. შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ ზემოთაღნიშნული პროექტის დამფუძნებლები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები ნუგზარ ჭუმბურიძე და მალხაზ კერესელიძე. შეხვედრა მიზნად ისახვდა პენსიონერთა სოციალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას,რაც ითვალისწინებს პენსიონერთა სააქციო საზოგადოების შექმნას, ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ა.შ. შეიქმნება ხანდაზმულთა საზოგადოების გამგეობა, ხანდაზმულთა საზოგადოების უხუცესთა საბჭო, რაიონული საკონსულტაციო ცენტრები, ასევე იქნებიან სოფლად ხანდაზმულთა საზოგადოების წარმომადგნელები. პროექტი ხელს შეუწყობს ზოგადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, რაც ფერმერულ მეურნეობებსა და სარეალიზაციო ცენტრებს შორის ჯანსაღი კოორდინაციის წარმართვას. მსმენელთა ერთიანი გადაწყვეტილებით, საქართველოს ხანდაზმულთა საზოგადოებამ „პენსიონერთა კავშირი“-ს ლანჩხუთის წარმომადგენლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩველი მარინა კეიდია აირჩიეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,ადმინისტრაციის უფროსი მაგული კუნჭულია ესწრებოდნენ.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0