას ეხებოდა, რომელიც რუს აგრესორთან ომში მყოფ უკრაინელთა დასახმარებლად მიიმართება.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეკითხვა დასვა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ (ფრაქცია,,საქართველოსათვის“ ).  მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა უსასტიკეს აგრესორთან მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ხაზი იმ ერთიანობას გაუსვა, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ მძიმე დღეებში  იგრძნობა.  მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა ამ საკითხთან მიმართებაში ყველა ერთიანია,  რაც მისასალმებელია. მან იკითხა, თუ რა თანხა გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან უკრაინელთა დასახმარებლად?
სოლიდარობას ასევე შეურთდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და  აღნიშნა, რომ უნდა მოუწოდოს მოსახლეობას, თანხით დახმარებაზე საუბარი არაა,  მუნიციპალიტეტში გახსნილია ცხელი ხაზი, ვისაც რა საშუალება აქვს, იმით შეუძლია დაეხმაროს გასაჭირში მყოფ უკრაინელ მეგობრებს, სპეციალური  ჩამონათვალი დადებული იქნება სოციალურ ქსელში, ჩამონათვალში არის ის პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადია არაა. ესა: ჩაი, თაფლი ხილი, ასევე ყოველდღიურად აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები. ვინც ვერ მოახერხებს ლანჩხუთში ჩამოსვლას და უნდა და სურს დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს, მათ მოემსახურებათ სოფლის წარმომადგენლები. რაც შეეხება თანხას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან, 1015 ათას ლარით დაეხმარება ომის პირობებში მყოფ მეგობარ ქვეყანას.
სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ (ქართული ოცნება) არნიშნა, რომ სურვილი აქვს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ეპარქიაში გროვდება ჰუმანიტარული დახმარება და ხუთშაბათს საღამოს ლანჩხუთის ეპარქიიდან გაიგზავნება ტვირთი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
საკითხი ერთსულოვნად იყო მხარდაჭერილი.

            მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 830
FACEBOOK კომენტარები