ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციას“ - 18%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 4%, „ევროპულ საქართველოს“ - 4%

IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციას“ - 18%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 4%, „ევროპულ საქართველოს“ - 4%
29-10-2020, 06:24

"მთავარი არხი" კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.
კითხვაზე - მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 23%
„ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ - 18%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%
„ევროპული საქართველო“ - 4%
„ლელო“ - 3%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%
„გირჩი“ - 1%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1%
„ერთიანი საქართველო“ - 1%
„მოქალაქეები“ - 1%
„სხვა პარტიები“ - 1%
არ ვიცი / უარი პასუხზე - 41%
იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით ასე გამოიყურება)
(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)
„ქართული ოცნება“ - 40%
„ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია“ - 33%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 7%
„ევროპული საქართველო“ - 7%
„ლელო“ - 4%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%
„გირჩი“ - 2%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
„ერთიანი საქართველო“ - 1%
„მოქალაქეები“ - 1%
„სხვა პარტიები“ - 1%
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 155
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა