22 სექტემბერს, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსის ნაპირას გაიმართება ,,თევზის ფესტივალი /FUFish Festival.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მდ. სუფსაზე ნავებით გასეირნების, ადგილობრივი თევზის ნაირსახეობისა და ღვინის დაგემოვნების.
დაგეგმილი აქტივობები: • 14:00 სთ. სპინინგით თევზჭერის ტურნირი;
• 17:00 სთ. სპორტული თევზჭერის მასტერკლასი;
• 17:30 სთ. ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვების პერფორმანსი, პანორამა ტივზე ქართული მუსიკის ჰანგებით; • 18:00 სთ. ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
• 18:30 სთ. ტრადიციული კერძის მომზადების მასტერკლასი (დამიანე და მარი, ჯენგო), ადგილობრივი თევზისა და ღვინის დაგემოვნება;
• 20:00 სთ. კონკურსის „თევზის ფესტივალის/FUFish Festival ლოგო“; გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება • 21:00 სთ. მუსიკალური ბენდი ,,Why not/ რატომაც არა.
თევზის ფესტივალი/FUFish Festival

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
განყოფილება: განცხადებები
გადასვლები: 583