საქალაქო გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს დავუსვით კითხვა: „თქვენი აზრით, რა არის საზოგადოების მთავარი პრობლემა?“ მიღებული პასუხები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, თუმცა ყველა მათგანი ერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა საზოგადოების განვითაარებას.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა განათლება და ცოდნა, რომელიც ხშირად ადამიანს ზღუდავს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. როცა ადამიანს არ აქვს საკმარისი ცოდნა და ინფორმირებულობა, მას უჭირს მოვლენების სწორად გაანალიზება, რაც საბოლოოდ არასწორ შეხედულებებსა და ქმედებებში აისახება.
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა “ურთიერთობების პრობლემაზე” თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა ადამიანებს შორის გაუცხოება, ნაკლები თანაგრძნობა და ერთმანეთის აზრის მიუღებლობა. ჯანსაღი ურთიერთობების გარეშე კი რთულია ძლიერი და ერთიანი საზოგადოების შექმნა. კიდევ ერთ პრობლემად დასახელდა “არასწორი არჩევანი “ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ხშირად ადამიანები გადაწყვეტილებებს ემოციურად, დაუფიქრებლად ან სხვისი გავლენით იღებენ, რაც მომავალში უარყოფით შედეგებს იწვევს. მიუხედავად იმისა რომ ერთი არასწორი არჩევანით დაინახეს, რომ ეს ნაბიჯი არასწორი იყო შემდგომ მაინც იმავე ნაბიჯს დგამენ. ხშირად კი სხვა არჩევანიც არ აქვთ.
განსაკუთრებით აღინიშნა ,,სწორი ხედვისა და ანალიზის უნარის ნაკლებობა”. ბევრი პრობლემა სწორედ იქედან იწყება, რომ ადამიანები მოვლენებს ზედაპირულად აფასებენ და არ ცდილობენ საკითხის სიღრმისეულად დანახვას.
გამოკითხულთა აზრით, პრობლემას წარმოადგენს სტერეოტიპული მეტყველება და აზროვნება. საზოგადოებაში ხშირად გვხვდება წინასწარ შექმნილი წარმოდგენები ადამიანების მიმართ მათი ასაკის, სქესის, პროფესიის თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის თავისუფალ აზროვნებასა და თანასწორობას ქალაქსა თუ ქვეყანაში.
გამოკითხვის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია განათლება, კრიტიკული აზროვნება, სტერეოტიპების დაძლევა და ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა. სწორედ ეს არის გზა ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოებისკენ.
ქეთი ურუშაძე
რა არის საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 69



