ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების" განცხადება

3-05-2023, 13:07

„კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება“ აცხადებს ვაკანსიებს ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში  დასასაქმების მიზნით შემდეგ პოზიციებზე:
ექიმი ონკოლოგი 1 ერთეული
ექიმი მამოლოგი 1 ერთეული
ოჯახის ექიმის  1 ერთეული
ექიმი რადიოლოგი( ექოსკოპია) 1 ერთეული
ექიმი გინეკოლოგი 2 ერთეული 
ქიმი ლაბორანტი  1 ერთეული    
ექთნი(რადიოგრაფერი) 1 ერთეული
ექთანი(ლაბორანტი) 1 ერთეული
ექთანი(ზოგადი პროფილის) 1 ერთეული
რეგისტრატორი 1 ერთეული
დამლაგებელი 1 ერთეული
ტექნიკური მუშაკი 1 ერთეული
IT  სპეციალისტი (გამოძახებით) 1 ერთეული
სამუშაო ადგილი: ლანჩხუთი, ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრი
გრაფიკი: სრული ან ნაწილობრივი დატვირთვით, სამუშაო საათები 10.00-18.00
ანაზღაურება: გაწეული საქმიანობის (პაციენტთა რაოდენობის) მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** პოზიციის შესაბამისად სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის სერვისების მისაწოდებლად საჭირო საქმიანობის განხორციელება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** განათლება:  პოზიციის გათვალისწინებით, შესაბამისი უმაღლესი და საშუალო სპეციალიზებული, სათანადო კვალიფიკაციით 
** შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა);
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე tina_beruchashvili@yahoo.com  ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/05/2023.  განცხადებაში მითითებულ პოზიციაზე მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატებს გასაუბრებაზე დასასწრებად დაეკონტაქტებიან დამატებით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 
გისურვებთ წარმატებას!

განყოფილება: განცხადებები
გადასვლები: 1 165
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა