აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გუშინწინ პროექტის დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა გამართა. `პროექტის სახელწოდებაა: `ეკომიგრანტთა და შესაძლო ეკომიგრანტთა პირობების გაუმჯობესება თანამონაწილეობითი დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენებით~, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ორი ამოცანის შესრულება: ეკომიგრანტთა საშუალო ვადიანი მუნიციპალური სტრატეგიის ფორმირება, უშუალოდ ეკომიგრანტთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით; ეკომიგრანტთა და შესაძლო ეკომიგრანტთა დოკუმენტაციის ერთიანი ელექტრონული მართვის სისტემის ფორმირება და წარმოება~ _ ითქვა პრეზენტაციაზე. როგორც დირექტორმა განმარტა: `პროექტის მიზანია: ბენეფიციარების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისა და შესაძლო ეკომიგრანტების საცხოვრებელი, ადგილობრივ თემთან ინტეგრაციას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საშუალო ვადიან პერსპექტივაში.~ როგორც ითქვა, დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება. პროექტის დონორია: დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის მასშტაბითY განახორციელებს `ეკომიგრანტი და პოტენციურად ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კომპანიას~ ევროკავშირის დაფინანსებით. დავით გოგიჩაიშვილის განმარტებით: `ჩვენს მიერ გამზადებულ პროგრამას, რომელიც 6 თვეზეა გაწერილი გადავცემთ ხელისუფლებას და იმედი გვაქვს, რომ ის ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც სხვა ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები. ვფიქრობთ, ჩვენს იდეას დიდი გამოხმაურება მოყვება, რადგან ჩვენთან რეალურად არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ ბაზა. თავის დროზე, ლანჩხუთში დაიწყო პროგრამა `ერთი ფანჯრის პრინციპი~, რომელიც შემდეგ ატაცებული იქნა და დღეს ხელისუფლება აქტიურად იყენებს და მას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს.~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0