ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მთავარია მიზანდასახულობა და მიზნისკენ სწრაფვა

დღეს, 14:11

  ინტერვიუ თინეიჯერ მეწარმე ნატალი ნაკაიძესთან, რომელიც ხელნაკეთ თაიგულებს ამზადებს. - ნატალი, რა იყო ამ საქმიანობის დაწყების მთავარი ინსპირაცია? - მთავარი ინსპირაცია სოციალური ქსელებიდან და ჩემი დიდი სურვილიდან გამომდინარე წამოვიდა. ვისწავლე ხელნაკეთი თაიგულების დამზადება. საწყის ეტაპზე მოვიძიე ინფორმაცია, თუ როგორ გამეკეთებინა თაიგული, შევისწავლე ყველა დეტალი და ასე დავამზადე ჩემი პირველი თაიგული. საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ ხალხისგან მივიღე დადებითი ემოციები, ყველას მოეწონა და გამიჩნდა სურვილი, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა. 
-როგორ ფიქრობთ, რა აძლევს ადამიანს იმის მოტივაციას, რომ საქმე ნულიდან დაიწყოს? -პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები, შემდეგ შედეგზე ფიქრი, ხოლო მოტივაციას გვაძლევს ხალხის დამოკიდებულება და ინტერესი. -რა სახის სირთულეები შეგხვდათ ამ გზაზე და როგორ გაუმკლავდით? -თაიგულების დამზადება დიდ სირთულეებს არ წარმოადგენს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მასალა ლანჩხუთში არ მოიპოვება და სხვა ქალაქიდან მიწევს მისი ჩამოტანა. 
-თქვენი აზრით, რთულია თუ არა თინეიჯერი აბიტურიენტისთვის მეწარმეობის წამოწყება? 
-რთული ნამდვილად არ არის, თუმცა საკმაოდ შრომატევადია. ამისთვის დროის სწორად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. 
-სოციალურ ქსელებს რამდენად დიდი როლი აქვს თქვენი პროდუქციის გაყიდვაში?
 - სოციალურ ქსელებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს ჩემი პროდუქციის გაყიდვაში, თუმცა ცოცხალი კომუნიკაცია უფრო მეხმარება ჩემი საქმის განვითარებასა და გაყიდვებში.
 -როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს დამოუკიდებელი ბიზნესი?
 -ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ის საქმიანობაც უნდა ვაკეთოთ, რაც მომავალში საკუთარი თავის განვითარებაში დაგვეხმარება.
-წარმატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ნიჭია თუ შრომა და მიზანდასახულობა? 
-ჩემი აზრით, ნიჭიც, შრომაც და მიზანდასახულობაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად, თუმცა ნიჭზეა დამოკიდებული შრომაც და მიზანდასახულობაც. 
-რა რჩევას დაუტოვებდით საზოგადოებას? 
-საზოგადოებას ვურჩევდი, რომ სცადონ, გადადგან ნაბიჯი, გარისკონ და როცა შედეგს იხილავენ, თავადაც დარწმუნდებიან, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანდასახულობა და მიზნისკენ სწრაფვა. 
-მადლობა ინტერვიუსთვის!
                                                  ქეთი ურუშაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 67
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა