ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორამციაში ნათქვამია, რომ შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა. მიზანი საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) სადამკვირვებლო მისიის დახმარებაა.
„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70–ზე მეტი გუნდის მობილიზებას შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1000 – ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ,“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირი: საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება
განყოფილება: ---
გადასვლები: 957