28 მაისს ლანჩხუთში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით.
ფონდ ,,ტასოს" და ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბს" შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. სწორედ ამაზე გვესაუბრება ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი, თინა ბერუჩაშვილი.
,,მოგეხსენებათ, ფონდი ,,ტასო" ზრუნავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მათ განათლებაზე, მათი უფლებების დაცვაზე. ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ხელშეწყობით ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებს ექნებათ საშუალება იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებისთვის გაგვეცნო სკრინინგის როგორც პრევენციული ინსტრუმენტის მნიშვნელობა, ასევე მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, პროგრამის ფარგლებში ასრებული სამედიცინო სერვისების, მათი ხელმისაწვდომობის, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ ფონდი ,,ტასოს" ბენეფიციარებზე და არა მარტო მათზე, მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით ვიზრუნებთ, რომ მიიღონ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი სერვისები, ჩაიტარონ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები, რაც მათი ჯანმრთელობის დასაცავად არის აუცილებელი.
მოვუწოდებ ყველა ქალბატონს იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, ისარგებლობს სკრინინგის პროგრამით, ჩაიტაროს გამოკვლევები, ჩაერთოს პროგრამაში, რადგან მათი ჯანმრთელობა მათ ხელშია."
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 360