ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ ტოვებს ახალგაზრდობა ლანჩხუთს – პრობლემები და მოლოდინები

დღეს, 14:09

  ლანჩხუთში ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ ახალგაზრდების მიერ ქალაქის დატოვება ერთჯერადი მიზეზით არ აიხსნება,  ეს არის რამდენიმე სერიოზული პრობლემის ერთობლიობა, რომელიც მათ მომავალს ზღუდავს.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად ასახელებს სამუშაო ადგილების ნაკლებობას. მათი თქმით, ქალაქში პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი პირობები, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოყენების საშუალებას მისცემს. „ნაკლები თვითრეალიზება, ცოდნის დაუფასებლობა და ნეპოტიზმი ადამიანს აიძულებს დატოვოს საკუთარი ქალაქი,“ აღნიშნავს ერთ-ერთი რესპონდენტი. მისი თქმით, ბევრისთვის გამოსავალი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლაა, სადაც შრომა მეტად ფასდება და ცხოვრების პირობებიც უკეთესია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განათლების ხელმისაწვდომობას ეხება. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მშობლიურ ქალაქში  არ არსებობს საკმარისი შესაძლებლობა მათთვის სასურველი მიმართულებით განათლების მისაღებად. შედეგად, ისინი იძულებულნი არიან სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა, რაც ხშირად საბოლოოდ იქ დარჩენით სრულდება. გარდა ამისა, რესპონდენტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ქალაქში არ არსებობს ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერი მექანიზმები არც პროფესიული ზრდის, არც კულტურული და გასართობი სივრცეები. მათი აზრით, ეს ერთფეროვნება კიდევ უფრო ამცირებს მოტივაციას, დარჩნენ და საკუთარი მომავალი  მშობლიურ ქალაქს დაუკავშირონ.  „ლანჩხუთი ერთფეროვანი ადგილია, სადაც არც გართობის და არც განვითარების დიდი შესაძლებლობაა,“ ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდები არჩევანს აკეთებენ იმ გარემოზე, სადაც მეტ პერსპექტივას ხედავენ.
  მოკლედ, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების გადინება მშობლიური ქალაქიდან  განპირობებულია დასაქმების სიმცირით, განათლების შეზღუდული შესაძლებლობებით, განვითარების ხელშემწყობი გარემოს ნაკლებობით და სოციალური ფაქტორებით, როგორიცაა ნეპოტიზმი. თუ ამ პრობლემებს დროულად არ მიექცა ყურადღება, ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის ახალგაზრდების შენარჩუნება კიდევ უფრო რთული გახდება.
                                                                    ქეთი ურუშაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 34
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს? რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს?
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სოფელს?
14-09-2022, 13:07
ვრცლად
თქვენი პროფესია? არის იმის შესაძლე­ბლობა თქვენს მუნიციპალიტეტში, რომ იყოთ დასაქმებული თქვენივე პროფესიით? თქვენი პროფესია? არის იმის შესაძლე­ბლობა თქვენს მუნიციპალიტეტში, რომ იყოთ დასაქმებული თქვენივე პროფესიით?
თქვენი პროფესია? არის იმის შესაძლე­ბლობა თქვენს მუნიციპალიტეტში, რომ იყოთ დასაქმებული თქვენივე პროფესიით?
28-02-2022, 11:25
ვრცლად
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო
16-02-2025, 12:21
ვრცლად
IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციას“ - 18%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 4%, „ევროპულ საქართველოს“ - 4% IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციას“ - 18%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 4%, „ევროპულ საქართველოს“ - 4%
IPSOS-ის კვლევით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, „ენმ-გაერთიანებული ოპოზიციას“ - 18%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 4%, „ევროპულ საქართველოს“ - 4%
29-10-2020, 06:24
ვრცლად
არსებობს თუ არა საქართველოში პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი?   - რას ფიქრობსხალხი?
არსებობს თუ არა საქართველოში პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი? - რას ფიქრობსხალხი?
5-10-2020, 13:29
რეკლამა