–საკრებულოს მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი, იყო თუ არა თქვენსა და გამგებელს შორის კოორდინაცია?–ვერ ვიტყვი, რომ საკრებულო არაფერს აკეთებდა და გულზეხელდაკრეფილნი ვისხედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ამავეს თქმა შემიძლია გამგებლის აპარატთან დაკავშირებით. კარგი იქნება კადრების გადახალისება, ახალი სისხლი, ახალგაზრდული ენერგია. კვალიფიკაცია არც არსებულ კადრებს აკლიათ, მაგრამ დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა სტანდარტები. –თქვენ ,,მრეწველებს“ წარმოადგენთ, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მრეწველობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარება რეალურად გესახებათ?–რა თქმა უნდა, ნელ–ნელა, ეტაპობრივად ყველაფერი გამოსწორდება. როგორც ჯანდაცვის სისტემა მიუახლოვდა იდეალურ სახეს, ასევე უნდა მოხდეს მრეწველობის შემთხვევაშიც. ჩვენი ახალგაზრდობა არ უნდა გადადიოდეს უცხოეთში მძიმე სამუშაოებზე, ამ კუთხით ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. მრეწველობის განვითარება შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, ეკონომიკას ფეხზე დააყენებს. სოციალური დახმარების მიცემა მოსახლეობისთვის არ არის გამოსავალი, იმდენად დიდია შემწეობის მიღების მთხოვნელთა რიცხვი, რომ ეს ტრაგედიად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმუშაონ, ასეთი ფულით ირჩინონ თავი და არა სახელმწიფოს მიერ მიცემული შემწეობით. თუკი ხალხი კიდევ ერთხელ გვენდობა, ნამდვილად არ წააგებს. როგორც აღვნიშნე, გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაცნოთ საზოგადოებას და შემდეგ ერთდ განვახორციელოთ.გიორგი კილაძე
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0