ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ეყოთ ვაჟკაცობა და ბოდიში მოუხადონ ხალხს, წყალში გადაყრილი ფულისთვის"

,,ეყოთ ვაჟკაცობა და ბოდიში მოუხადონ ხალხს, წყალში გადაყრილი ფულისთვის"
5-05-2017, 00:00

მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო 2012 წლიდან. _ ბატონო ალექსანდრე, ჯურუყვეთის თემის რჩეული ბრძანდებით, კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით და შედეგით? _ ჯურუყვეთის თემის პრობლემებიც გამოულეველია, თუმცა ვცდილობ ჩემი აქტიურობა იყოს მაქსიმალური. ყველაზე მწვავედ დგას წყლის პრობლემა, ისე დაემთხვა, რომ როდესაც დეპუტატი გავხდი, ჩემთან ერთად მოვიდა გამგებლის წარმომადგენელი ვასილ ბურძგლა და მასთან ერთად მოფიქრებული გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ექნებოდა შეუზღუდავად წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ნანახი გვაქვს მარაგები, გაწერილი გვაქვს ხარჯთაღრიცხვა, ყველაფერი დეტალებში გვაქვს გათვლილი, სამწუხაროდ ვერ მოხდა ამ პროექტის განხორციელება. მიზეზად უფულობას გვისახელებენ, დაგვპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში დაგვეხმარებიან და ველოდებით. ასევე პრობლემაა შიდა გზები, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ადგილობრივ კარიერებზე არაა ლიცენზია გაცემული, გვიწევს მცირე მარაგით ისე მოხრეშვა, რომ ყველა გაწვიმაზე წყალს მიაქვს. ვფიქრობ, რაღაც რეგულაციების პირობებში შეიძლება რომ ის ინერტული მასალა, რომელიც სოფელს გააჩნია, მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიდა გზების მოწესრიგებას. ვერა და ვერ მოვერიეთ უმუშევრობას, გაკეთდა უამრავი დამბა, სხვა ინფრასტრუქტური პროექტებიც განხორციელდა და ადგილობრივები მაქსიმალურად დავასაქმეთ, თუმცა არ მიმაჩნია საკმარისად და გული მწყდება... არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი წინამორბედის, ამირან გიგინეიშვილის დამსახურებები, მათ შორის ბაღის კეთილმოწყობა უმაღლეს დონეზე, ასევე ჩვენც გავხსენით ბაღი შარშან, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს... _ როგორ ფიქრობთ, ჯურუყვეთელ გლეხს როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ისე, რომ შედეგი ეფექტური იყოს? _ ჩემის აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული ინფორმაციზაცია. უნდა იცოდეს სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელი კულტურაა მისთვის მომგებიანი, რა დროს რა გააკეთოს. რა თქმა უნდა, გლეხი ფინანსურადაც მხარდაჭერილი უნდა იყვეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში რთულია ამის გაკეთება. მაგრამ როდესაც სრული ინფორმაცია ექნებათ სოფლის მეურნეობაზე, შემდეგ მათ მიერ მოყვანილ მოსავალს ფასი დაედება, მაშინ ნამდვილად გაიმართება წელში მოსახლეობა ძალიან კარგი იყო სამწლიან უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, თუმცა ვფიქრობ დამმუშავებელი და მშრომელი ადამიანი მანამდეც არ ტოვებდა თავის მიწას უპატრონოდ და არც აწი დატოვებს. რომ ვერ ხერხდება ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შექმნა სოფლის მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ გვაქვს შიდა მიგრაცია. _ თითქმის ყველა დეპუტატი ამბობს, რომ იბრძვის საკრებულოში, მაგრამ ყოველთვის ვერ იღებენ შედეგს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ გამგეობის აპარატის მიმართ, ეს ხელის შეხოცვაა თუ რეალურად ასეა? _ ჩვენ სწორედ ამ არაეფექტური მმართველობის გამო შევქმენით საკრებულოში ,,ახალი უმრავლესობა", ჩვენც არ გავურბივართ პასუხისმგებლობას გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ უდიდესი წილი ამ შეუსრულებელ დაპირებებზე და გსუკეთებელ საქმეებზე მოდის მენეჯმენტზე. როგორ შეიძლება დღეს ადგილობრივი მენეჯმენტი მოგწობნდეს კაცს. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი საგდასახადოში და ფინანსებში მშვენივრად ვერკვევი. დღეს გამგებელი თავის მთავარ მიღწევად მიიჩნევს ფინანსების მოძიებას, თანხიs მოძიება კი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუშა პროცესის, მაგრამ მთავარია ამ ფინანსებს როგორ მიმართავ ხალხისკენ, რა შედეგს მიიღებ.რამდენი პროცენტი გეყოლება კმაყოფილი და რამდენი უკმაყოფილო. არ შემიძლია ,,გურია" არ ვახსენო, ბოლოს და ბოლოს ეყოთ ვაჟკაცობა და ხალხს ბოდიში მოუხადონ წყალში გადაყრილი ფულის გამო. მე ჩემის მხრივ არ გავურბივარ პასუხისმგებლობად, ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერის გამო. _ ჩვენ მოსახლეობას დავუსვით კითხვა, რა შეიცვალა 2012 წლიდან დღემდე ლანჩხუთში, პასუხი თქვენი კოალიციისთვის არცთუ სახარბიელო იყო, თქვენ როგორ ფიქრობთ? _ იმის თქმა, რომ არაფერი შეიცვალა ვფიქრობ არასწორია. თუნდაც ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების მხრივ. მე ადრეც მითქვმას და გავიმეორებ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან, თუმცა შემდეგ 15-20 კაცმა თავის ინტერესებს გადასყოლეს ქვეყნის და მოსახლეობის ღირსება. არც ,,ქართული ოცნება" ყოფილა გულხელდკრეფილი, სხვადასხვა დროს გატარდა ბევრი კარგი რეფორმა, თუმცა ვხედავთ, რომ არაა საკმარისი და ნათელ ფერებში ნამდვილად არ ვუყურებ ამ ქვეყანას. ყოველთვის იყო პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც კაბინეტიდან სახლში, სახლიდან კაბინეტში ,,მოღვაწეობენ", ვინც მიცნობს გეტყვით მე როგორ კატეგორიას განვეკუთვნები. მე ჩვეულებრივი ჯურუყვეთელი ვარ და ისევე მაწუხებს უწყლობა და უგზოობა როგორც სხვებს. _ რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა ისევ კოალიციას, ან თქვენ ჯურუყვეთლებმა? _ რაც შემეხება მე, მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მომცა ან არ მოცა ხმა, ვინ ვართ ჩვენ რომ, პარტიული სიითბდავყოთ მოსახლეობა. ცხოვრება ჩემთვის არჩევნებით არ იწყება და არ მთავრდება, თუმც ვფიქრობ ამ დონიდან გაცილებით პროდუქტიული ვარ ჩემი ჯურუყვეთლებისთვის. ეს მათ გადაწყვიტონ ვინ იქნება მათი რჩეული. გეგმები ნამდვილად ბევრი გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც დრო და მანდატი სჭირდება. ვიცი ბევრი იმედგაცრუებულია, მეტს ელოდნენ, მაგრამ ეს მუშა პროცესია და მჯერა საბოლოოდ ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბესა და არასტაბილურ ცხოვრებაზე. მინდა ყველას მოვეფერო და ვუთხრა, რომ ერთაფ დგომით, სიყვარულით, ყველაფერი კარგად იქნება.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები